Zvigena's Blog

Georgian Sport

Geo (U17) – Hol (U17) 1:2

with 2 comments

    ვარაუდობდი და ასეც მოხდა – ჩვენმა ახალგაზრდება ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შემდეგი შეხვედრა წააგეს და ამით თითქმის გამოირიცხა ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა
    შეხვედრაზე კი რა მოგახსენოთ uefa.com-ზე ტექსტურ ფორმატში თუ ვადევნე თვალი აღნიშნულ მატჩს – თამაში დასაწყისშივე ჯერ ჰოლანდიელებმა გაგვიტანეს, ორიოდე წუთში კი ჭანტურიამ გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს მოწინააღმდეგემ პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ააცილა. მერე მეორე ნახევარის ბოლოსკენ ჰოლანდიელებმა მეორე ბურთი შეგვიგდეს, რასაც ჭანტურიას ასევე მეორე ყვითელი მოყვა და კაცნაკლულებმა შეხვედრა საბოლოო ჯამში დავთმეთ.
    ჩვენებური ჭანტურია რომ მართლა ძაან ნიჭიერია, მაგაზე არავინ დაობს – შემთხვევით ბარსელონას, თუნდაც რანგით მეოთხე გუნდში ვერავინ ხვდება. მაგრამ ნიჭის გარდა ხასიათიც ბევრს რომ ნიშნავს, ამაზეც ვერავინ იტყვის საწინააღმდეგოს. ბევრჯერ ავღნიშნე უკვე – გიო ბურთის ზედმეტ თრევას თუ არ გადაეჩვია, ასევე ნერვების მოთოკვაც თუ არ ისწავლა ( აგერ ორი ყვითელი ბარათი ათ წუთიან მონაკვეთში ), გაუჭირდება ჯამში მართლა დიდი ფეხბურთის თამაში.
    ჯამში იმას ვიტყვი, რომ ერთი თამაში დაგვრჩა, ჩვენ და ჩეხებს სამ-სამი ქულა გვაქვს, ჰოლადნიას ექვსი. ისღა დაგვრჩენია ვეცადოთ უკრაინას დიდი ანგარიშით მოვუგოთ დისკვალიფიცირებული ჭანტურიას გარეშე და დაველოდოთ სხვა შედეგებს – იქნებ ჩეხებმა ჰოლანდიას მოუგონ, ბურთების შეფარდებით კი ჩვენ აღმოვჩნდეთ პირველზე. არის კიდევ ერთი შანსი – საუკეთესო მეორეადგილოსანი აღმოვჩნდეთ არსებულ შვიდ შესარჩევ ჯგუფის მეორეადგილოსნებს შორის.
    მოკლედ დამეთანხმებით გასვლის შანსი ძაან მცირეა, მაგრამ წინდაწინ ნუ გადავიწურავთ იმედს – დაველოდოთ.

Written by zvigena

March 27, 2010 at 19:34

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. გამარჯობათ,
    საფეხბურთო ვებ–ჟურნალ fanebi.com–ის ადმინისტრატორი გახლავართ. ვაშუქებთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ საფეხბურთო სიახლეებს. მასალას ჩვენი პროექტების შესახებ, სურვილის შემთხვევაში, დაწვრილებით შეგიძლიათ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://fanebi.com/article/other/8059/

    zvigena.wordpress.com-თან ლინკის გაცვლა გვსურს, როგორც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი. ლინკის გაცვლის შემთხვევაში დაგამატებთ საიტის ზედა მენიუში არსებულ პარტნიორების განყოფილებებში.

    ვიზიტორების სტატისტიკას თავადაც ნახავთ, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ამავე საფოსტო მისამართზე

    ბექა

    April 5, 2010 at 15:11

  2. კარგით, მაშინ დღეს საღამოს დაგამატებთ პარტნიორებში, ვითანამშრომლოთ, ახალ დიზაინზე გადავდივართ და არ ვიცით რამდენი ადგილი გვექნება გვერდზე მენიუში, თორემ არც იქ არის პრობლემა.

    რაც შეეხება განაცხადებს, ჩვენი საიტის მარჯვენა მენიუში, “არ შემოხვიდე” ბანერის ქვემოთ არის გუნდების ლოგოები, სადაც თითოეული მათგანი შესაბამისი გუნდის საამსეზონო განაცხადზე გადადის. სამწუხაროდ, არ არის მითითებული დაბადების თარიღები და სხვა მონაცემები, ამ საკითხზე ჩვენც ვმუშაობთ და ახალი სეზონიდან სრულფასოვანი სტატისტიკის გაკეთებას ვაპირებთ, ასე რომ მემგონი არ იქნება პრობლემა ამ ინფორმაციის მოწოდება

    beqa

    April 8, 2010 at 16:57


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: