Zvigena's Blog

Georgian Sport

ლევან კობიაშვილი

with 2 comments

Kobiashvili    დიმა ობოლაძის ორშაბათის გადაცემაში ლევან კობიაშვილის სატელეფონო ჩართვა მოხდა. საუბარი, რათქმაუნდა, ბულგარეთთან საზიზღრად წაგებულ თამაშის შესახებ მიდიოდა.
    ჩემ წინა პოსტებს კაცი თვალს თუ გადაავლებს, იმის შესახებ უამრავ ადგილას მიწერია, რომ ვინც რეალურად ჩახედულია ნაკრების შიდა სამზარეულოში, დუმილს ამჯობინებს და პრობლემებზე ხმამაღალ საუბარს ერიდება.
    ასე დუმილით კი საკითხი რჩება გადაუჭრელი. გულშემატკივარი მარჩიელობს, ვინ არის დამნაშავე, ვინ არა. აქა იქ გაურკვეველი პირი ინტერნეტში სიმართლის პატარა ნაგლეჯს დაწერს, ასე და ასე ხდებაო. ცოტა რეალობასთან მიახლოებული სურათიც რომ შეგექმნას კაცს, მაინც ეს ინფორმაცია ძაან არაოფიციალური და ჭორის ფორმისაა და რეალურ დასკვნებს მაინც ვერ გამოიტან.
    ხოდა ამდენი წლის განმავლობაში ნაკრების წევრებისგან ძლივს ვიღაცამ ხმა ამოიღო და ილაპარაკა, თუნდაც ზოგად ფორმებში, ნაკრების გარშემო წლების მანძილზე დაგროვილ პრობლემებზე.


    ბევრი რამ, რაც მხოლოდ მონაჭორის დონეზე ვიცოდი, ლევან კობიაშვილის სატელეფონო ჩართვამ მარტივად დაადასტურა.
    – ის, რომ ბევრი ნაკრების წევრი გულგრილად ეპყრობა თავის საქმეს, შეკრების დროს რეჟიმს არღვევს და იმის ნაცვლად, თამაშის წინ მხოლოდ შეხვედრაზე იყოს კონცეტრირებული, მაღაზიებში საყიდლებზე დადის.
    – არ ხდება სწორი სელექცია (ეს პირველ რიგში მწვრთბელის კომპეტენციაა, ანუ ამაში დანაშაული ცალსახად კუპერს მიუძღვის), ვარჯიში ჩაშლილა იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ფეხბურთელი მწვრთნელის მარტივ დავალებასაც კი ვერ ასრულებს.
    – შესაბამისი პირთა მხრიდან არ ხდება ნაკრებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა.
ახსენა ისლანდიაში სულ თოთხმეტი ფეხბურთელის წასვლა – გამოვიდეს და ვისაც მიუძღვის ბრალი, თქვას რა მოხდა სინამდვილეშიო, ჭორი რომ დადის თითქოს ლევან კობიაშვილს იქ წასვლა დაეზარაო.
    ძაან საჭიროა ასეთი სახის გამოსვლები, ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არის უბრალო ნაკრების წინაშე და ვინ არ ან ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამის გარეშე საქმე მუდმივად ცუდად წარიმართება და გამოსწორების რელსებზე ვერაფრით დადგება.
    – “ისე წავიდა წინა თაობა, რომ ვერაფერს მიაღწია. როცა პრობლემაა, სანამ ამას სააშკარაოზე გარეთ გაიტან, ჯობია შიდა სიტუაციაში გადაჭრა და მოაგვარო, რის გამოც ხშირად თავს ვიკავებდი ხმამაღალი საუბრისგან” – ამდაგვარი აზრი განავრცო ლევანმა – “მაგრამ წლები გადის და ასე პრობლემები ვერ მოგვარდა; ჩემი თაობაც უკვე ერთ-ორ წელსაც ითამაშებს და წავა ნაკრებიდან, არ მინდა ისე გამიგოს საზოგადოებამ, თითქოს წავაგეთ და ახლა თავის გამართლებას ვცდილობ, ნიჭიერი ახალი თაობა მოდის და არ მინდა, რომ ისინიც იმ პრობლემბს შეეჩეხონ, რაც დღეს არის.”
    მოკლედ მე პირადად ადამიანურად ძაან კარგად მესმის ამ კაცის. მისი თამაში და ქცევა ყოველთვის ნორმის ფარგლებში ჯდებოდა და თუ რამე უკუღმართობა ხდება, ერთ-ერთი კაცი ვინც ყველაზე ნაკლებ არის ამაში დამნაშავე, ლევან კობიაშვილია.
    მაგრამ მაინც კარგია როცა ასე ღია ეთერში არ მოერიდა და გამოხატა ის აზრი, რასაც სინამდვილეში ფიქრობს.
    შენ შეიძლება რამეში ბრალი ნაკლებად მიგიძღვოდეს, მაგრამ ხმა თუ არ ამოიღე და არ შეეწინააღმდეგე, პასიურობით ირიბად მაინც ცუდის თანამონაწილე ხდები. კაცს რაც არ მოგწონს, იმის წინააღმდეგ აქტიურადაც უნდა იბრძოლო.
Me&kobi     ხოდა კაი კაცია კობი და იმედია სხვებიც გამოიფხეკავენ ყურებს და ღიად გააკრიტიკბენ იმას რაც არაა ნორმალური. შეცვლით ერთბაშად არაფერი შეიცვლება, მაგრამ.. როდესმე ხომ უნდა დავიწყოთ სწორად მოქცევა?! ათვლის წერტილი ხომ უნდა დაისვას, საიდანაც სიტუაციის გამოსწორება დაიწყება?!
    ხმამაღლა რომ გაილანძღება ის კაცი, ვინც თამაშის წინ მაღაზიებში დარბის (ეგ კიდევ არაფერი, უარესებიც ექნებათ ნაკეთები), ნაკრებიდან რომ მოიკვეთება, 18-19 წლის ახალბედა, საქციელს ცოტას დაუფქირდება. მაგალითითაა ყველაფერი და რასაც დაახვედრებ, მომავალი თაობაც ნორმად იმას მიიღებს.
    მოკლედ დილეტანტურად გამომდის ახალა მსჯელობა. მთავარი რისი თქმაც მინდოდა ამ პოსტით, კობის საქციელის მოწონებაა. თუ მივალ შემდეგ  თამაშზე, მივალ ისევ ასეთი ერთი-ორი კაცი რომ მეგულება ნაკრებში, თორემ უმრავლესობა მხარდაჭერის კი არა, რისი ღირსიცაა აქ აღარ დავწერ.

Written by zvigena

October 21, 2009 at 20:51

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მაგან რაც ილაპარაკა, მაგის გამგონე ზოგიერთი (ვაი, რომ ბევრი) ფეხბურთელი უნდა წავიდეს ნაკრებიდან თუ სინდისი აქვთ…
    მაგრამ არ მჯერა მე მაგის.
    ამიტომ იმისიც არ მჯერა რომ უახლოეს… არა, უახლოეს – არა. ახლო მომავალში ქართული ფეხბურთი სიხარულს მოგვიტანს… თუნდაც, იმის მეათედს რაც რაგბიმ ან ახლახანს კალათბურთმა მოგვანიჭა.

    Lord Vader

    October 28, 2009 at 13:09

  2. kobiashvili magari xar

    gio

    December 29, 2009 at 11:36


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: