Zvigena's Blog

Georgian Sport

Isl-Geo 3:1

with 6 comments

    ნაკრები ისლანდიაში სულ 14 კაცით გაფრინდა. კუპრმა ოთხი ფეხბურთელი ახალგაზრდულს დაუთმო, მენთეშამ ტრამვა აიკიდა, აი ხიზანიშვილმა, კალაძემ, კობიაშვილმა და ლომაიამ, როგორც ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, უბრალოდ თქვეს – ისლანდიამდე შორია და ნაკრებს ვერ გამოგყვებითო. ?! ?! რაო, რაო?! ან მართლა ანძრევს ეს ხალხი, ან რაღაც სხვა მიზეზია, რაც არ შუქდება არც პრესით, არც ტელევიზიით და ეს დუმილი და სირაქლემის პოზიციაში ყოფნა კიდევ მეორე დიდი პრობლემაა.
    კულვარულად ბევრს აქვს ინფორმაცია (მე პირადად ხელი რათქმაუნდა არ მიმიწვდება, ვინმეს რამე თუ დაცდება ფორუმებზე), მაგრამ ხმამაღლა ლაპარაკს ყველა ერიდება. ზეწოლა იმხელაა, რომ არავის ყოფნის პიროვნული სიძლიერე, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს, ამხილოს და სათანადო კრიტიკა მიუძღვნას. მეორე ისიცაა, რომ უკვე მთლიანად საზოგადოებაა ისეთ დღეში, შენ რომც აყვირდე, მხოლოდ გიჟად ჩაგთვლიან და კაციშვილი მხარს არ დაგიჭერს. ხოდა სხედან მდუმარედ, ისევ ვიძახი, არაა სათანადო კრიტიკა არც პრესაში, არც ტელევიზიით. თუმცა რაზეა საუბარი, სულ თითო ოროლა კინკილა სპორტული გაზეთია შემორჩენილი, არანაირი კონკურენცია, სარბიელის დახურვამ ხომ საერთოდ მოკლა ჯანსაღი აზრის წაკითხვის შანსი და ტელევიზიაზე სიტყვის დაძვრაც აღარ ღირს, სულ ცალფეხზე კიდიათ წესით საკმაოდ აქტუალური სპორტული თემატიკა.


    წარმომიდგენიათ, იტალიის ნაკრები, რიგი პრობლემების გამო (თუნდაც ფეხბურთელების მხრიდან, უარზე რომ დადგნენ, თუნდაც ფედერაციის მხრიდან სათანადო თადარიგის არდაჭერისთვის), რომ სათამაშოდ 14 კაცით წავიდეს რომელიმე ქვეყანაში, პრესა და ტელევიზია უბრალოდ ისეთ ჯოჯოხეთს მოაწყობს, რომ ქვეყანას შესძრავს და დამნაშავეს თუ უდანაშაულოს ყველას ისეთ ფონს შეუქმნის, რომ იქით ფანებს გააგიჟებს და დახოცავენ უბრალოდ, ვინც ხელში მოყვებათ (თან პლუს კიდევ თამაში თუ წააგეს), ქვეყანაში გადატრიალებას მოაწყობენ.
    აქ კი.. ერთი რამე ხმელ სტატიას მიუძღვნის პრესა, ასე არ შეიძლებაო, ტელევიზია ანგარიშსაც არ გამოაცხადებს, იდიოტი ობოლაძე ლიგის რეპორტაჟის წაყვანისას თავის კანტურით იტყვის, სამწუხაროდ ჩვენმა ბიჭებმა თამაში წააგეს ისლანდიაშიო, მაგრამ იმედია აწი ყველაფერი კარგად იქნებაო, ხალხი კი იჯდება სახლში და ერთი მაგათი დედაცო, ურეაქციოდ გააგრძლელებს რუტინულ ცხოვრებას.
    და რატომ გვიკვირს ამის მერე ნაკრების ასეთი მდგომარეობა?! თავად ჩვენ ვრეაგირებთ ადეკვატურად?! გვტკივა?! ვცდილობთ რამეს რომ შევცვალოთ სიტუაცია?! ხოდა თავისით რა დინებითაც მიდის ჩვენი ფეხბურთი კი ვუყურებთ. 

    P.S. კონკრეტულად ამ შემთხევაზე მაინც დავწერ ჩემს მოსაზრებას: ნაკრები ვის გარშემოც იკვრება, ის ხალხი არ წავიდა ისლანდიაში, ჩემი აზრით ეს მორიგი ბუნტია ფეხბურთელების მხრიდან, რაღაც ხდება ისეთი რაც გულშემატკივრის ყურამდე არ მოდის. ან ეს ფეხბურთელები აღარ ითამაშებენ მომავალ ორ შეხვედრაში, ან თავად კუპერი წავა.
    ჩემი აზრით ფეხბურთელები უბრალოდ იშორებენ ამ მწვრთნელს, კუპერმა ბევრი მოიმდურა, აღარ ჩამოვთვლი იმ ხალხს სათითაოდ. ვინაა მართალი ვინ მტყუანი, ამას ასე რას გაიგებ.

Written by zvigena

September 10, 2009 at 12:41

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კუპერის წასვლა აუცილებელია ალბათ და ამდენ ხანს რატო გააჩერეს ძაან მიკვირს. თავიდან ხო იყო არა მაგარი მწვრთნელების კანდიდატურები (ზიკოს კანდიდატურაც) და ეს კუპერი ვინ მოათრია?!

    deathlyhallow

    September 10, 2009 at 17:23

  2. აუ, მე არ მიყვარს ფეხბურთის პოლიტიკაზე კამათი.
    სუფთა სანახაობრიობის გამო ვუყურებ ფეხბურთს, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: არცერთი მწვრთნელის კმაყოფილი არ ვართ… იმჰო, ისევე როგორც, არცერთი პრეზიდენტის და 3 თვეში “გადადექი, გადადექი”-ს ძახილს ვიწყებთ.

    არც რაგბში ვერკვევი ასობად, მაგრამ რომელი მოთამაშე დაჯდა სახლში, ეჰ, ეგენი ფულს მაინც არ გვიხდიანო?

    თავად ფეხბურთელებშიც ეძებეთ ხანდახან შეცდომები. ჟილკა არ აქვთ და კიდიათ. 2 წლის წინ იტალიას რომ ეთამაშნენ გენუაში, მთელი ევროპიდან ჩავიდა ხალხი და მე რომ ვიხდი ბილეთში ფულს და ამხელა გზაზე მოვდივარ, კაკ მინიმუმ, იმას მაინც ველი, რომ ირბენ. + იტალიელებთან შედარებით ზღვაში წვეთი ვიყავით იმ სტადიონზე და მაინც არ გავჩერებულვართ ერთი წამით და თამაში რომ მორჩა, იმჰო, სადღაც შორიდან დაგვიქნია რომელიღაცა ფეხბურთელმა ხელი… დანარჩენებისგან სრული იგნორი. ბავარიაში რომ თამაში დასრულდება და ფეხბურთელები მადლობას არ გამოხატავენ ფანების მიმართ, მეორე დღეს მთელი პრესა იგინება….

    ჰოდა, რა გასაკვირია, მე ფეხბურთელს ფეხზე ვკიდივარ, ფეხბურთიც ფეხზე ჰკიდია, იასნა რომ მე მაგასაც და მის “ნათამაშებ” ფეხბურთსაც ღრმად დავიკიდებ😀

    ჰოდა, მეზვრი, ესეც ჩემი ქალური ჭკუა😀

    chaotic

    September 10, 2009 at 17:47

    • როცა ჩემს ნაწერში ზოგადად ხალსხსაც ვაკრიტიკებ, ეს იმას არ ნიშნავს ამით ფეხბურთელებს ან ვინმეს ვიცავ. კრიტიკა ჩემი მხრიდან ორივე მხარეზე მოდის, რითაც ვამბობ რომ პრობლემა ცალმხრივი არაა და ყველას მართებს დაფიქრება და სხვას სანამ მიუთითებს საკუთარ შეცდომებს მიხედოს.

      პრობლემა რომ ფეხბურთელებშიც არის და თან დიდი დოზით, ეგ ბევრჯერ დამიწერია და აღმინიშნავს, ის ფეხბურთელებიც ამ ხალხიდან გამოსული ცალკეული ელემენტები არიან

      zvigena

      September 10, 2009 at 18:11

  3. კუპერს ბრალი ყველაზე ნაკლებია იმჰო.

    ამხელა მწვრთნელები გვყავდნენ და ვერაფერი გააკეთეს, ანუ პრობლემა მწვრთნელში არაა. 20 წელია უკვე ამ მწვრთნელებს ვცვლით. სისტემა შესაცვლელი სისტემაააა🙂

    Bas

    September 11, 2009 at 00:15

    • მოდით საკითხს ასე მოვუდგეთ: ჩვენი ფედერაციის, ფეხბურთელების და ა.შ. ყველაფრის და ყველას ბედოვლათური მუშაობით კუპერს არც თუ კარგი შანსი აქვს რაიმე შედეგი აჩვენოს.

      მაგრამ მწვრთნელს აქვს შანსი მაინც რაღაც შეცვალოს, და გავლენა მოახდინოს შეხვედრების შედეგზე (აბა სხვა რა ავალია მწვრთნელს?!)ანუ მაინც დიდი როლი აქვს.

      კუპერის ხელში ვაგებთ ყველასთან, უსუსურ ნაკრებებთანაც, სახლში მოლდოვასთან, გასვლაზე მალტა, ახალ უკვე ისლანდია და ა.შ.

      იგივე სიტუაციის ფონზე მუშაობდა სხვა ნაკრების მწვრთნელები და ხანდახან ვუგებდით შოტლანდიას, თურქეთ, ურუგვაის და ა.შ.

      ჩემი ლოგიკა ასეთია, როცა არ გვაქვს ტრაკი რომ რა პრობლემასაც შენ იძახი, მეც რომ გეთანხმები ეგ ამბავი მოვაგვაროთ, როგორი ხალხიცაა ზევით და სხვა ხალხიც რომ არ ჩანს ვინც სხვანაირ სისტემას ააგებს, მოდი როგორც თბილისში ფასადები გვიღებეს გარეგნულად, მასეთი ცვლილება მაინც მოვახდინოთ და ხანდახან, ხო ხანდახან მაინც მოვიგოთ,

      ანუ აქ არ ვსაუბრობ გლობალურ პრობლემაზე, რაც ჩემი აზრით ვერ მოგვარდება სანამ თაობები არ შეიცვლება და მერეც საკითხავია, ვსაუბრობ უფრო დაბალი დონის პრობლემაზე

      და ვიძახი იმას რომ არსებობს ხალხი, ვინც თუ იმწვრთნელებს ნაკრებს უფრო წარმატებულად ათამაშებს,
      კალაძე რომ დაიბადა, მორჩა ასეთია, თავის კარგით ცუდით, უკეთესი მცველი არ გვყავს, ანუ ვერ შევცვლით, როგორც სხვა ფეხბურთელებს, იმიტომ რომ არ გვაქ დიდი არჩევანი..

      ხოდა როცა ნაკრები ასე აგებს და აგებს, მწვრთნელის შეცვლა ხო მაინც შეგვიძია?! ფაქტია კუპერი რაც არ უნდა ნაკლებ იყოს დამნაშავე, სულ გაექცა ხელიდან სადავეები,

      და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თავმოყვარე კაცი აქამდე თავად წავიდოდა ამდენი წაგების მერე. თუ ხედავს რომ სირების ჯგროშია მოხვედრილი წადი რა,

      zvigena

      September 11, 2009 at 00:37

      • უჩა დამემართა, რამდენს ვწერ ჩემი..

        zvigena

        September 11, 2009 at 00:39


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: