Zvigena's Blog

Georgian Sport

7 წლის შემდეგ

leave a comment »

    2004 წელი იყო, როცა გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა დინამომ ვისლას მოუგო და უეფას თასის ჯგუფური ეტაპისკენ გაიკვალა გზა.. მაშინ მეგობრები საუბრისას შევთანხმდით, რომ არსებული პრობლემების ფონზე ეს დიდი წარმატება იყო, როგორ შედეგსაც შეიძლება წლები გასულიყო და ვეღარ მოვსწრებოდით.

    მართლა დიდმა დრომ ჩაიარა და აი დადგა მორიგი ევროპული სეზონი და ჩვენმა გუნდებმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს. გაგრამ დებიუტანტის კვალობაზე კარგი ფეხბურთი შემოგვთავაზა და საბოლოო ჯამში ბევრად სახელიან ანართოსისთან მხოლოდ 2–3 დამარცხდა.

    იბრძოლა მეტალურგმა, ორი ეტაპი გაიარა თავის ტოლ–სწორ გუნდებთან ჭიდილში და მერე ფრანგულ რენთან რომ განადგურდა, ეს მოსალოდნელიც იყო. რამხელა სხვაობაა ფრანგულ და ქართულ ფეხბურთს შორის, ყველამ კარგად იცის.

    და აგერ, დღეს ჩვენი ორი, ევროპულ ტურნირს შემორჩენილი გუნდი შეეცდება გაიმეოროს 2004 წელს ნაჩვენები შედეგი.

    ზესტაფონი სულაც ნახევარ ნაბიჯში იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე თამაშისგან – მაგრამ მართლაც რომ უიღბლობით ავსტრიულ შტურმს დაეჩაგვრინა და ასე გადაინაცვლა უეფას ლიგაზე (შემდეგი მეტოქე ბატე იქნებოდა, ვისთანაც გამკლავება სავსებით რეალურ პერსპექტივად მოჩანდა).

    ერთი უსიამო ფაქტი მოყვა ამ მარცხს – როგორც 2004 წლის დინამოს წარმატების, ასევე დღევანდელი ზესტაფონი რომ გამართულ და საამოდ საცქერ ფეხბურთს გვთავაზობს, ამ ყოველივეს შემოქედი გია გეგუჩაძე თანამდებობიდან წავიდა და გუნდი ბრუგესთან საბრძოლელად მის გარეშე გავიდა (როგორც პირად საუბრებში გამოიკვეთა, ამის მიზეზი მას და კოკაიას შორის არსებული არც თუ სასიამოვნო ურთიერთობა იყო).

    ყოველივე ამის ფონზე, უმწვრთნელოდ დარჩენილმა გუნდმა ბრუგესთან თვალსასეირო ფეხბურთი შემოგვთავაზა, მსაჯის მიკერძოების ფონზე 0–2 წაგებულ პირველ ტაიმს, მშვენიერი მეორე ნახევარი მოაყოლა და საბოლოოდ 3–3 ითამაშა.

    ძნელია შანსებზე საუბარი, როცა საკმაოდ დალაგებულ მეტოქესთან გასვლაზე მოგება თუ გაწყობს. წელს ერთხელ ეს ზესტაფონმა უკვე ვერ მოახერხა, როცა შტურმთან გასვლაზე ანალოგიურ მიზნით ითამაშა. ხომ უნდა შეძლოს ეს გუნდმა როდესმე?! იმედია მეორე ცდა სწორედ რომ წარმატებული იქნება!

    მეორე ჩვენი გუნდი, ვინც დღეს უეფას ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს, დინამოა და თანაც ზესტაფონთან შედარებით უკეთეს პოზიციაშიც იმყოფება. გასვლაზე წაგებული 0:1–ის შემდეგ სულაც არ მოჩანს ბერძნული აეკი გადაულახავ ბარიერად.

    დღეს პაიჭაძე სანახევროდ მაინც შეივსება, აგვისტოს დაცარიელებული ქალაქის ფონზე. და იმედია იქიდან წამოსულ ხალხს საზეიმოდაც გვექნება საქმე!! წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ორივე გუნდს და მოვიცადოთ თამაშამდე დარჩენილი ის რამოდენიმე საათიც, შვიდი წლის წინ მომხდარი ფაქტის განმეორების იმედით…

Written by zvigena

August 25, 2011 at 13:26

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: