Zvigena's Blog

Georgian Sport

Archive for ივლისი 2010

ვით ჯორჯიული “საჩუქარი”

leave a comment »


    გრძელდება ევროთასების შესარჩევი მატჩების სერია – ჩვენი ორი გუნდი პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა ევროპას, ორიც გულს გვიხარებს და მორიგ ეტაპისტვის ემზადება. ჯერ ხელმოცარულებით დავიწყოთ:

ვით ჯორჯია– ბანიკი:

    სეზონის წინ ვიტელებმა მთელი რიგი ფეხბურთელები დაკარგეს, ლამის ნახევარმა გუნდმა ოლიმპს მიაშურა. დამატებით კი გამოცდილი მოთამაშე არავინ დაუმატებიათ და შედეგიც სავალალო მივიღეთ.

    აქაური პირველი შეხვედრა  კატასტროფული ანგარიშით 6–0 წაავაგეთ, რასაც თბილისურ ფორუმზე ერთი სპეციალური ტოპიკიც კი მიეძღვნა, სათაურით –”ვით ჯორჯია ეს არის სირცხვილი” და არც გაემტყუნება თემის ავტორს და იმ ხალხს, ვინც ამ ტოპიკში არაერთი “ტკბილი” სიტყვით სავსე პოსტს წერდა.
Read the rest of this entry »

Advertisements

Written by zvigena

ივლისი 26, 2010 at 16:53

Aktobe – Olimpi 2:0

with one comment

     რუსთავური გუნდის ხელმძღვანელობა ძველებურად აგრძელებს საქმის “კეთებას”, წელიწადიც კი ვერ ინარჩუნებს სტაბილურ შემადგენლობას და ყოველ ახალ სეზონში, თუ სეზონის შუა პერიოდში, ახალ ახალ ფეხბურთელებს ტენის გუნდში, გაქცეული, თუ გაგდებული ძველი ფეხბურთელების ნაცვლად.
    და აგერ შედეგიც,  ამ კლუბმა მორიგჯერ გვაჭამა სირცხვილი ევროსარბიელზე, არაფრის მაქნის ყაზახურ კლუბთან 2–0 დათმო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვედრა და განმეორებითი მატჩის წინ თითქმის უშანსოდ გაიხადა საქმე.
    აბა შევხედოთ – კლუბში გასული სეზონიდან სულ შვიდი ფეხბურთელია დარჩენილი, ვინც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აქედან დობროვოლსკი, ჭედია და რეხვიაშვილი, სულ სამი ფეხბურთელი არის, ვინც ჩემპიონატის ნახევარზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
    ორმოცდახუთი ( !!! ) მოთამაშე გამოიცადა 2009–2010 წლის სეზონში. რომელ ნორმალურ კლუბში ხდება ასეთი რამ, რომ ერთ სეზონში ამდენ ფეხბურთელს დაეთმოს სათამაშო დრო. მერე არის შეუწყობელი, დაულაგებელი გუნდი და ისევ ევროპაზე გასულები რა შედეგსაც იმკიან დღეს კი ვნახეთ.
    ერთ კაცისგან, ვისაც გარკვეული შეხება აქვს ამ კლუბთან, ისეთი ისტორიები მოვისმინე, საერთოდ გული აგიცრუვდება ყველაფერზე – მეგრელაძის “ვაჟკაცობები” შარშან ფარერებზე, კლუბის შიდასიტუაციაში არსებული დაძაბულობა, უთავბოლობა და ა.შ. და ა.შ.
    ამიტომაც არ მინდოდა ამ კლუბის ჩემპიონობა, მითუმეტეს საკითხავია რამდენად პატიოსან ბრძოლაში მოიპოვა იგი. ასეთი ჩემპიონები მხოლოდ გვარცხვენენ და მეტი არც არაფერი.

Written by zvigena

ივლისი 15, 2010 at 00:19

Zestafoni – Faetano 5:0

leave a comment »

    წინა სეზონის დასრულების შემდეგ ქართული გუნდი სულ ორმა ფეხბურთელმა დატოვა და არცერთი მათგანი მოისაზრებოდა მაინცდამაინც მის ძირითად მოთამაშედ. წლების განმავლობაში სტაბილურ შემადგენლობას, საჭირო შეკრებებს და საქმისადმი სწორ მიდგომას კი შედეგი მოაქვს და აგერ ფაქტიც.
    კი, მეთოქედ უსუსტესი ფაეტანო გვყავდა, მაგრამ 5:0 მოგება მაინც სასიამოვნო მომენტია. გავივლით ამ ეტაპს და აგერ იმასაც ვნახავთ, რომ ზესტაფონს საშუალო ევროპულ დონის კლუბებთანაც არ გაუჭირდება თამაში. კოხტა მოვლილი მოედანი, სავსე ტრიბუნა და გულშემატკივრობა, რაც იყო ზესტაფონურ თამაშისას – ეს ის ფეხბურთისთვის სასურველი გარემოა, რაზეც ბევრი სხვა ქართული კლუბი მხოლოდ თუ იოცნებებს.
    აგერ დინამოს თამაშზე საკმაოდ ბევრი მაყურებელი მოგროვდა, მაგრამ არ იყო მუხტი, ტრიბუნიდან რეალური მხარდაჭერა. წილი დანაშაული ალბათ თავად  კლუბის ხელმძღვანელობაშია, არ მუშაობენ გულშემატკივარს ის შეგრძნება გაუჩინონ, რომ ესა თუ ის გუნდი არის სწორედ ამ ხალხის გუნდი, 20–30 კაციანი “ფანთა” ჯგუფი კი ფონს ვერ შეცვლის.
    ახლა ზესტაფონურ თამაშს რომ დავუბრუნდეთ, ეს ეტაპი უკვე დაძლეულია – პირველსავე ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში იმერლებმა სამი გოლი გაიტანეს, რასაც მეორე ტაიმში კიდევ ორი მიაყოლეს. სასურველია გასვლითი მატჩიც რომ მოვიგოთ, უეფას მიერ დათვლილი კოეფიციენტების მოსაგროვებლად, მომავალ წლებში კენჭისყრისას ასე თუ ისე იოლი მეტოქეები რომ დავიბევოთ.

Written by zvigena

ივლისი 2, 2010 at 12:16

Dinamo – Flora 2:1

with one comment

    დაიწყო მაჩანჩალა კლუბებისთვის ევროსეზონი. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ესტონურ ფლორას შეხვდა და მხოლოდ 2:1 მოიგო, ეს კი ისეთი ანგარიშია, კაცი ვერ იტყვის, რომელი კლუბი განაგრძობს შემდეგ ეტაპზე თამაშს.
    ძაან დაეტყო დინამოს ძირითადი თერთმეტეულიდან ხუთი კაცის წასვლა, აქედან სამი მცველის და იყო კიდეც ერთი არეულობა ჩვენს საჯარიმოში. აღარაფერს ვამბობ ლორიაზე – კაცმა რომ არ იცის რას აკეთებდა და საერთოდ ვინ დააბრალა ამ კაცს მეკარეობა?! გამოსვლებზე უამრავი შეცდომა დაუშვა, ტყუილად იქნევდა უზარმაზარ ხელებს, ბურთი იშვიათად თუ მოიხელთა.
ბედი ჩვენი, რომ მეტოქედ უსუსური კლუბი გვყავდა, თორემ მერე ნახეთ შემდეგ ეტაპზე ჩვენების დაწიოკება, ამ ბედოვლათებს თუ გაცდნენ..
    თუმცა ჯერ იქით ეტაპზე რას ვფიქრობ, ამ უნიათო მეტოქემაც გვარიანად გვანერვიულა და გოლიც მოგვართვა – მეტოქის თავდამსხმელს ხელი არავინ შეუშალა კარის გასწვრივ გამჭოლი პასი გაეკეთებინა, სადაც ასევე უყურადღებოდ მიტოვებულმა მეორე ესტონელმა ხუთი–ექვსი მეტრიდან ადვილი ბურთი შეგვიგდო.. იყო მერეც შეცდომები, რის წყალობით ფლორა ახლო იყო მეორე ბურთი გაეტანა.

Read the rest of this entry »

Written by zvigena

ივლისი 1, 2010 at 21:49