Zvigena's Blog

Georgian Sport

Dinamo – Flora 2:1

with one comment

    დაიწყო მაჩანჩალა კლუბებისთვის ევროსეზონი. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ესტონურ ფლორას შეხვდა და მხოლოდ 2:1 მოიგო, ეს კი ისეთი ანგარიშია, კაცი ვერ იტყვის, რომელი კლუბი განაგრძობს შემდეგ ეტაპზე თამაშს.
    ძაან დაეტყო დინამოს ძირითადი თერთმეტეულიდან ხუთი კაცის წასვლა, აქედან სამი მცველის და იყო კიდეც ერთი არეულობა ჩვენს საჯარიმოში. აღარაფერს ვამბობ ლორიაზე – კაცმა რომ არ იცის რას აკეთებდა და საერთოდ ვინ დააბრალა ამ კაცს მეკარეობა?! გამოსვლებზე უამრავი შეცდომა დაუშვა, ტყუილად იქნევდა უზარმაზარ ხელებს, ბურთი იშვიათად თუ მოიხელთა.
ბედი ჩვენი, რომ მეტოქედ უსუსური კლუბი გვყავდა, თორემ მერე ნახეთ შემდეგ ეტაპზე ჩვენების დაწიოკება, ამ ბედოვლათებს თუ გაცდნენ..
    თუმცა ჯერ იქით ეტაპზე რას ვფიქრობ, ამ უნიათო მეტოქემაც გვარიანად გვანერვიულა და გოლიც მოგვართვა – მეტოქის თავდამსხმელს ხელი არავინ შეუშალა კარის გასწვრივ გამჭოლი პასი გაეკეთებინა, სადაც ასევე უყურადღებოდ მიტოვებულმა მეორე ესტონელმა ხუთი–ექვსი მეტრიდან ადვილი ბურთი შეგვიგდო.. იყო მერეც შეცდომები, რის წყალობით ფლორა ახლო იყო მეორე ბურთი გაეტანა.

    საბედნიეროდ დაცვისგან განსხვავებით ოდნავ მეტი ფხა გამოიჩინეს შემტევებმა. თუმცა ნაკლები იყო კომბინაციური სწორი თამაში და თუ რამე მომენტი შევქმენით, ძირითადად ეს გარკვეული მოთამაშეების ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე იყო.
    გოლის გაშვებინდა მალევე კახელიშვილმა საჯარიმოს შიგნიდან კარგად ჩაახვია ბურთი შორეულ ცხრიანში 1:1. აქტიურობდა ჯუისი, ვინც რამოდენიმე კარგი დრიბლინგი გამოაცხო, მაგრამ ბოლო მომენტში ხეირიანად ვერ დაარტყა.
    მეორე ტაიმში ჩვენები კიდევ უფრო გამოცოცხლდნენ, იყო ედნილსონის კარგად შესრულებული ჯარიმა და ხარიხა, კოშკაძის ასევე ჯარიმიდან დარტყმული ბურთი და მეტოქის მეკარის კარგი სეივი, თექთურმანიძის გაბრწყინება – ლამაზი დრიბლინგი, მაგრამ უხეირო დარტყმა.
    გოლი გვეკუთვნოდა და გავიტანეთ კიდეც, ოღონდ მხოლოდ თერთმეტმეტრიანის შემდეგ 2:1 და წინ ტალინური შეხვედრაა, სადაც დაცვამ თუ ასე უსუსურად ითამაშა, კაცმა არ იცის რა მოხდება.

Written by zvigena

July 1, 2010 at 21:49

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. bjo, gavauqmot ra fexburtis gundebi, saertod

    gadaeces yvela moedani ragbistebs da mivacvet ragbs… 2 celicadshi 7-euls shevalt shenitac ici…

    Cyborg

    July 2, 2010 at 07:33


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: