Zvigena's Blog

Georgian Sport

ახალი ძველი ნაკრები

leave a comment »

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა სანაკრებო მატჩი მოახლოვდა და ქართველთა ახალმა თავკაცმაც შემადგენლობა დაასახელა.

კუპერის მოღვაწეობას ჩვენ ნაკრებში დიდი იმედგაცრუება ახლდა, ნაკრები გაუგონრად ცუდ ფეხბურთს თამაშობდა, მიუღებელ შედეგს აჩვენებდა. კადრების არასწორად შერჩევა, ყველას აზრით კუპერის პერიოდის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო. გაუგებარი მიზეზების გამო ერთი მეორეს მიყოლებით კუპერი უარს ამბობდა იმ ხალხის გამოძახებაზე, ვინც ბევრის აზრით იმსახურებდა ნაკრებში თამაშს. ხოდა თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ ყველა მოლოდინში იყო, თუ რა კადრს დაეყრდნობოდა. და აგერ, საესტონოთო შემადგენლობაც გაცხადდა და როგორც იქნა იმ ხალხის გვარებს ვკითხულობთ სიაში, ვისი ნახვაც გულშემატკივართა აბსოლიტურ უმრავლესობას სურს.
ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა მალხაზ ასათიანი, ბოლო პერიოდის ნაკრების უდაოდ ერთ-ერთი ლიდერი. შანსი მიეცა ამდენი ხნის განმავლობაში იგნორირებულ ალეკო ამისულაშვილს, ვინც საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებდა რუსულ პრემიერლიგაში. გოგუა, სალუქვაძე, კვირკველია, კანდელაკი, შაშიაშვილი – ეს კიდევ არაა სრული სია. ნაკრებს უბრუნდება დიდი ხნით ტრამვებით დატანჯული კანკავა, ერთერთი ჟინიანი და საიმედო ფეხბურთელი. ალბათ სავიზო პრობლემები მოაგვარა და გუნდში ვიხილავთ ბოლო პერიოდში მშვენივრად ათამაშებულ მარცვალაძეს.
მოკლედ უკვე მერამდენედ იმედი ხელახლა იბადება და ვისურვოთ რომ ყველა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა მაინც გადავურჩებით მწარე იმედგაცრუებას. ესტონეთი სუსტი მეტოქეა და ამდენი წაგების შემდეგ ჰაერივით გვჭირდება წარმატება.
სამი მარტი მალე მოვა და ვნახავთ რა როგორ იქნება.

Written by zvigena

February 13, 2010 at 01:22

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: