Zvigena's Blog

Georgian Sport

Archive for ნოემბერი 2010

Slo – Geo 1:2

with one comment

    საათზე მეტი დრო იყო მილეული – ჩვენი ნაკრები შეხვედრას ერთი ბურთით აგებდა  და მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, ფრის მიღწევაც ძნელად სავარაუდო იყო.
    სლოვენია დომინირებდა და საგოლე მომენტებსაც მრავლად ქმნიდა – დაცვის საკმაოდ არასაიმედო თამაშის საპირისპიროდ ლორია ყოჩაღობდა და რამოდენიმე რთული ბურთიც მოიგერია. ხოლო ტაიმის მიწურულს საერთოდ თერტმეტმეტრიანი ნიშნულიდან არ გაატანინა მეტოქეს, როდესაც კარგ ნახტომში ძნელად ასაღები ბურთი კუთხურზე მოიგერია.
    ამის შემდეგაც ჩვენებს მინდვრის შუაგულში ბურთზე კონტროლის დაწესება უჭირდათ. მეტოქე სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენდა და იგრძნობოდა ადრე თუ გვიან გოლს მივიღებდით.
დაიწყო მეორე ტაიმი და სლოვენიელთა მორიგ კუთხურს მოყვა კიდეც გოლი – კალაძემ მეტოქეს ხელი ვერ შეუშალა, ვისი დარტყმაც ლორიასთვისაც მიუწვდომელი აღმოჩნდა. ცოტახანში უკვე ძელმა გვიხსნა მეორე ბურთის გაშვებისგან . სიტუაცია უიმედო მოჩანდა.
Read the rest of this entry »

Advertisements

Written by zvigena

ნოემბერი 18, 2010 at 22:56