Zvigena's Blog

Georgian Sport

SWZ (U21) – Geo (U21) 1:0

leave a comment »

ტრადიციული სიტუაცია, არანაირი ლაივრეპორტაჟი. მიდი და იმსჯელე მატჩზე, როცა ნანახიც კი არ გაქვს რა ხდებოდა.
მოკლედ იმას ვიტყვი, რომ მოხდა ის, რაც 99% მოსალოდნელი იყო – შვეიცარელებმა მოგვიგეს.
ირლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით, ამ შეხვედრაში დაცვაში ხიდეშელის და სანაიას დაბრუნებით სიტუაცია გაცილებით გაუმჯობესდებოდა. მაგრამ დაგვაკლდა ჯანო, რაც ბევრად შეასუსტებდა ჩვენ შეტევით პოტენციალს.
ჩემი აზრით, წინა მატჩისას  ორი ყველაზე სუსტი მოთამაშე გაბელიამ ძირითადში აღარც დააყენა  – ხიდეშელის დაბრუნების შემდეგ გეთიაშვილი უშანსოდ იყო საწყის წუთებიდან ეთამაშა. კვეკვესკვერის ნაცვლად კი უდაოდ ბევრად ნიჭიერი ნემსაძემ ითამაშა.
სხვას ვეღარაფერს ვიტყვი, მატჩის ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე გავუშვით და წლევანდელი წელი წაგებით დავასრულეთ.
პრინციპში იმის ილუზია არც უნდა გვქონდეს, რომ ამ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილს შევწვდებით. ყენია, მჭედლიძე, ანანიძე – ეს ფეხბურთელები მუდმივად მწყობრში რომ იყვნენ და სტაბილურად ახალგაზრდულში თამაშობდნენ, შანსი კიდევ იქნებოდა. მაგრამ აღნიშნულ ფეხბურთელებს  პარარელურად ხან ნაკრებში უწევთ თამაში, ხან ტრავმები აწუხებთ (მჭდელიძეს საერთოდ ფატალურად არ უმართლებს, სულ დამტვრეულია) და იმის ფუფუნება კი ნამდვილად არ გვაქვს, მსგავსი ნიჭის ბიჭები სხვებით სრულფასოვნად ჩავანაცვლოთ.
ყენია-ანანიძის გარეშე აგერ ესტონეთთანაც კი წავაგეთ, წავაგეთ შვეიცარიასთან და წავაგებთ დარჩენილი მატჩების დიდ წილსაც.
ნაკრებს მომავალი წლის სექტემბრამდე ოფიციალური შეხვედრები არ ექნება, ხოდა ჯობია ახალგაზრდები ორ ფრონტზე აღარ გამოვიყენოთ, დავუთმოთ რანგით მეორე გუნდს და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილისთვის ბრძლა გაგვიჭირდება, გარკვეული რაოდენობა ქულების მაინც მოვაგროვოთ, რომ პერიოდულად ამ ახალგაზრდა თაობის ბიჭებმა მაინც ნახონ  გამარჯვების გემო და ადრეულ ასაკშივე დამარცხებული კაცის ფსიქიკა არ ჩამოუყალიბდეთ.

Written by zvigena

November 19, 2009 at 12:04

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: