Zvigena's Blog

Georgian Sport

Archive for ოქტომბერი 2009

Geo (U17) – Cyp (U17) 4:2

leave a comment »

U17    შოტლანდიაში გამართულ საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენებს პირველი ორი ტურის შემდეგ სამი ქულა ჰქონდათ და ბოლო შეხვედრაში ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად მხოლოდ გამარჯვება გვაწყობდა, ელიტრაუნდში თამაშის საშუალება რომ მოგვცემოდა.
    გაგნიძე და სხირტლაძემ პირველ ტაიმის მიწურულს თითო-თითო გოლი გაიტანეს და თითქოს გამარჯვებაც გარანტირებული იყო. მაგრამ კვიპროსელებმა პირველსავე ტაიმში დარჩენილ 2-3 წუთში მოახერხეს ერთი გოლის გაქვითვა, მეორე ტაიმის მეათე წუთზე კი საერთოდ გაგვითანაბრეს.
    ბარსელონას ახალგაზრდული გუნდის წევრმა გიორგი ჭანტურიამ გვიშველა: ჯერ 61-ე და შემდეგ 70-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. მართალია ამის შემდეგ ხოჭოლავა გაგვიძევეს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და მომავალ წლის მარტში უკვე ელიტრაუნდში მივიღებთ მონაწილეობას.
    იქაც ოთხგუნდა ჯგუფი შედგება და პირველ ადგილზე გასული გუნდი 2010 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
    ასე გაგვახარეს ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, იმედია ელიტრაუნდშიც არ შეგვარცხვენენ.

Advertisements

Written by zvigena

ოქტომბერი 25, 2009 at 20:08

ლევან კობიაშვილი

with 2 comments

Kobiashvili    დიმა ობოლაძის ორშაბათის გადაცემაში ლევან კობიაშვილის სატელეფონო ჩართვა მოხდა. საუბარი, რათქმაუნდა, ბულგარეთთან საზიზღრად წაგებულ თამაშის შესახებ მიდიოდა.
    ჩემ წინა პოსტებს კაცი თვალს თუ გადაავლებს, იმის შესახებ უამრავ ადგილას მიწერია, რომ ვინც რეალურად ჩახედულია ნაკრების შიდა სამზარეულოში, დუმილს ამჯობინებს და პრობლემებზე ხმამაღალ საუბარს ერიდება.
    ასე დუმილით კი საკითხი რჩება გადაუჭრელი. გულშემატკივარი მარჩიელობს, ვინ არის დამნაშავე, ვინ არა. აქა იქ გაურკვეველი პირი ინტერნეტში სიმართლის პატარა ნაგლეჯს დაწერს, ასე და ასე ხდებაო. ცოტა რეალობასთან მიახლოებული სურათიც რომ შეგექმნას კაცს, მაინც ეს ინფორმაცია ძაან არაოფიციალური და ჭორის ფორმისაა და რეალურ დასკვნებს მაინც ვერ გამოიტან.
    ხოდა ამდენი წლის განმავლობაში ნაკრების წევრებისგან ძლივს ვიღაცამ ხმა ამოიღო და ილაპარაკა, თუნდაც ზოგად ფორმებში, ნაკრების გარშემო წლების მანძილზე დაგროვილ პრობლემებზე.

Read the rest of this entry »

Written by zvigena

ოქტომბერი 21, 2009 at 20:51

Bul-Geo 6:2

with 4 comments

Lomaiaდა… რა იყო საქართველოს ნაკრები დღეს?

ველაფერს
ევსკიზე
პასუხა

    სარბიელმა პირველ გვერდზე ასეთი სათაური გამოაქვეყნა, როცა ამ რამოდენიმე წლის წინ გაოზ დარსაძის (უდიდესი ***-ის) თავკაცობით 6:2 წააგო იმავე ბულგარეთთან, იმავე ლევსკის სტადიონზე.
    გავიდა სულ რამოდენიმე წელი და ისტორია განმეორდა, ისევ ბულგარეთი, ლევსკის არენა და შესანიშნავი შედეგი – 2:6, ანუ პრინციპში სარბიელის მაშინდელი სათაური დღესაც აქტუალურია.
    ასე რომ დიაგნოზი დასმულია, და მაგ დაავადებას რამე თუ შველის არ ვიცი. საცოდავი ის მწვრთნელი, ვინც კუპერის შემდეგ ამ უნამუსოთა კრებულს ჩაიბარებს.

Read the rest of this entry »

Written by zvigena

ოქტომბერი 15, 2009 at 13:50

Mne-Geo 2:1

leave a comment »

    დავწერო რამე?! ამ ბლოგში ფეხბურთზე მინდოდა წერა, ეს ბედოვლათები კი რაღაც სხვა სპორტის სახეობიდან არიან, სადაც მარტო იმიტომ გამოდიან, რომ ერთით ნოლი წაგება თუ ბევრით ნოლი ჩაიწეროს სტატისტიკის გრაფაში. თუ მე ვარ ახლა ზედმეტად აგრესიული და სხვა ვინმემ ფეხბურთი იხლა ჩვენი ნაკრების შესრულებით?!
    დავიღალე რა ამ ხმალაძე-რაზმაძის ყურებით. წავიდეს ეს კუპერი ასათიანი მაინც დაუბრუნდება ნაკრებს და ერთად აღებულს აჯობებს ექტორას რჩეულ დუეტს მოედნის ცენტრში.
    მერებაშვილზე როგორ არ ვთქვა ისე.. ამ სიტყვებს დინამოს თემაში რომ ვწერდე ჩვენ პოპულარულ ფორუმზე, ალბათ ყელის გამოღადვრა არ ამცდებოდა, ისეთს დაიცავდნენ ამ კაცს. არადა ისეთები აკეთა, ნაკრებში თამაშს საერთოდ ავუკრძალავდი. რამდენი ბურთი მიიღო (ხშირად ვერ მიიღო და ორ-სამ მეტრზე გაუხტა და დაკარგა), უაზროდ დაადო თავი, არც პასი ითამაშა, ვერც კაცი მოატყუა და ძაან ბევრჯერ ბურთი თავის ფეხით მიართვა მეტოქის მცველებს. ყოველ პატარა შეხებაზე მიწაზე კოტრიალს იწყებდა და მსაჯისგან პენალს ითხოვდა.. ყვითელი მიიღო სიმულაციისთვის.. 
    ოხ ლობჟანიძე.. რამდენია ამ მცველზეც დასაწერი, ოთ-ხუთ მეტრში პარტნიორი ლამის მოკლა, ისეთი ძალის პასი გაუკეთა.. კალაძემაც იყოჩაღა, მეორე გოლი გაატანინა მეტოქეს და ასე, დავუწერეთ მონტენეგროს ისტორია – პირველი გამარჯვება მივართვით მათ 2-3 წლიანი ისტორიის მანძილზე. გულკეთილი საქართველო..

P.S. ლომაია გამომრჩა.. ნამეტანი ნიჭიერი მეკარეა..

Written by zvigena

ოქტომბერი 11, 2009 at 00:23

Irl (U21) – Geo (U21) 1:1

leave a comment »

irl-geo(u21)    მორიგი შეხვედრა ჩაატარა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში. თურქებთან დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ, მოლოდინი დიდი იყო ამ მატჩის წინ.
    ყენია, ვაწაძე, ანანიძე როგორც თურქული მატჩისას, ისევ გაბელიას განკარგულებაში იყვნენ. მაგრამ ამ სამეულიდან ჯანოს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ინტერნეტ-ფორუმზე როგორც დაიწერა, სიცხის გამო.
    ტექსტური ლაივიდან თუ რამის დასკვნა შეიძლება, ირლანდიელები უპირატესობას ფლობდნენ და 28-ე წუთზე გაგვიტანეს კიდეც გოლი, არც ამის შემდეგ განელებულა ხიფათი ჩვენ კართან.
    თამაში იწურებოდა და თითქოს იმედიც აღარ იყო, რომ თამაშს გადავარჩენდით. მაგრამ მოხდა სასწაული და მასეთ რამეს რომ ვერც ვიხსენებ 89-ე წუთზე ჩვენებმა გაათანაბრეს. ბოლო წუთებზე გოლის გაშვება ქართველების სენია და ამ შემთხვევაში იქით მოვახერხეთ მატჩის მიწურულს გამათანაბრებელი გოლის შეგდება. თავი ივანიშვილმა გამოიჩინა და კარგი შანსები შეგვინარჩუნა ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში.
    შემდეგი თამაში 14 ნოემბერს ისევ ირლანდიასთან გვაქვს, თამაში მიხეილ მესხზე გაიმართება.
Read the rest of this entry »

Written by zvigena

ოქტომბერი 10, 2009 at 14:11

Geo (U19) – Ukr (U19) 0:1

leave a comment »

Geo-Ukr    დღეს ჩვენმა ცხრამეტწლამდელებმა შვედეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჩაატარეს და უკრაინელ თანატოლებთან 0-1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი მატჩის 67-ე წუთზე უკრანის სახელით მოთამაშე ქართველმა თემურ ფარცვანიამ გაიტანა.
    ჩვენი ახალგაზრდები 11 ოქტომბერს უკვე შვედებს დაუპირისპირდებიან, 14-ში კი მონტენეგროს ნაკრებთან თამაშით დაასრულებს საკვალიფიკაციო ჯგუფში ასპარეზობას.
    ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები შესარჩევი ციკლის მორიგ ეტაპზე გავლენ. 
    ჩვენს ბიჭებს დარჩენილ შეხვედრებში ახალგაზრდული ნაკრებიდან ჯანო ანანიძე დაემატებათ, რაც პატარა ძალა არ არის და იმედია სასურველ შედეგსაც მივაღწევთ.

Written by zvigena

ოქტომბერი 9, 2009 at 21:44