Zvigena's Blog

Georgian Sport

Archive for the ‘რაგბი, Rugby’ Category

Geo – Eng 10:41

leave a comment »

რვაწლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ტოპ–ნაკრებს ისევ შევხვდით და ჩვენი გუნდის წინსვლა თვალშისაცემია – მსოფლიოს ერთ–ერთ ლიდერ ნაკრებს ლამის ტოლ–სწორად ვეთამაშეთ და ანგარიში ბოლომდე ობიექტურად არც ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს.

თამაშის დასაწყისში მალევე ინგლისმა ჩვენი ხაზის შეცდომით ისარგებლა და ლელოთი დაწინაურდა – ამას არ დავუბნევივართ და მასიური შეტევა მოვუწყეთ მოწინააღმდეგეს. ინგლისელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მაგრამ ამით ვერ ვიხეირეთ – მეკოს აშკარად ნერვებმა უმტყუვნა და სამი დარტყმული ჯარიმა გააფუჭა, აქედან ორი წესით იოლად გასატანი.

ინგლისმა შეცდომები არ გვაპატია და პასუხად კიდევ ერთი ლელო დაგვიდო – ბურთს ხელდახელ ლაღად ათამაშებდნენ და რაქის შემდეგ ჩვენ დაცვაში სამწუხაროდ გასაქცევ ხვრელსაც პოულობდნენ.

მანამდე კი ჩვენ სულ მცირედი დაგვაკლდა, რომ ასევე ლელოთი გვეპასუხა. აბუსერიძემ იომა ლომივით – მეტოქის შერკინების შემდეგ ბურთი ინგლისელთა ცხრა ნომერს ააწაპნა, კიდემდე კარგად ჩაათამაშა და მაჩხანელმაც სალელოოდ გაირბინა – მაგრამ როგორც ვიდეოგამეორებამ აჩვენა, მან ლელოს დადებამდე აუტის ხაზს შეახო ფეხი და შესაბამისად ხუთი ქულის აღების შანსიც მოგვესპო.

მერე თითო თითო გარდასახული ჯარიმა გავცვალეთ (მეკომ როგორც იქნა გაიტანა) და ტაიმის მიწურულს კარგადაც შევუტიეთ – მეტოქე კვლავ დაჯარიმდა საკუთარ ოცდაორში (კაციც გაუსიმბინეს), ჩვენებმა შერკინებით განაახლეს თამაში, ბასილაიამ ბურთი კარგადაც აიტაცა და ლელოს დადებაც მოახერხა. ანგარიში 17–10 გახდა და ტაიმი ასეც დასრულდა.

თუმცა ომით და დიდი ჯაფის ხარჯზე მიღწეულმა ამ შედეგმა თავისი უკუეფექტი გამოიღო – ბევრი მოთამაშე დაგველეწა და შეცვლების კეთება პირველ ტაიმშივე მოგვიწია. ხოლო მეორე ნახევრის ბოლო ფაქტიურად შეცვლების გარეშე ვითამაშეთ, რამაც თავის ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი გუნდის თამაშზე.

ტერიტორიას და ბურთს ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვფლობდით, არ იყო ინგლისის მასიური შეტევები, ჩვენ ოცდაორში ბურთი თითქმის არ ტრიალებდა.

მაგრამ კლასმა მაინც თავის ქნა – გადაღლილი და ტრამვებით შესუსტებული ჩვენი გუნდის დაცვას ოთხჯერ უპოვეს სუსტი წერტილი და ანგარიშის სხვაობა სოლიდური გახადეს. ორჯერ ისევ რაქში შევცდით და მეტოქეს ადვილად გაქცევის საშუალება მივიცით. ინგლისი თუ გვიტევდა, ბევრი დარტყმითი ფაზის გაკეთების გარეშე ახერხებდა ლელოს შეტანას.

ჩვენი გუნდი კი ბევრს ცდილობდა, იყო რამოდენიმე კარგი შეტევა. ბურთი ისევ ინგლისის ნახევარზე უფრო ტრიალებდა, მაგრამ კიდევ ერთი ლელოს გასატანად ძალა აღარ გვყოფნიდა. სამწუხაროდ მეკომ კიდევ ორი ჯარიმა გააფუჭა, ერთი კარგ დასარტყმელ პოზიციიდან და ვერც ასე მოვიპოვეთ ქულები. შედეგ 10–41 მივიღეთ.

მთავარია ამ მატჩმა დაგვანახა, რომ ბობოლა ნაკრებებთანაც შეიძლება ბრძოლა და თუ სწორად განვაგრძეთ განვითარება, შეიძლება ის დროც მოვიდეს,როცა ასეთ ნაკრებებზე გასამარჯვებლადაც გავიწევთ.. მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის, იმედია ტრამვები სერიოზული არ აღმოჩნდება, ხოლო მეკომ ეს შეხვედრა და მისი ხუთი გაფუჭებული ჯარიმა უნდა დაივიწყოს და შემდეგი თამაშისთვის მოემზადოს – ხდება ხოლმე, არ წაუვიდა დარტყმები.

შემდეგი შეხვედრა რუმინეთთან არის, ჩვენ ოდინდელ მეტოქესთან – დიდი ბრძოლა გველის. გამარჯვებაა საჭირო, ჩვენი ძალა რომ დავამტკიცოთ!

Advertisements

Written by zvigena

სექტემბერი 18, 2011 at 12:20

Geo – Sco “A” 22:21

with one comment

    ჩვენმა ნაკრებმა IRB-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირის ფარგლებში შოტლანდიის რანგით მეორე გუნდთან გამართა შეხვედრა და მინი სენსაციაც გამოაცხო. არ მგონია მატჩამდე ბევრი თუ ფიქრობა, რომ ჩვენებურები მოგებას მოახერხებდნენ, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ უამრავი მაღალი კლასის მოთამაშე გვაკლდა – ფაქტიურად ეს კრებული მეორე გუნდი იყო და არა ის ნაკრები, ვინც მსოფლიოზე თამაშს უფლება მოიპოვა.
    თამაში დაიწყო და სკოტების უდიდესი უპირატესობა იგრძნობოდა – ბურთს ძაან ლაღად ხელდახელ ათამაშებდნენ და ჩვენებურები დიდი გაჭირვების და ენერგიის ხარჯვით თუ ახერხებდნენ მათ შეკავებას. მაინც ძაან ადრიანად გავუშვით ლელო, მეათე წუთისთვის მოწინააღმდეგემ ფლანგზე ზედმეტი კაცით უპირატესობა მოიპოვეს და ხაზი ადვილად გაგვიჭრეს. მერე ჯარიმიდან მიითვალეს რამოდენიმე ქულა და 0–13.

Read the rest of this entry »

Written by zvigena

ივნისი 12, 2010 at 15:54

ჩხუბი

with one comment

    გვარიანი დაგნარი ატყდა რუმინეთის ჩემპიონატში დინამოს-ფარულის მატჩისას. ფარულში ოთხი ქართველი თამაშობს, ნატრიაშვილი, უჩავა, სამხარაძე, ხოსიტაშვილი. დინამომ სწორედ ქართველების გასალახად დაგეგმილად მოიქნიეს მუშტები. ნატრიაშვილს თითი მოტეხვია, ხოსიტაშვილს ტვინის შერყევა აუკიდია, ხოლო უჩავას ყბა აქვს მოტეხილი.

ესეც ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=DDiAjGEbjKY

Written by zvigena

აპრილი 13, 2009 at 11:41

Rus-Geo 21-29

leave a comment »

       Rus-Geo 21-29
    ესეც ასე, როგორი საქმეა პრინციპულ მეტოქეს ცამეტი შეხვედრიდან თერტმეტში ძლიო. თანაც ამ ჯახს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა – გამარჯვებული გუნდი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფის ლიდერობას იბევებდა.
    შეხვედრის პირველი წუთებში ორივე გუნდი ტოლ-სწორად გამოიყურებოდა, თუმც ქართველები რაქში რამოდენიმეჯერ დავჯარიმდით და რუსებმა ჯარიმის გატანით ანგარიშში დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ჩვენები გააქტიურდნენ და რამოდენიმე ფაზიანი შეტევა განახორციელეს. ერთ მომენტში რაქიდან გამოტანილი ბურთი ფართოდ ფლანგზე ჩავათამაშეთ, მერე გორგოძემ ჩვეულად რამოდენიმე რუსი ათრია და მალაღურას უპასა – ლელო და ანგარიშში დავწინაურდით. Read the rest of this entry »

Written by zvigena

მარტი 28, 2009 at 18:43

Geo-Rom 28-23

with 2 comments

geo-rom-2009    თბილისში რუსეთისგან წაქცეული რუმინეთი გვეწვია  და მათთან გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ერთი კვირის თავზე ხომ უპრინციპულესი შეხვედრა გვაქვს რუსებთან.
    შეხვედრა, რბილად რომ ვთქვა ცუდად დავიწყეთ, მეკო რამოდენიმეჯერ შეცდა ბურთის ფეხით ამოტანისას და რუმინელებმა ჯერ ჯარიმა გაგვიტანეს, მერე კი ლელოც მოაყოლეს, თავის გარდასახვიანად და ოთხ წუთში უკვე 0-10 ვაგებდით.
    Read the rest of this entry »

Written by zvigena

მარტი 14, 2009 at 22:21