Zvigena's Blog

Georgian Sport

Archive for the ‘ჩვენი ლეგიონი’ Category

ჯანო

leave a comment »

   ” Победа получилась командной, но выделить Жано будет не лишним. Не было Алекса и хотя Ибсон старался брать игру на себя, именно молодой Жано создал гол Веллитона, и в целом постоянно находился в том месте, где мяч. Набирает форму полузащитник, действуя всё увереннее и увереннее. ” – ეს სიტყვები ბოლო ტურის მატჩზე რუსულ ერთ-ერთ საიტიდან არის ამოწერილი.

    17 წლის ჯანო უკვე მეორე სეზონს ატარებს რუსულ პრემიერლიგაში. მის გარშემო თავიდანვე ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, დიდი იყო ინტერესი მეორე სეზონს როგორ დაიწყებდა – იგივე ტემპებით გააგრძელებდა ზრდას, თუ ბევრი ახალგაზრდა ტალანტივით უბრალოდ პერსპექტიულ ფეხბურთელად დარჩებოდა და მეტი არც არაფერი.

    დაიწყო სეზონი და ჯანო პირველი ტურის შემდეგ კარპინმა სკამზე დასვა. ჯამში სულ რამოდენიმე წუთი თუ ათამაშა ხუთი ტურის განმავლობაში. და აგერ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ ბიჭი ისევ ძირითადში გამოჩნდა – საგოლე პასიც გაახერხა და გუნდის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

Read the rest of this entry »

Advertisements

Written by zvigena

მაისი 3, 2010 at 00:15

კვირის მიმოხილვა

leave a comment »

დებიუტი ბუნდესლიგაში

 Kobi
  
კიდევ ერთ ქართველს ქონდა დებიუტი გერმანულ ბუნდესლიგაში. დავით თარგამაძე ჯერ სულ 20 წლისაა და ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფრაიბურგში თამაშობს. გუნდს სეზონის დაწყების წინ მისი არენდით განათხოვრება სურდა, მაგრამ მიზეზთა გამო ჩვენებური ფრაიბურგში დარჩა და სასიამოვნოა, რომ მისი, ასე ადრეულ ასაკში, ბუნდესლიგური დებიუტი შედგა. ფრაიბურგი კი 2-0 დამარცხდა აინტრახტთან. მწვრთნელმა დათო ბოლო ათი წუთი შემოუშვა მოედანზე, როცა ანგარიში 1-0 იყო.

    შალკეს ძირითადში გამოჩნდნენ ორივე ჩვენებური. ლევან ყენიასთვის ეს დებიუტი იყო გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. მან 67-ე წუთამდე ითამაშა და კევინ კურანით იქნა შეცვლილი, როცა ანგარიში უკვე 2-1 იყო. შალკეს მეორე გოლი კი ჩვენდა გასახარად ლევან კობიაშვილმა შეაგდო. ფარფანმა ერთიერთზე შეატოვა კობი მეკარეს და მანაც ცაციით ტერფის გარემხრით ლამაზად მოჭრა ბურთი და შალკე დააწინაურა. კობიმ მოედანზე 90 წუთი დაყო და გუნდშიც ერთერთი საუკეთესო იყო.

Read the rest of this entry »

Written by zvigena

სექტემბერი 14, 2009 at 14:06