Zvigena's Blog

Georgian Sport

ვით ჯორჯიული “საჩუქარი”

leave a comment »


    გრძელდება ევროთასების შესარჩევი მატჩების სერია – ჩვენი ორი გუნდი პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა ევროპას, ორიც გულს გვიხარებს და მორიგ ეტაპისტვის ემზადება. ჯერ ხელმოცარულებით დავიწყოთ:

ვით ჯორჯია– ბანიკი:

    სეზონის წინ ვიტელებმა მთელი რიგი ფეხბურთელები დაკარგეს, ლამის ნახევარმა გუნდმა ოლიმპს მიაშურა. დამატებით კი გამოცდილი მოთამაშე არავინ დაუმატებიათ და შედეგიც სავალალო მივიღეთ.

    აქაური პირველი შეხვედრა  კატასტროფული ანგარიშით 6–0 წაავაგეთ, რასაც თბილისურ ფორუმზე ერთი სპეციალური ტოპიკიც კი მიეძღვნა, სათაურით –”ვით ჯორჯია ეს არის სირცხვილი” და არც გაემტყუნება თემის ავტორს და იმ ხალხს, ვინც ამ ტოპიკში არაერთი “ტკბილი” სიტყვით სავსე პოსტს წერდა.
    თავის მხრივ ბანიკი დიდი ვერაფერი გუნდი იყო – პირველ ტაიმში ვითელებმა უკეთესი ფეხბურთიც კი ითამაშეს, მცირედი გამართლება და დაწინაურებაც კი შეგვეძლო, კვარაცხელიას ქონდა ერთი ერთზე კარგი გასატანი მომენტი, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

    მერე იყო ჩეხების იშვიათი შეტევა, მაღალი ჩაკიდებული ბურთი და მცველთა და მეკარის არადამაჯერებელი თამაში, მეტოქის ფეხბურთელმა თავი ბურთს ოდნავ წაკრა და მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა 0–1.

    მეორე ტაიმი დაიწყო და მსაჯმა სტუმრებს საკმაოდ საეჭვო თერტმეტმეტრიანი დაუნიშნა, 0–2 და აქედან დაიწყო ვით ჯორჯიას საბოლოოდ არევა.

    ჩვენებურების სენია – სანამ 0–0 არის და შანსია რამე გამოვიდეს, ასე თუ ისე დალაგებულ ფეხბურთს ვთამაშობთ, საკმარისი იყო 0–2 გამხდარიყო, გუნდი მოიშალა, ვინ სად დარბოდა, ვინ რას აკეთებდა, კაცი ვეღარ გაიგებდა ( შედარებით ვიძახი, თორემ ისევ ავღნიშნავ, არც მანამდე ვაჩვენებდით რამე განსაკუთრებულს, მაგრამ ისეთ ბავშვურ შეცდომებს მაინც არ ვუშვებდით, როგორიც მეორე ბურთის მიღების შემდეგ დავუშვით ).

    კი, უკვე გარკვეული იყო შემდეგ წრეში გასული გუნდის ვინაობა, მაგრამ ხომ არის განსხვავება როგორ აგებ – ბრძოლაში, ღირსეულად, თუ ასე სამარცხვინოდ 0–6 ?! სტადიონზე მოსული 2–3 ათასი კაცი გაბრაზებული უკვე მეტოქის კარგ თამაშს ტაშს რომ უკრავდა. ფეხბურთელს ხომ უნდა ქონდეს კარგი გაგებით აგრესია, ბრაზი, როგორ უნდა დაეჩაგვრინო ასე მეტოქეს. თავმოყვარეობა, ხომ უნდა არსებობდეს ასეთი რამ ?!

    ეს არის დიდი არაპროფესიონალიზმი, როცა გუნდი გაშვებული გოლის გამო ასეთ დემორალიზაციას განიცდის, იმდენად დიდს, რომ სულ რაღაც 20 წუთიან მონაკვეთში ბავშვურ შეცდომებს უშვებს და ზედიზედ ოთხ გაუგონრად ადვილ ბურთს ატანინებს მეტოქეს.

    ერთიც ავღნიშნოთ, ზედ ამ თამაშს წინ ვითის აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს და მწვრთნელს შორის ( ბერიაშვილი–გომელაური) შეხლა მოხდა, რასაც ბერიაშვილის გუნდიდან მოქვეთა მოყვა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება რომ გუნდმა უბრალოდ გომელაური ჩააგდო გამოუვალ მდგომარეობაშ და ასეთი სამარცხვინო მარცხის შემდეგ იძულებული გახადა კლუბიდან წასულიყო. ეს უბრალოდ ვარაუდია, მე იმის ილუზია არ მაქვს რომ ამ ფორმაციის გუნდი სხვა შემთხვევაში ბანიკს გაცდებოდა და არც ასეთი ახსნით იქნება სწორი ეს მარცხი გამართლდეს.

    არადა ჩეხებიც რომ დიდი ვერაფერი გუნდი იყო და თამაში შეიძლებოდა, მეორე მატჩში გამოჩნდა – მომენტები ვნახე და ვითს მეტი შანსი ქონდა გაეტანა ვიდრე ბანიკს. შეხვედრა კი უგოლო ფრით 0–0 დასრულდა. არ მგონია ბანიკის გულშემატკივარი ბედნიერი ყოფილიყო ასეთი შედეგით, როცა გასვლაზე 6–0 იგებ, მაყურებელი შინაურ სტადიონზე  გამარჯვების სანახავად მიდის, და ამ დროს 0–0.

    მოკლედ კარგად არის დასაფიქრებელი, საქმე როგორ უნდა ვაკეთოთ. ასეთი სირცხვილის ჭამას ჯობია სულ არ გაიყვანო გუნდი ევროარენაზე.

Written by zvigena

July 26, 2010 at 16:53

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: