Zvigena's Blog

Georgian Sport

ლუკა ხომასურიძე

with 3 comments

luka    ქართული ფეხბურთი არც თუ განებივრებულია მაღალი კლასის მოთამაშეებით. სულ ერთი-ორი ათეული ქართველი თუ თამაშობს მაღალი რანგის ლიგაში, თან მუდმივი სათამაშო პრაქტიკაც რომ ქონდეს. ასე რომ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვინმე გამოგვრჩეს. თუ სადმე ნორმალურ ლიგაში ქართველი ბურთს აგორებს, ჩემი აზრით ფედერაციის მესვეურებს მასზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა ქონდეს და მისი საქმეში ნახვაც უნდა ხდებოდეს. მითუმეტეს, თუ მოთამაშე ახალგაზრდაა და შესაბამისად ყველაფერი ჯერ წინ აქვს.
    დღეს მცირე ინტერვიუს გთავაზობთ:
    ლუკა ხომასურიძე – არ მგონია საქართველოში ამ ახალგაზრდა ფეხბურთელზე დღეს ბევრს ქონდეს რაიმე სახის ინფორმაცია. მან ჯერ კიდევ 16 წლისამ დატოვა ჩვენი ქვეყანა და საბერძნეთს მიაშურა. მეც ქართულ ფორუმიდან ერთ-ერთ ჟურნალისტისგან შევიტყვე მის შესახებ. ინტერნეტი მოვიშველიე და მასთან დაკავშირებაც მოვახერხე. საუბარზე სიამოვნებით დამთანხმდა და აგერ მისი ინტერვიუც:

გამარჯობა ლუკა, რას მეტყვი შენს შესახებ, თამაში როდის და სად დაიწყე?
ლ. ხ. – შვიდი წლის ვიყავი, 35-ე სკოლაში დავიწყე ფეხბურთზე სიარული. პირველი მწვრთნელები ტარიელ კანდელაკი და გოჩა ავსაჯანიშვილი იყვნენ. 

შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, საბერძნეთში როდის წახვედი?
ლ. ხ. – თექსვმეტი წლის “ვით ჯორჯიაში” ჩავირიცხე და ექვსი თვე პირველ ლიგაში დუბლების გუნდში გამოვდიოდი, რის შემდეგაც უკვე საბერძნეთს მივაშურე. 
    თავიდან უმაღლესი ლიგის “კალითეაში” ჩავირიცხე, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები იყო და ვერ მოხერხდა ჩემი თამაში. ერთი წლის შემდეგ, უკვე ჩემს ამჟამინდელ კლუბის “ტრასივულოსის” დუბლებში დავიწყე თამაში. 2008-09 სეზონში გუნდი სამწუხაროდ უმაღლესი ლიგიდან გავარდა. თავად კი კლუბთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე და უკვე ძირითად გუნდში ვირიცხები.

წლეულს  რა მიზნებს ისახავთ, თავად კლუბზე რას მეტყვი?
ლ. ხ. – ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, დიდია კონკურენცია, უმაღლესში ავალთ ისევ! სხვათაშორის გუნდში ბევრი საბერძნეთის 21 და 19 წლამდე ნაკრების წევრები არიან.

რამდენად გიწევს თამაში, გუნდის ძირითად მოთამაშედ თუ ითვლები?!
 ლ. ხ. –  სეზონი ახლა დავიწყეთ, ჯერ თასზე გვქონდა თამაში და ორი დღის წინ ჩემპიონატიც დაიწყო. განვლილ ორივე შეხვედრაში გუნდის განაცხადში ვიყავი, მაგრამ თამაშში ჩართვა არ მომიწია. ორივე შეხვედრას ვაგებდით, პოზიციით საყრდენი ნახევარმცველი ვარ და მწვრთნელმა მოედანზე შეტევის გასაძლიერებლად თავდამსხმელები შეუშვა. თასზე მოვიგეთ საბოლოოდ.

თავად რამდენად გაქვს იმედი, რომ მომავალში ძირითადში დაიმკვიდრებ ადგილს?! 
ლ. ხ. – იმედი რათქმაუნდა მაქვს და როცა შანსი მომეცემა, აუცილებლად გამოვიყენებ მას.

ლუკა, ასაკი ჯერ კიდევ გაძლევს საშუალებას ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშო, თუ შეგხმიანებია ვინმე ფედერაციიდან, რაიმე დაინტერესება თუ გამოუჩენიათ შენს მიმართ?
ლ. ხ. – არა, არავინ შემხმიანებია. ძალიან მინდა რომ ნაკრებში ვითამაშო, ნაკრები ხომ ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა. მჯერა, რომ აუცილებლად მომეცემა შანსი და დავამტკიცებ, რომ ღირსი ვარ ამის.
    ახალგაზრდულში თითქმის ყველას მიეცა შანსი და მე რატომ არ უნდა გამომცადონ?!

შენი აზრით, რამდენად ფლობენ ფედერაციის მესვეურები ინფორმაციას ასე სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ ქართველებზე?
ლ. ხ. – ვიცი, რომ დაინტერესება დიდია, ეძებენ ნიჭიერ ფეხბურთელებს, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ თამაშობს. თითოეუილ მათგანის სანახავად უშუალოდ თამაშებზე თუ დადიან ქართველი სკაუტები, მაგდენი აღარ ვიცი.

დავუბრუნდეთ ისევ საბერძნეთს. გუნდს როგორ ეწყობი, მაინც უცხო გარემოში გიწევს ყოფნა..
ლ. ხ. – თავიდან მაინც ენა რომ არ ვიცოდი, მიჭირდა. მაგრამ ახლა საერთოდ არ მაქვს პრობლემა. გუნდს კარგად ვეწყობი. აქაურობა კარგი ტრამპლინია უფრო ძლიერ ლიგაში მოსახვედრად.

მანამდე კი გუნდი რომ უმაღლესში დაბრუნდეს, ახალი, უფრო ძლიერი ფეხბურთლები მოვლენ, შენი აზრით რამდენად გაუძლებ კონკურენციას ?
ლ. ხ. – გუნდი თითქმის მთლიანად შეიცვლება, უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებიც მოვლენ და კონკურენციაც გაიზრდება. მთავარია გჯეროდეს, ცოტა იღბალიც და ყველაფერი კარგად იქნება!

ისე რომელ ლიგაში ისურვებდი თამაშს, კლუბს რომელს გულშემატკივრობ?!
ლ. ხ. – ინგლისში, ლივერპულში! გუნდიც მაგარია და სული აქვთ მაგარი, გულშემატკივარზე აღარაფერს ვამბობ. რაც ჩვენს ჩემპიონატს აკლია. ჩემპიონატი კი თუ არ გაძლიერდა, ნაკრებს სულ ასე გაუჭირდება.

ლეგიონერობის გამო რაიმე პრობლემა ხომ არ გექმნება კლუბში?!
ლ. ხ. – კი, უცხოელის ადგილს ვიკავებ. სულ სამი არაევროკავშირელის ყოლის უფლება აქვთ. აქ ყოფნის ხუთი წელი რომ შემისრულდება, ბერძნული პასპორტის გაკეთებას მპირდებიან და ორმაგ მოქალაქეობას მივიღებ. ჩემთვისაც კარგი იქნება და გუნდისთვისაც.

ბოლოსკენ ასეთი კითხვა: რას ელი შენს კარიერაში უახლოესი ორი-სამი წლისგან?!
ლ. ხ. – მინდა რომ შანსი მომეცეს ნაკრებში და მეორე – ჩემი გუნდი ავიდეს უმაღლესში და უკვე იქ დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები!

    მოკლედ წარმატებები ვუსურვოთ ამ კაცს და დაველოდოთ ერთ-ორ წელს. ღმერთმა ქნას წარმატებით აეწყოს კარიერა, თავსაც არგოს და ჩვენ ქვეყანასაც.
    მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ლუკას ინტერვიუსთვის!!!

Written by zvigena

September 15, 2009 at 02:47

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. luuuk magari kaci😀😀 da unichieresii pexburteliii :X :X X: :*:*:*

    tatuli

    September 15, 2009 at 15:03

  2. aii vapshee yvelazee magarii kacii da nuuu ratqmaundaaaa pexburteliii : * chemii suntqvaaaaaaa :*

    taam

    September 16, 2009 at 18:32

    • fexburteli ki magram, jurnalisti rogoria:)))

      sarala

      October 8, 2009 at 18:53


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: