Zvigena's Blog

Georgian Sport

Archive for თებერვალი 2010

ახალი ძველი ნაკრები

leave a comment »

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა სანაკრებო მატჩი მოახლოვდა და ქართველთა ახალმა თავკაცმაც შემადგენლობა დაასახელა.

კუპერის მოღვაწეობას ჩვენ ნაკრებში დიდი იმედგაცრუება ახლდა, ნაკრები გაუგონრად ცუდ ფეხბურთს თამაშობდა, მიუღებელ შედეგს აჩვენებდა. კადრების არასწორად შერჩევა, ყველას აზრით კუპერის პერიოდის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო. გაუგებარი მიზეზების გამო ერთი მეორეს მიყოლებით კუპერი უარს ამბობდა იმ ხალხის გამოძახებაზე, ვინც ბევრის აზრით იმსახურებდა ნაკრებში თამაშს. ხოდა თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ ყველა მოლოდინში იყო, თუ რა კადრს დაეყრდნობოდა. და აგერ, საესტონოთო შემადგენლობაც გაცხადდა და როგორც იქნა იმ ხალხის გვარებს ვკითხულობთ სიაში, ვისი ნახვაც გულშემატკივართა აბსოლიტურ უმრავლესობას სურს.
ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა მალხაზ ასათიანი, ბოლო პერიოდის ნაკრების უდაოდ ერთ-ერთი ლიდერი. შანსი მიეცა ამდენი ხნის განმავლობაში იგნორირებულ ალეკო ამისულაშვილს, ვინც საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებდა რუსულ პრემიერლიგაში. გოგუა, სალუქვაძე, კვირკველია, კანდელაკი, შაშიაშვილი – ეს კიდევ არაა სრული სია. ნაკრებს უბრუნდება დიდი ხნით ტრამვებით დატანჯული კანკავა, ერთერთი ჟინიანი და საიმედო ფეხბურთელი. ალბათ სავიზო პრობლემები მოაგვარა და გუნდში ვიხილავთ ბოლო პერიოდში მშვენივრად ათამაშებულ მარცვალაძეს.
მოკლედ უკვე მერამდენედ იმედი ხელახლა იბადება და ვისურვოთ რომ ყველა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა მაინც გადავურჩებით მწარე იმედგაცრუებას. ესტონეთი სუსტი მეტოქეა და ამდენი წაგების შემდეგ ჰაერივით გვჭირდება წარმატება.
სამი მარტი მალე მოვა და ვნახავთ რა როგორ იქნება.

Advertisements

Written by zvigena

თებერვალი 13, 2010 at 01:22

Euro 2012

leave a comment »

დღეს ვარშავაში მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ჩვენ ნაკრებს საკმაოდ გაუმართლა, შედარებით იოლ ჯგუფში მოვხვდით.
თუმცა ჩვენი ნაკრები თუ ძველებურად ითამაშებს, დიდი აზრი კი არ ექნება ვისთან მოგვიწევს პაექრობა, ბოლო ორი წელია ხომ ყველასთან ვაგებთ, განურჩევლად თუ რა კალიბრის მოწინააღმდეგე გვყავს.
მაგრამ ახალი მწვრთნელის ხელში, ვინც სულ რამოდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ ჩვენი ნაკრების მოთამაშე იყო, ვისგანაც ჩვეული ვიყავით გულიან, თავდაუზოგავ თამაშს, რაც აგრე–რიგად აკლია ბევრ ნაკრების სხვა წევრს, იმედი ჩნდება რომ ჩვენი გუნდი უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს.
ესპანეთი, ჰოლანდია, ინგლისი – ასეთ ნაკრებებთან ჭიდილს, ისევ ხორვატიასთან თამაში ჯობია და გარკვეულ ვითარებაში ერთი კინკილა ქულის იმედზეც შეიძლება ყოფნა. თავად ჯგუფი ძაან თანაბარია, სადაც ბევრი იქნება ფრეები და ლიდერებისგან ქულების კარგვა, ასეთ სიტუაციაში კი იქნებ ცოტა ჩვენც ვიყოჩაღოთ და შედარებით უეთეს ადგილს ვუწიოთ, ვიდრე ამას ბოლო ათეული წლებია ვაკეთებთ.
დამეთანხმებით ყველა ნაკრებთან შეიძლება, ვინც ჩვენ ჯგუფში მოხვდა – საბერძნეთი, ეს ის გუნდი აღარაა ექვსიოდე წლის წინ ევროპის ჩემპიონატი რომ მოიგო, ისრაელი, ლატვია – სახლში ამ გუნდებთან გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ, მალტაზე აღარაფერს ვამბობ, თუ საერთოდ რამე გვინდა ორივე თამაში უპრობლემოდ უნდა მოვუგოთ.
მოკლედ აგერ მარტში უკვე ამხანაგური თამაში გველის და უფრო გამოჩნდება რისი იმედი უნდა გვქონდეს, მოერევა თემურ ქეცბაია ნაწილობრივ მაინც დაგროვებულ პრობლემებს, თუ ისევ უსახურ, ჩასვრილ თამაშს აჩვენებს ჩვენი ეროვნული გუნდი..

Written by zvigena

თებერვალი 7, 2010 at 17:10