Zvigena's Blog

Georgian Sport

Bul-Geo 6:2

with 4 comments

Lomaiaდა… რა იყო საქართველოს ნაკრები დღეს?

ველაფერს
ევსკიზე
პასუხა

    სარბიელმა პირველ გვერდზე ასეთი სათაური გამოაქვეყნა, როცა ამ რამოდენიმე წლის წინ გაოზ დარსაძის (უდიდესი ***-ის) თავკაცობით 6:2 წააგო იმავე ბულგარეთთან, იმავე ლევსკის სტადიონზე.
    გავიდა სულ რამოდენიმე წელი და ისტორია განმეორდა, ისევ ბულგარეთი, ლევსკის არენა და შესანიშნავი შედეგი – 2:6, ანუ პრინციპში სარბიელის მაშინდელი სათაური დღესაც აქტუალურია.
    ასე რომ დიაგნოზი დასმულია, და მაგ დაავადებას რამე თუ შველის არ ვიცი. საცოდავი ის მწვრთნელი, ვინც კუპერის შემდეგ ამ უნამუსოთა კრებულს ჩაიბარებს.

    ისევ მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება: ერთია ის ხალხი ვინც უშუალოდ მოედანზე გამოდის თუ ფედერაციის სათავეშია წამოსკუპული და ასეთ კატასტროფა შედეგებს იმკის, მაგრამ ისევ ვიძახი არც პრესა-ტელევიზია და საზოგადოებიდან რომ არის ადეკვატური რეაქცია?!
     ფორუმზე ატყდება ლანძღვა-გინება, ათას კულვარულ ამბავს დაწერენ ნაწილ-ნაწილ, ზოგად კონტექსტში და მიჩუმდებიან. ბევრმა პირმა იცის რეჟიმს როგორ არღვევს ფეხბურთელები შეკრებების დროს:
– იქ ის ლუდს სვამდა თამაშის წინ;
– წინა დღეს ქეიფი გამართეს;
– ეკიდათ, თამაშის მერე რესტორანში მოულხინეს.. და ა.შ.
    ამ არაოფიციალურ პოსტებს, ვისაც ეხება გააკეთონ გადაცემა ტელევიზიაში, სტატია გაზეთში, რომ ესა და ეს ფეხბურთელი თამაშის წინ ასე მიქარავდა, წავიდეს ზეწოლა, პასუხი მოეთხოვოს, დავკონკრეტდეთ.. გულშემატკივარმა საშინაო თამაშებზე ტრანსპარატები გადმოვკიდოთ, შესაფერისი ტექსტებით.
    პრინციპული პოზიციის დაკავება ჭირს, ბევრიც უბრალოდ გულგრილია და კიდიათ. არ ვთხოვთ პასუხს და იმათაც გასდით და აკეთებენ –  მითუმეტეს კიდიათ, ნამუსი არ აქვთ და ჩვენ კი ჟინი პასუხი მოვითხოვოთ.
    სხვისი არ ვიცი, პირადად გავაკეთებ ერთ რამე ბანერს მაინც, “ტკბილი” სიტყვებით, როცა საშინაო შეხვედრა იქნება.. 

P.S. გიორგი ლომაია ამ პოსტშიც რომ არ ავღნიშნო, ცოდვა იქნება, ისეთები აკეთა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა რაცაა. შეიხედეთ ქართულ ფორუმში და იქ ყველა ერთ აზრზეა, თუ რა კერძოდ.. სად შეიყარნენ ამდენი ერთად..

Written by zvigena

October 15, 2009 at 13:50

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. წეღან ერთ სტატიის სათაური იყო: ’უნამუსო ბულგარელები’
    არადა ეგენი უნამუსოები რომიყვნენ ჩვენ იქ 12 – 0 ს წავაგებდით🙂
    პრინციპში რა მაცინებს . . .

    პაატა_შ

    October 15, 2009 at 14:14

  2. კალაძემ რამდენი გაგვიტანა? :>

    fsiQe

    October 15, 2009 at 15:00

    • არცერთი, ფორმაში ვერ იყო,

      zvigena

      October 15, 2009 at 23:53

  3. midi gio me shentan var dakonkretebis ambavshi:))

    sarala

    October 16, 2009 at 20:00


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: