Zvigena's Blog

Georgian Sport

Geo – Sco “A” 22:21

with one comment

    ჩვენმა ნაკრებმა IRB-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირის ფარგლებში შოტლანდიის რანგით მეორე გუნდთან გამართა შეხვედრა და მინი სენსაციაც გამოაცხო. არ მგონია მატჩამდე ბევრი თუ ფიქრობა, რომ ჩვენებურები მოგებას მოახერხებდნენ, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ უამრავი მაღალი კლასის მოთამაშე გვაკლდა – ფაქტიურად ეს კრებული მეორე გუნდი იყო და არა ის ნაკრები, ვინც მსოფლიოზე თამაშს უფლება მოიპოვა.
    თამაში დაიწყო და სკოტების უდიდესი უპირატესობა იგრძნობოდა – ბურთს ძაან ლაღად ხელდახელ ათამაშებდნენ და ჩვენებურები დიდი გაჭირვების და ენერგიის ხარჯვით თუ ახერხებდნენ მათ შეკავებას. მაინც ძაან ადრიანად გავუშვით ლელო, მეათე წუთისთვის მოწინააღმდეგემ ფლანგზე ზედმეტი კაცით უპირატესობა მოიპოვეს და ხაზი ადვილად გაგვიჭრეს. მერე ჯარიმიდან მიითვალეს რამოდენიმე ქულა და 0–13.

     გონებაში გამოთვლა დავიწყე რა ანგარიშით შეგვეძლო წაგება, იმდენად ლაღად თამაშობდნენ სკოტები. იგრძნობოდა, რომ ნებისმიერ მომენტში გაჭრიდნენ ხაზს, რა წამს ცოტა ტემპს მოუმატებდნენ. მაგრამ თავადაც ძაან ადრიანად ირწმუნეს გამარჯვება და მოდუნდნენ, თავი არ შეაკლეს. ვიფიქრე ასეთი რამის გამო ღირსები არიან ჭკუა ვასწავლოთთქო და მართლაც მეორე ტაიმი დაიწყო და მოხდა საოცრება, რასაც იმ წამს ვერავინ იფიქრებდა.
    პირველი ქულების მოპოვება ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მიწურულს მოვახერხეთ, როცა ყიასაშვილმა ზუსტად მოედნის ცენტრიდან შესანიშნავად დაარტყა ჯარიმა. მეორე ტაიმის დასაწყისში იგივე გაიმეორა და 6–13.
    მერე იყო სუთიაშვილის შესანიშნავი დრიბლინგი, ხაზი გაჭრა, დიდ სისწრაფეზე რამოდენიმე ბეკს გვერდი აუარა და მისი შებოჭვა მხოლოდ ჩათვლის მოედნის სიახლოვეს შეძლეს, მაგრამ შალვამ ბურთის დამიწება მაინც მოახერხა, ანგარიშიც გათანაბრდა.
    სკოტები დაიბნენ, გაქრა ის თავდაჯერება, მწყობრი თამაში, რაც პირველ ტაიმში იყო. არ ელოდნენ ქართველთა ასეთ წინააღმდეგობას. ჩვენები მოწინააღმდეგის ნახევარზე გაშინაურდნენ, სკოტების მომრავლებულ შეცდომებით სარგებლობნენ, რასაც კიდევ ორი გამოყენებული ჯარიმა მოყვა მეტოქის ერთის საწინააღმდეგოდ. ასე რომ მატჩის მიწურულს ექვსქულიანი უპირატესობა გვქონდა.
     ნირწამხდარმა შოტლანდიელებმა ბოლო ძალა მოიკრიბეს, ბურთი ისევ ხელდახელ გაათამაშეს და რამოდენიმე წუთიანი შეტევის შემდეგ ლელოს გატანა მაინც მოახერხეს – 22:21. გარდასახვის დრო მოვიდა – ბედად მეტოქეს ამ მომენტშიც უმტყუვნა ნერვება, დარტყმა გაუცუდდა და დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენა. ეს უკვე გამარჯვება იყო!!!
     იმის ფონზე, რომ ჩვენმა ძირითადმა ნაკრებმა ამ ორი წლის წინ იგივე შოტლანდისს “ა” ნაკრებთან 69:3 წააგეს, ეს გამარჯვება უდიდეს წარმტატებად შეიძლება ჩაითვალოს. ბიჭებმა სუსტი პირველი ტაიმის შემდეგ ძალის მოკრება მოახერხეს, ბევრად უფრო მაღალი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ მეტოქეს ცამეტქულიანი სხვაობა ამოუქაჩეს და გაიმარჯვეს. რათქმაუნდა ეს ყველაფერი უდიდესი თავდადების და მონდომების ხარჯზე მოხერხდა.  დიდი მადლობა ბიჭებს.

Written by zvigena

June 12, 2010 at 15:54

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. ანუ გარდა 13 ქულიანი უპირატესობისა(ვუყურე მატჩს) მეორე ტაიმში პრაქტიკულად 22 ქულა ავიღეთ, აქედან მხოლოდ 7 ქულა იყო ლელოს შედეგი.

    როცა იმავე მეორე ტაიმში შოტლანდიამ სულ 8 ქულა მოიპოვა და იქედან 5 ქულა ლელოთი.

    საერთოდ მსაჯი მგონი ჩვენ მხარეზე იყო, ან სკოტებს ვერ იტანდა რატომღაც.

    და ნუ საღოლ იმ დამრტყმელ ბიჭს, გვარი არ ვიცი, ტიპს იმენნა არ გაუმაზავს, ძლივს ვიღაცა მაგრა ურტყამს ჩვენთან.

    Cyborg Mcloud

    June 14, 2010 at 07:37


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: