Zvigena's Blog

Georgian Sport

ხორვატებთან მატჩის წინ

leave a comment »

    თბილისში დიდი ხანია მომავალი მატჩის წინ ასეთი მოლოდინი არ ყოფილა – მეტოქედ საკმაოდ ძლიერი ხორვატების ნაკრები გვყავს და მცირე სასწაული თუ მოვახდინეთ და სამი ქულა მივითვალეთ, რეალურს გავხდით შანს მოვხვდეთ ევრო 2012–ზე.
    ყოველგვარი საფეხბურთო ლოგიკით გამარჯვების მეტი შანსი ხორვატებს აქვთ. მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება და როდესღაც ხომ შეიძლება ისეთ მატჩში მოვახდინოთ სასწაული, რომლის შედეგიც ბევრს წყვეტს (აქამდე ჩვენს მიერ გამომცხვარი სენსაციები ჩვენი ნაკრებისთვის არსებითად არაფერს ცვლიდა). მითუმეტეს რომ გუნდი ქეცბაიას ხელში ცოტა მოფერიანდა და ბოლო წელია შედეგს აჩვენებს.
    გადავერთო ზოგად ამბებზე. ხორვატული მედიის ერთ–ერთი წარმომადგენელი სტუმრობს ჩემს მეგობრის ჰოსტელს – გუშინ პატივი მქონდა გამეცნო ეს იაპონელი პიროვნება. დიახ, იაპონელი კაცი ხორვატული ფეხბურთის დიდი ქომაგია და დაყვება ყველგან, სადაც გუნდი თამაშობს.

    საინტერესო გამოდგა მასთან ერთსაათიანი საუბარი – მისი პროგნოზი 1:0 იყო, ხორვატების სასარგებლოდ. ბილიჩს აქებდა – გერმანული დისციპლინა აქვს დამყარებულიო, მაგრამ გუნდი მაინც ემოციურიაო. თუ პირველსავე ნახევარში გოლი ვერ შევაგდეთ, მერე თქვენი შანსი იზრდებაო – ემოციური ხალხია მაინცო და ნერვეულობას იწყებენო. მაგას ჩვენების ემოციურობა არ უნახავს ალბათ.
იქ ედუარდოს თემას გადავწვდით – ჩემი დიდი მეგობარიაო, ორივე სხვა ქვეყნის შვილები, მაგრამ გულით ხორვატები ვართო. თავის მხრივ უამრავ კითხვას სვამდა – საკმაოდ კარგად იყო გარკვეული ჩვენი ფეხბურთის წვრილმანებში. შიდა ჩემპიონატზე მონიშნული სამი ძირითადი გუნდიც მაჩვენა, მითითებული ქონდა დეტალები, თუ როგორ ფინანსდებოდნენ, ვინ მართავდა და ა.შ.
    გაიკვირვა – რატომ კლუბების ატრიბუტიკა არ იყიდებაო, ან ასეთი ცნობილი სპეციალისტების (ტოპმიოლერი, კუპერი) ხელაფასის ფული საიდან ქონდა თქვენს ფედერაციასო. ხო ხვდებით ჩემთვის როგორი ძნელი იყო ამეხსნა მისთვის, სინამდვილეში როგორი სერიოზული პრობლემები გვაქვს და არ ვართ ასე თუ ისე მაინც დალაგებული ხორვატია და მითუმეტეს მისი ისტორიული სამშობლო – იაპონია.
    თემას რომ გადავუხვიოთ, ყველასთვის ცნობილ მიწისძვრაზე თქვა – არ გვინდა ამდენი სამძიმარი და ვითომ სოლიდარობა, რაც მოხდა მოხდა და თავად ვიცით როგორ მოვუაროთ საკუთარ ქვეყანასო.
    ესეც მისი სტატია, მის აქაური ვიზიტზე – მაგრამ ხორვატულ ენაზეა დაწერილი და არ მგონია ვინმემ რამე გაიგოთ :)) ეგდოს მაინც.
    მის აზრის საპირისპიროდ მე ჩემი პროგნოზი 0–0 გავაკეთე. პასუხი სულ რაღაც 24 საათში გვეცოდინება. ჩემი ეს პროგნოზი 0–0–იც კი საკმაოდ ომპტიმისტურია, მაგრამ გულის სადღაც შორს შორს კუნჭულში მაინც მაქვს იმედი – იქნებ ხვალე იღბალი ჩვენს მხარეს იყოს და მოვიგოთ, მოვიგოთ პირველად ისეთი მატჩი, რომელიც, როგორც ზევით უკვე ავღნიშნე, რეალურ შანს გაგვიჩენს ამ დაწყევლილი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის.
    ზაგრებიდან გამოფრენილ ჩარტერს დღეს მე ვაცილებდი ჩვენს საჰაერო სივრცეში – ვხუმრობდი, ჰა გინდათ ქართველებს 3–0 ჩაეთვალოთ მოგება მეტოქე გუნდის არგამოცხადებისთვის, მივატრიალო ეხლა ეს ბორტი უკან–თქო?! ეჭვი მაქვს, პილოტი ბოლო–ბოლო ჩემს დირექტივას ყურს აღარ ათხოვებდა და მეც სასწრაფოდ მომხსნიდნენ სამუშაო პოზიციიდან, თორემ ნაკრების “წარმატებისთვის” შეიძლებოდა რამის ცდა და თავის გადადება :))) ეს რათქმაუნდა ხუმრობით.
    მოკლედ მოლოდინი დიდია, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს. იქნებ.. იქნებ ხვალე იღბლიანი დღე გათენდეს

Written by zvigena

March 25, 2011 at 21:58

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: