Zvigena's Blog

Georgian Sport

Georgia – Spain 1:1 (U17 Elite round)

leave a comment »

დღეს თბილისში 17–წლამდელების ელიტრაუნდის გათამაშება დაიწყო საქართველო ესპანეთის მატჩით. შეხვედრის საყურებლად მიხეილ მესხზე ოთხ–ხუთი ათასამდე კაცი შეიკრიბა.

თამაში ხეირიანად დაწყებულიც კი არ იყო, მსაჯმა ჩვენს სასარგებლოდ საკმაოდ საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა – მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მცველს აუხტა და ხელზე გაკრა. ასეთ რამეზე პენალტი აღარ ინიშნება. საჩუქარი შევირგეთ და მეორე წუთზე ანგარიშში დავწინაურდით.

უპირატესობა ესპანეთმა იგდო, ორჯერ საშუალო დისტანციიდან ცადეს საჯარიმოს გამოყენება – პირველად მეკარემ იყოჩაღა, მეორე ჯერზე სტუმრებს სიზუსტემ უმტყუვნა.

თხუტმეტი–ოცი წუთის მერეღა მოვახერხეთ ბურთის მოხელთება, მეტოქეს პრესინგიც დავუწესეთ და ეს მონაკვეთი ყველაზე აზრიანი ფეხბურთიც ვითამაშეთ. მაგრამ კლასი თავისას შვებოდა და ტაიმის ბოლო ისევ ესპანელების იყო. იყო მომენტი, როცა საჯარიმოში შესულ მეტოქეს გატანა მართებდა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ააცილა. ტაიმიც ასე მიიწურა.

შესვენების შემდეგ ასპროცენტიანი გასატანი მომენტი შევქმენით – ჩვენებური სამ–ოთხ მეტოქეს დაუსხლტდა და ერთი–ერთზე გასული მეკარეს ვეღარ მოერია. მერე კი ისევ ესპანეთი მოგვაწვა, რამოდენიმე ნახევარმომენტი შეგვიქმნეს, ტაიმის მესამოცე წუთზე კი კუთხურიდან თავით გაგვიტანეს და ანგარიშიც გააყაიმეს.

მერე იყო მეკარის გმირობა – როცა ათიოდე მეტრიდან დარტყმული სასწაულ ნახტომში მოიგერია. დაღლილობისგან ჩვენები ძლივსღა დალასლასებდნენ. ორი მოთამაშე ისედაც ტრამვის ფონზე შეიცვალა და როცა უკვე ლიმიტი ამოწურული გვქონდა, რიგი ფეხბუთელი ჟესტით შეცვლას თხოვდა მწვრთნელს (?!).

როგორც იქნა შეხვედრა მიილია, ფრით ჩვენები უფრო გახარებულები ჩანდნენ. არც გაემტყუვნებათ – მოწინააღმდეგე უძლიერესი ესპანეთი გვყავდა.

ხოდა ამ ძლიერი მეტოქის ფონზე კარგად გამოჩნდა, რომ ტაქტიკურ განათლებაში მოვიკოჭლებთ, ფიზიკურად მხოლოდ სამოცი წუთი გვეყო ჯანი. ჩანდა მოთამაშეების ხასიათის პრობლემაც, ერთმანეთს ეკამათებოდნენ და ხანაც სრულიად უადგილო ყვითლებს იღებდნენ. მოკლედ სამუშაო ძაან ბევრია, რომ ამ ნაკადიდად რამოდენიმე ერთეული მაინც დადგეს დაღვინებული ფეხბურთელი.

გამოვარჩევდი მეკარის კარგ თამაშს, უდაოდ კარგი რეაქციის პატრონია. მცველ დვალს – ვინც დასწრებაზე მშვენივრად თამაშობდა და ბევრჯერ გადაგვარჩინა რიგ უსიამოვნებებს. ასევე შემტევ ჯიქიას – პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად იჭერდა ბურთს და მეტოქის მცველებსაც ანერვიულებდა. ტექნიკაც მშვენიერი აჩვენა და ბურთსაც იშვიათად კარგავდა. მაგრამ მერე ისიც დაიღალა.

არ მგონია ჯგუფიდან გასვლა მოვახერხოთ, მაგრამ ამ ასაკში მთავარი სწორი თამაშის სწავლაა. წინ კი კიდევ ორი რთული მატჩი გველის ინგლის–უკრაინასთან.

Written by zvigena

March 26, 2012 at 16:01

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: