Zvigena's Blog

Georgian Sport

Geo – Cam 0:0

leave a comment »

     ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა კამერუნის ნაკრების წინააღმდეგ. ესტონელებთან გამართული მატჩთან შედარებით შემადგენლობაში საკმაოდ იყო ცვლილებები. ლომაიამ ნაკრებიდან წასვლაზე გააკეთა განცხადება და მის ნაცვლად კარში რევიშვილი გამოჩნდა. დაცვის ცენტრი ხიზანიშვილმა და დიდი პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებულმა ამისულაშვილმა დაიკავა, ფლანგებზე ლობჟანიძე და კანდელაკი ირჯებოდნენ. სიახლე იყო ასათიანის საყრდენად დაყენება ( მეორე ტაიმში ხიზანისვილმა და ასათიანმა პოზიციები გაცვალეს). მის გარდა მოედნის ცენტრში კობიაშვილი და მენთეშაშვილი ირჯებოდნენ, თავადასხმაში კი უკვე ტრადიციულად დვალიშვილს ეკავა მთავარი ფორვარდის ადგილი, ვისაც ფლანგებიდან იაშვილი-ანანიძის დუეტი ეშველებოდა.

     შეხვედრა საკმაოდ დაბალ ტემპში დაიწყო, კამერუნელები მოედნის  ცენტრს და ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ ორიოდე მომენტში თუ შეძლეს ჩვენ კარებთან სიტუაციის დაძაბვა, როცა ჩვენი დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა – ჯერ კარის სიახლოვეს მოწინააღმდეგის თავდამსხმელი უყურადღებოდ მიატოვეს, ვინც ჩაკიდებული ბურთის  კარში ერთი შეხებით გადაგზავნა გადაწყვიტა და ბედად ფეხი კარგად ვერ მოარტყა, შემდეგ კი ფლანგზე გაექცათ კაცი, ვინც კარის გასწვრივ სახიფათოდ გაგზავნა ბურთი და ისევ ბედი, რომ კამერუნელი მარტოდ დარჩენილი თავდამსხმელი მას ვერ მიწვდა, თორამ არ მგონია რევიშვილს რამე გაეხერხებინა ხუთიოდე მეტრიდან დარტყმის საწინააღმდეგოდ.

     ჩვენები, ამ ორი მომენტის გარდა, საკმაოდ კარგად ირჯებოდნენ, იბრძოდნენ, თავგანწირულ ვარდნებს აკეთებდნენ, პრესინგს თამაშობდნენ და ნუ ძლიერი მეტოქის ფონზე, რა საკვირველია, თავდასხმაში ბევრ ვერაფერს ახერხებდნენ – მაღალ გადაკიდებულ ბურთებზე დვალიშვილი ეულად უშედეგოდ იბრძოდა, ფლანგზე მოთამაშე ჯანომდე კი ბურთი ნაკლებად მიდიოდა და ჩაკარგული იყო ბიჭი. ჯობდა ცენტრში შეეწიათ, სადაც მეტი კონტაქტი ექნებოდა ბურთთან. ერთი რაც შევქმენით პირველ ტაიმში, ასათიანის სუსტი შორეული  დარტყმა იყო.

    მეორე ტაიმი დაიწყო, კამერუნმა ლამის მთელი გუნდი გამოცვალა, რაც დაეტყო კიდეც შეხვედრას. ჩვენები ბევრად უკეთ ათამაშდნენ, ბურთზე კონტროლი დააწესეს და ქართველ მაყურებლისთვის თამაშიც უფრო საინტერესოდ საყურებელი გახდა. ერთ მომენტში მეტოქის მეკარე შეცდა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და ამისულაშვილმა დაამატა, სამწუხაროდ ამ მომენტში დვალიშვილი აშკარად არასაჭირო ადგილზე გაეჩხირა და მეტოქის საქმე გააკეთა – ბურთი უკვე კარში უნდა შესულიყო და სწორედ ლადო გადაეღობა შემთხვევით მას. ასე გადარჩა ჩვენი მეტოქე გაშვებულ გოლს.

     იყო კიდევ კობიაშვილის შესრულებული ჯარიმა, ბურთი კარს გადაცდა, შეცვლაზე გამოსული მერებაშვილის მოულოდნელი, საკმაოდ კარგი და სახიფათო შორეული დარტყმა. იყო დაცვის მეორე სართულზე ცოტა სუსტი თამაში, კამერუნელებმა რამდენჯერმე დაგვასწრეს მაღალ ბურთზე. ერთ მომენტში რევიშვილი უყურადრებოდ გამოვიდა, კარი ცარიელი დატოვა და მეტოქის თავურის მერე აშკარად გადავრჩით.

     ჯამში კი იმის თქმა შეიძლება, რომ ნაკრებმა საკმაოდ კარგი, გამართული შეხვედრა ჩაატარა – მებრძოლი გუნდის შთაბჭდილება დატოვა და არც ყრუ დაცვა ითამაშა საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. იმედია გუნდი თემურის ხელში პროგრესირებას განაგრძობს და ევროპის შესარჩევ შეხვედრების დროს ასეთივე შეკრულ და მებრძოლ ნაკრებს ვიხილავთ და რაც მთავარია იქნება შედეგი – მოგებული თამაშები და გამწარებული მეტოქეები.

Written by zvigena

May 26, 2010 at 18:54

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: