Zvigena's Blog

Georgian Sport

Geo (U21) – Irl (U21) 1:1

with one comment

Geo-Irl (u21) 1-1'    ჩვენმა ახალგაზრდულმა მორიგი შეხვედრა იმავე ირლანდიელებთან გამართა და როგორც დუბლინური მატჩი, ეს შეხვედრაც ფრედ 1:1 დაამთავრა. ვაკეში თამაშზე დასწრება უფასო იყო  და ხალხიც მოსალოდნელზე ბევრი შეგროვა – სადღაც ათი ათას კაცამდე.
    ჩვენი ნაკრების შემადგენლობა გვარიანად გადახალისებული იყო, ტრავმის გამო  ორი გამორჩეული ფეხბურთელი ყენია და მჭედლიძე გვაკლდა, დისკვალიფიკაცია ჰქონდათ ხიდეშელს და სანაიას. რატომღაც სათადარიგოთა შორისაც არ იყო ლევან კუტალია, ხოლო დავით თარგამაძე გაუგონარი მიზეზის გამო ნაკრებს მიღმა დარჩა – ოფიციალური ინფორმაციით თითქოს გაბელიას უნდოდა მისი გამოძახება, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა ( ასეთი რამ სანამ ხდება, პრეტენზია ბევრ რამეზე არც უნდა გვქონდეს, რა სათქმელია ვერ დავუკავშირდითო?! კაცი გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშობს, სადღაც ორღბის გუნდში ხო არა?! ) .


    წინდაწინ ვიტყვი, რომ დანაკლისი მართლაც საგრძნობი იყო და დაეტყო კიდეც ამ ხალხის არყოფნა ჩვენს ნაკრებს. რამოდენიმე კაცის თამაში საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. კერძოდ გეთიაშვილის და კვეკვესკვერის.
     პირველი მათგანი დაცვაში ძაან დაბნეული ჩანდა. როდესაც მეკარე ბურთით მცველებს ამარაგებდა და მოკლე მოკლე პასებით პოზიციური შეტევის დაწყება იყო საჭირო, უაზროდ ბევრს ფიქრობდა, ყოყმანობდა თუ ბურთი ვისთვის გადაეწოდებინა და ხშირად კარგ პოზიციაში მდგომ ანანიძეს პასს არ აძლევდა, კიბო გაგვიჩინა მაყურებელს თავის ნელი, დაბნეული აზროვნებით.
    კვეკვესკვერი საერთოდ იყო თუ არა მოედანზე, კაცი ვერ გაიგებდა. ვითომ ცენტრალურ ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ სინამდვილეში ვერც პასებით ამარაგებდა შეტევის მხარეს და ვერც ჩაშლაში ყოჩაღობდა. 
    გაბელიას ადგილზე ამ ორივე ფეხბურთელს პირველსავე ტაიმში შევცვლიდი. ორივე ფეხბურთელი 90 წუთი ათამაშა. კვეკვესკვერი უბრალოდ მეორე ტაიმში მარცხენა მცველად დახია, როცა თოთაძე გაბედავათი შეცვალა.
    ახლა კი ცოტა თანმიმდევრულად მოვყვეთ მინდორზე დატრიალებული ამბები.
    შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი მეათე წუთისთვის ჩვენებმა შექმნეს, როცა ოქრიაშვილის დრიბლინგს, ანანიძეს საჯარიმოში შეჭრა მოყვა, ვისი დარტყმულიც  ირლანდიელ მცველს თითქოს ხელზე მოხვდა. მაყურებელი პენალტს ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა სხვანაირად გადაწყვიტა.
    შემდეგ იყო ირლანდიელთა გამოცოცხლება და ჩვენ კართან ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი – ჯერ ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს სკანელიმ თავი დაჰკრა და კარს ზევიდან გადააცილა, შემდეგ კი იმავ სკანელიმ ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრა და კარისკენ დარტყმა მოახერხა, ბურთი კარის შორეულ ძელს ოდნავ აცდა, მოკლედ გადავრჩით.
    ბურთის მოედნის შუა ნაწილში გაგორება გვიჭირდა, კვეკვესკვერი, როგორც ავღნიშნე ძაან სუსტად ირჯებოდა. შემტევი ნახევარმცველის ადგილზე მოთამაშე ოქრიაშვილი ტექნიკურად კი ირჯებოდა, მაგრამ ხშირად პასს აგვიანებდა, ბურთს ზედემტად ათრევდა და სწორ ფეხბურთს არ თამაშობა. კლიმიაშვილს თამაში აშკარად არ მისდიოდა, ხოლო ერთადერთი ნათელი წერტილი ვინც იყო, ჯანოს ხშირად უბურთოდ უწევდა მარცხენა ფლანგზე სირბილი, რადგან პარტნიორები მის პასებით მომარაგებას ვერ ახერხებდნენ. ხოლო იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა, ბოლო ბოლო ჯანოს ბურთი მისდიოდა, პატარა გენიოსი ირლანდიის კართან ხიფათის შექმნასაც ახერხებდა.
    ასე იყო მატჩის 30-ე წუთზე, როცა დაუშვილმა მაღალი პასით ჯანო მონახა, მან ოქრიაშვილთან კედელი გაითამაშა და ფლანგზე გაიჭრა, მცველს დაწევის საშუალება არ მისცა და საჯარიმოს ცენტრში კლიმიაშვილს კარგადაც უპასა. მეკარეს კარი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ირაკლის დარტყმული ცარიელ კარიდან მცველმა გამოიტანა.
    ერთ წუთში ჩვენებმა ირლანდიელები კონტრშეტევაზე დაიჭირეს, ოქრიაშვილმა ჯანოს კარგი პასი გაუჭრა, ვინც ერთი მცველი ჩამოიშორა და მეკარესთან ლამის ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ ცოტა ზედმეტად შეყოვნდა, არც კარში დაარტყა, ვერც პარტნიორს უპასა და უკნიდან წამოწეულმა მცველმა ბურთზე ფეხი წაურტყა. კარგი საგოლე მომენტი გაფუჭდა და მხოლოდ კუთხური..
    ტაიმის მიწურულს ისევ ჯანომ საჯარიმოს გარედან ტექნიკური დარტყმით ცადა გოლის გატანა, მაგრამ კარს ააცილა.
    მეორე ტაიმი ხეირიანად განახლებული არც იყო, ჩვენებმა ჯარიმა ჩააწოდეს მეტოქის საჯარიმოში, ირლანდიელებმა ბურთი სწრაფად წინ მოიგერიეს. გეთიაშვილი თავით თამაშისას შეცდა, ბურთი მეტოქის ფეხბურთელს დაუგდო წინ, თავისმხრივ თომაშვილს ჩაეძინა, შეეძლო ვარდნაში ბურთზე წასვლა, არც ეგ გააკეთა, მეტოქეს გაქცევის საშუალება მისცა, ვინც საჯარიმოში შეიჭრა და კვასხვაძეს შორეულ კუთხეში გაუტანა. აქ მეკარის არასაიმედო თამაშზეც შეიძლება ლაპარაკი. საერთოდ კვასხვაძე ძაან ნელა ირჯებოდა და ბევრ დროს ანდომებდა ბურთის ამოტანას, თან რაც მავარია ამას ძაან არაზუსტად აკეთებდა. მოკლედ გვიჭირს ამ მეკარეებში.
    აირია ჩვენი გუნდი, აქ უკვე აღარ იყო ლაპარაკი რაიმე გააზრებულის გაკეთებაზე. ბურთის ელემენტარული წინ ატანა უჭირდათ ჩვენ ბიჭებს.
    აშკარად ჯობდა მწვრთნელს ჯანო ცენტრში შემოეწია, ბიჭს თამაში მისდიოდა, როცა ბურთს იღებდა, მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს აწიოკებდა. ჯობდა გამთამაშებლის ფუნქიცია დაკისრებოდა და მოედნის უფრო სიღრმიდან ემოქმედა, სადაც ბურთთან მეტი კონტაქტის საშუალება ექნებოდა.
     მაგრამ გაბელიამ ბიჭი მთელი შეხვედრა ჯიუტად ფლანგზე ათამაშა და გუნდს აშკარად დააკლო ის პოტენციალი, რაც ჯანოს გააჩნია.
    ირლანდიელები ჩვენების დაბნეულობით კარგად სარგებლობდნენ და მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ერთ მომენტში კვასხვაძის საუცხო თამაშმა გადაგვარჩინა, თორემ 2-0 გახდებოდა.
    მერე იყო თომაშვილის მომენტი. საჯარიმოში მცველს ბურთი ფეხებში აებლანდა, გულვერდმა ამით ისარგებლა და მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ მისი დაბალი დარტყმული კიპერმა სასწაული რეაქციით აიღო. 
    მაინც მოვახერხეთ გათანაბრება. ისევ ჯანომ ითამაშა კარგად, საჯარიმოს გარედან დაარტყა და მცველმა დაუფარა, კუთხური სწრაფადვე გავათამაშეთ და ბურთი საჯარიმოში ჩავკიდეთ, შეცდა მეკარე, მერე მცველი. ამ არეულობით შეცვლაზე შემოსულმა კვარაცხელიამ ისარგება და ანგარიში გაათანაბრა 1:1.
Geo-Irl (u21) 1-1    დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გატანა. ჯერ, უკვე მერამდენედ ნახსენები გეთიაშვილი შეცდა, მარტივი ბურთი აუტზე გაექცა. მეტოქემ აუტი სწრაფად მოაწოდა, გარვინმა ბურთი გაისწორა და საჯარიმოს გარედან დაარტყა – ბურთი ძელს მოხვდა… გადავრჩით.
    ბოლოს ისევ ანანიძემ გაიბრწყინა, კარგი დრიბლინგი გამოაცხო და შეცვლაზე შემოსული ჭედია მეკარეს შეატოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უხეიროდ დაარტყა. შეხვედრაც ასე დასრულდა.

P.S. ასეთი თამაშით შვეიცარიაში წაგება გვემუქრება, თან ჯანომ მეორე ყვითელი მიიღო და ვერც ის დაგვეხმარება შემდეგ შეხვედრაში. გაბელიას კარგად მართებს დაფიქრება, რამოდენიმე ფეხბურთელს იმედია ნაკრების ძირითადს აღარ გააკარებს.

Written by zvigena

November 14, 2009 at 22:00

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. კარგი პოსტია.ისე მე თუ მკითხავ,დაუშვილისა და ანანიძის გარდა არცერთი ღმერთს არ უქნია.კლიმიაშვილი ძალიან არასტაბილურია და ასეთი ფეხბურთელის ფასი ევროპაში კაპიკია.

    g.khubuluri

    November 15, 2009 at 13:44


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: