Zvigena's Blog

Georgian Sport

Aktobe – Olimpi 2:0

with one comment

     რუსთავური გუნდის ხელმძღვანელობა ძველებურად აგრძელებს საქმის “კეთებას”, წელიწადიც კი ვერ ინარჩუნებს სტაბილურ შემადგენლობას და ყოველ ახალ სეზონში, თუ სეზონის შუა პერიოდში, ახალ ახალ ფეხბურთელებს ტენის გუნდში, გაქცეული, თუ გაგდებული ძველი ფეხბურთელების ნაცვლად.
    და აგერ შედეგიც,  ამ კლუბმა მორიგჯერ გვაჭამა სირცხვილი ევროსარბიელზე, არაფრის მაქნის ყაზახურ კლუბთან 2–0 დათმო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვედრა და განმეორებითი მატჩის წინ თითქმის უშანსოდ გაიხადა საქმე.
    აბა შევხედოთ – კლუბში გასული სეზონიდან სულ შვიდი ფეხბურთელია დარჩენილი, ვინც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აქედან დობროვოლსკი, ჭედია და რეხვიაშვილი, სულ სამი ფეხბურთელი არის, ვინც ჩემპიონატის ნახევარზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
    ორმოცდახუთი ( !!! ) მოთამაშე გამოიცადა 2009–2010 წლის სეზონში. რომელ ნორმალურ კლუბში ხდება ასეთი რამ, რომ ერთ სეზონში ამდენ ფეხბურთელს დაეთმოს სათამაშო დრო. მერე არის შეუწყობელი, დაულაგებელი გუნდი და ისევ ევროპაზე გასულები რა შედეგსაც იმკიან დღეს კი ვნახეთ.
    ერთ კაცისგან, ვისაც გარკვეული შეხება აქვს ამ კლუბთან, ისეთი ისტორიები მოვისმინე, საერთოდ გული აგიცრუვდება ყველაფერზე – მეგრელაძის “ვაჟკაცობები” შარშან ფარერებზე, კლუბის შიდასიტუაციაში არსებული დაძაბულობა, უთავბოლობა და ა.შ. და ა.შ.
    ამიტომაც არ მინდოდა ამ კლუბის ჩემპიონობა, მითუმეტეს საკითხავია რამდენად პატიოსან ბრძოლაში მოიპოვა იგი. ასეთი ჩემპიონები მხოლოდ გვარცხვენენ და მეტი არც არაფერი.

Written by zvigena

July 15, 2010 at 00:19

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. “რუსთავური გუნდის ხელმძღვანელობა ძველებურად აგრძელებს საქმის “კეთებას” — საქმის კეთებას ანუ ფულის კეთებას. თავს დავდებ იმაზე , რომ საქართველოს ჩემპიონატში ტური არ გადის ისე, რომ თამაში არ ჩაიწყოს !!! 1 დიდი მაფიაა ამ – ეგრეთ წოდებული “ჩემპიონატ”-ში. ამ ხალხს ფეხბურთი არ უნდაათ ( არ უყვართ ) ამათ ფული უნდა ფული. და ასეთმა ვაი-ჩემპიონმა რა უნდა ქნას ? ფუ რა, იმენა მარაზმია რა.

    Kappa

    July 16, 2010 at 00:34


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: