Zvigena's Blog

Georgian Sport

ნიკა ძალამიძე

leave a comment »

    გუშინ ნიკა ძალამიძემ რიგით მეორე თამაში ჩაატარა პოლონეთის რანგით უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ლოძის “ვიძევში”. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით მან მატჩი ძირითადში დაიწყო და ალბათ ადგილიც ამ შეხვედრის შემდეგ იქ დიდი ხნით დაიბევა.
    პირველი ტაიმის ნახევარი იყო გასული, ნიკამ პარტნიორისგან გრძელი პასი მიიღო – ბურთი ერთი შეხებით მიწაზე კოხტად დაუშვა და ისე რომ ბევრი აღარც უფიქრია, მეორე შეხებაზე მეტოქის წინ გამოსულ მეკარეს ზურგსუკან გადაუკიდა და თავის სადებიუტო გოლიც გაიტანა, თან როგორი გოლი!!
    მისი კარგი თამაშის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მას მალევე შეეძლო პარტნიორისთვის საგოლედ ეპასა, როცა საჯარიმოში მეტოქე ტექნიკურად “ჩატეხა”, მაგრამ ბოლო წამს დაზღვევაზე მყოფ მცველმა ჩაუჭრა კარის გასწვრივ გაკეთებული მოკლე პასი.
    თუმცა უკვე მომდევნო მომენტში მეტოქის მცველებმა ვეღარაფერი გაააწყვეს, როცა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ნიკამ საჯარიმოს სიღრმისკენ აღარ გაატარა, ტექნიკურად დაამუშავა, ცრუ მოძრაობით ორი მცველი გაღმა გაგზავნა და რბილი კარის გასწვრივ ჩაწოდებით თანაგუნდელს თავით გაატანინა.
    ძალამიძემ ესეც არ იკმარა და ამ საგოლე გადაცემას მეორე ტაიმში მეორეც მიაყოლა, როცა საჯარიმოში შერბენილ პარტნიორს რბილად უპასა და მანაც საგოლედ გაისროლა.
    75–ე წუთზე, რათქმაუნდა ვიძევის ფანების აპლოდისმენტების თანხლებით, დატოვა ნიკამ მოედანი.
    ბოლოს ცოტაც აქამდმე მის განვლილ ასაკის გამო მწირ კარიერაზეც ვთქვათ: საქართველოს ჩემპიონატში მისი დებიუტი 2009 წლის 1 აგვისტოს შედგა, როცა ზუგდიდის ბაიას შემადგენლობაში რუსთავის ოლიმპის წინაამღდეგ ითამაშა. ნახევარი სეზონის შემდეგ იგი მოსკოვის ცსკა–ში გადავიდა, სადაც მხოლოდ დუბლების შემადგენლობაში უწევდა თამაში. ამა წლის იანვარში კი უკვე პოლონურ კლუბს მიაშურა, სადაც მან საკონტროლო მატჩებში კარგად წარმოაჩინა თავი და დღეს უკვე ვიძევური კლუბის წევრია.
    მისი თამაში აქამდე მხოლოდ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში მქონდა ნანახი და გულახდილად რომ ვთქვა მაშინ დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშემ რა თამაშიც გუშინ აჩვენა, თუ ასეთი ტემპებით მოუმატა, მას უდავოდ დიდი მომავალი ექნება.
    პოლონეთის ლიგა სიძლიერით შორსაა მოწინავე ევროპული ჩემპიონატებისგან, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, 19 წლის ბიჭისთვის ვიძევი შეიძლება მშვენიერი ტრამპლინი გახდეს, თუ თავს კარგად წარმოაჩენს და მომავალშიც ასე ეფექტურად გააგრძელებს თამაშს. წარმატებები!!!

    ესეც ლინკი ნიკას გოლის სანახავად: Goal

Written by zvigena

March 6, 2011 at 12:30

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: