Zvigena's Blog

Georgian Sport

Cze (U17) – Geo (U17) 0:1

leave a comment »

vako kazaishvili დღეს ჩვენმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში პირველი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის პირველ ტაიმის შესახებ ბევრ ვერაფერს მოგახსენებთ, ინტერნეტ სტრიმი საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე და ბოლო ათ წუთს თუ ვუყურე.
    ტაიმი იწურებოდა, ანგარიში 0-0 იყო. უკვე დამატებულ წუთზე ჩვენიანმა ქუსლით უპასა ჭანტურიას, ვინც ოფსაიდში იყო და ბურთისკენ არც გაიწია. ჩეხი მცველები მოდუნდნენ, მსაჯისგან ოფსაიდის დაფიქსირებას ელოდნენ, სწორედ ამით ისარგებლა ყაზაიშვილმა, მოედნის სიღმიდან სიჩქარე აკრიფა და ფაქტიურად გაჩერებულ ჩეხ მცველებს ბურთი ააწაპნა, სიტუაციის გასამუხტად კარიდან გამოსულ მეკარესაც გვერდი აუარა და მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა. ტაიმის უკეთეს დასასრულს ვერც ინატრებდა კაცი.
    მეორე ნახევარი ჩეხების უპირატესობით დაიწყო, ბურთს აკონტროლებდნენ და ჩვენ საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდებებით ცდილობდნენ გოლის შეგდებას. მოახერხეს კიდეც ერთი-ორი მწვავე თავურის განხორციელება. საპირისპიროდ ქართველები კონტრიერიშებზე თამაშობდნენ. ტექნიკის და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე საკმაოდ მომენტებიც შექმნეს.

    43-ე წუთისთვის ჭანტურიამ მოედნის ლამის ცენტრთან ბზრიალში ამოცხო მაღალ ბურთს და საკმაოდ სახიფატო დარტყმაც გამოუვიდა. მანვე პირით ხაზთან ახლოს მცველი მოატყუა, საჯარიმოში ისე შევიდა და მახვილი კუთხიდან კარის ბადეს გარედან მოარტყა ბურთი. ჩეხ მცველებს საკმაოდ უჭირდათ გიორგის შეკავება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენიანი ბურთის ზედმეტად ათრევდა. ამის გამო ერთ ეპიზოდში ისეთ მომენტში დაიკარგა ბურთი, რომ სწრაფ კონტრზე დაგვიჭირეს ჩეხებმა და რომ არა ჩვენი მცველის განწირული ვარდნა, შეილება ანგარიშიც გათანაბრებულიყო.
    ამასობაში ჩვენებმა კიდევ ერთი კარგი კონტრშეტევა გამოაცხვეს – სხირტლაძის საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი კარის ძელს მოხვდა. კიდევ იყო რამოდენიმე ცდა შორიდან დარტყმით გოლი გაგვეტანა, ისევ სხირტლაძემ და ორჯერ ჭანტურიამ ცადეს ბედი. სამივე შემთხვევაში ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი გახდა.
    თამაში ბოლოსკენ მიდიოდა ჩვენ საჯარიმოში გვარიანად რომ დაცხა – ჩეხების სახიფათო ჯარიმა ჩვენმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია, იქიდან ჩაწოდებული კი ლამის კარში აღმოჩნდა – ახლოდან დარტყმული ბურთი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, მაგრამ ვერ მოიგერია და ჩეხები დამატებაზე კიდევ ცდილობდნენ მის კარში “შეტანას”. ისევ მცველი და მეკარე გადაეღობნენ და მორიგი კუთხური.
    დამქაცველი დამატებული ოთხი წუთიც მიილია და პირველი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. გასახარი ფაქტია, მაგრამ იმის აღნიშვნაც მსურს, ასეთი თამაშით ბევრად ძლიერ ჰოლანდიასთან თამაში ძალიან გაგვიჭირდება. იმედია უფრო შეკრულ და გუნდურ თამაშს მოვახერხებთ, ბურთს მეტად დავიჭერთ. ჭანტურიასაც უკეთ  მართებს თამაში – მას ხომ ხანდახან ფაქტიურად მარტოსაც შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა, უდაოდ ნიჭიერია და ჩვენი გუნდის კარგი თამაშიც საკმაოდ არის მასზე დამოკიდებული.
    ამ შეხვედრაზე კი ბოლოს იმას ვიტყვი, რომ მინდა გოლის ავტორი გამოვარჩიო – ყაზაიშვილი გარდა ამ გოლისა, სხვა მომენტებში კარგად ირჯებოდა, მარცხენა ფლანგზე ბევრი გარღვევაც გააკეთა და გუნდური თამაშიც არ ეშლებოდა, არც ტექნიკაში დაეწუნება. ეს ბიჭი ადრეც გამომირჩევია და ჩემი აზრით თუ კარიერა ნორმალურად აეწყო, ერთ-ერთი სერიოზული ფეხბურთელი გაგვეზრდება. წარმატებები ჩვენ გუნდს და დაველოდოთ 27 მარტს, ჩვენების მორიგ შეხვედრას.

Written by zvigena

March 25, 2010 at 19:24

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: