Zvigena's Blog

Georgian Sport

კვირის მიმოხილვა

leave a comment »

დებიუტი ბუნდესლიგაში

 Kobi
  
კიდევ ერთ ქართველს ქონდა დებიუტი გერმანულ ბუნდესლიგაში. დავით თარგამაძე ჯერ სულ 20 წლისაა და ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფრაიბურგში თამაშობს. გუნდს სეზონის დაწყების წინ მისი არენდით განათხოვრება სურდა, მაგრამ მიზეზთა გამო ჩვენებური ფრაიბურგში დარჩა და სასიამოვნოა, რომ მისი, ასე ადრეულ ასაკში, ბუნდესლიგური დებიუტი შედგა. ფრაიბურგი კი 2-0 დამარცხდა აინტრახტთან. მწვრთნელმა დათო ბოლო ათი წუთი შემოუშვა მოედანზე, როცა ანგარიში 1-0 იყო.

    შალკეს ძირითადში გამოჩნდნენ ორივე ჩვენებური. ლევან ყენიასთვის ეს დებიუტი იყო გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. მან 67-ე წუთამდე ითამაშა და კევინ კურანით იქნა შეცვლილი, როცა ანგარიში უკვე 2-1 იყო. შალკეს მეორე გოლი კი ჩვენდა გასახარად ლევან კობიაშვილმა შეაგდო. ფარფანმა ერთიერთზე შეატოვა კობი მეკარეს და მანაც ცაციით ტერფის გარემხრით ლამაზად მოჭრა ბურთი და შალკე დააწინაურა. კობიმ მოედანზე 90 წუთი დაყო და გუნდშიც ერთერთი საუკეთესო იყო.

სერია “ა” უქართველებოდ

    ლევან მჭედლიძე ჯერაც ტრამვირებულია და პალერმო მის გარეშე აგრძელებს თამაშს.
    კახი კალაძე კი ამ სეზონში პირველად გამოჩნდა მილანის სათადარიგოთა სკამზე და იქიდან არც წამომდგარა, ისე მოუწია მატჩის ცქერა. მილანელებმა ვერაფერი გაახერხეს ლივორნოსთან გასვლით მატჩზე და შეხვედრა 0-0 დაასრულეს.

ჯანოს დებიუტი სასტარტოში

    კარპინმა ჩვენებური უკვე სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა და არც შეუცვლია, ისე ჩაამთავრა ჯანომ შეხვედრა. სპარტაკმა კი გასვლაზე 1-1 ითამაშა დინამოსთან. პირველ ტაიმში შედარებით ინერტული ჩვენებური, მეორეში გაცილებით უკეთ ათამაშდა და ერთო-ორი კაი დრიბლინგიც გვაჩვენა და ზუსტი პასებიც ბლომად არიგა. საბოლოოდ, რუსულ ფორუმებში ჯანოს თამაშს უმრავლესობამ პოზიტიური შეფასება მისცა. 
    სავარაუდოდ მომავალ შეხვედრებში უკვე ძირიტად შემადგენლობაშჲ უნდა ვიხილოთ ჩვენებური ტალანტი.
   

    ლოკომოტივის შემადგენლობაშჲ კვლავ 90 წუთი ითამაშა მალხაზ ასათიანმა. მისმა გუნდმა კი 1-0 იმარჯვა გასვლაზე ნალჩიკელებთან, ვის შემადგენლობაშიც თავის მხრივ 90 წუთი იბურთავა ალეკო ამისულაშვილმა.

    ისრაელის ჩემპიონატში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ლადო დვალიშვილმა კი მორიგი გოლი მიითვალა და ჰაიფელებს გამარჯვებაში დაეხმარა. შეხვედრა კი მაკაბმა 3-1 მოიგო.

    ეს იყო ამ კვირაში ჩვენი ლეგიონერების თამაშის არასრული მიმოხილვა, ნელნელა ვეცდები გავზარდო არეალი და უფრო მეტ ჩვენებურზე მოვუყარო თავი ინფორმაციას. ჯერჯერობით კი ამას დავჯერდები.

 

Written by zvigena

September 14, 2009 at 14:06

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: