Zvigena's Blog

Georgian Sport

Geo (U21) – Tur (U21) 4:0

leave a comment »

Geo-Tur    ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოთხი დღის წინ ესტონელებთან გასვლით მატჩით დაიწყო ევრო 2011-ის საკვალიფიკაციო ტურნირი. სამწუხაროდ ეს შეხვედრა 2-0 დათმეს.
    მორიგი მეტოქე თურქეთის სახით სავარაუდოდ ბევრად უფრო რთული მოწინააღმდეგე უნდა გვყოლოდა. 
    თუმც ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის წინ ახალგაზრდულმა ეროვნულ ნაკრებისგან სოლიდური შევსება მიიღო ყენია, ანანიძე, ვაწაძე, სანაიას სახით. ფაქტიურად სულ სხვა გუნდით უნდა წავრმდგარიყავით მეზობლების წინაშე. იმედიც იყო წარმატების.
     თამაში ზესტაფონში გაიმართა და მიუხედავად სურვილისა, რაღაც მიზეზების გამო იმერეთში წასვლა ვერ მოვახერხე. არადა საინტერესო იქნებოდა მატჩის ტრიბუნიდან ყურება, მითუმეტეს ნაკრებმოვლილი ბიჭების ხილვა. როგორია ოთხი დღის წინ მსოფლიო ჩემპიონებს ეჭიდავო, შემდეგ კი ასაკით თანატოლებთან იპაიქრო. ადვილი არაფერია, მაგრამ შედარებით ხომ უკვე ბევრად იოლი ამოცანა იდგა ამ ბიჭების წინაშე.


    ანგარიშიდან ჩანს რომ ყველაფრისთვის მშვენივრად გაურთმევიათ თავი. ერთია მოგება და მეორე, როცა ძლიერ მეტოქეს 4-0 ანადგურებ, თან ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ 55-ე წუთიდან კაცნაკლულები ვთამაშობდით და ორი გოლის გატანა სწორედ ამის შემდეგ შევძელით. იშვიათად ხდება ასეთი რამ.
    უფრო მეტი მექნებოდა დასაწერი, ქართული ტელევიზია შეხვედრის ხილვის საშუალებას რომ გვაძლევდეს, მაგრამ მაგათ ხელმძღვანელებს კიდიათ სპორტი. ვიჯექით ათეულობით ფეხბურთის მოყვარული და შეხვედრის ამბებს ტექსტურ რეჟიმის თვალის დევნებით თუ ვიგებდით.
    მოკლედ გასახარია ეს წარმატება. ამ შესარჩევში ეროვნულ ნაკრებს აღარანაირი ინტერესი  არ გააჩნია და ჯობია ეს ახალგაზრდა ბიჭები სხვა შემთხვევაშიც ახალგაზრდულს დავუთმოთ. ნაღდად ძლიერი ნაკრები იკვრება, პლუს სათვალავს ამ ეტაპისთვის ტრამვირებული მჭედლიძესაც თუ მივამატებთ.
    ასეთი ძალის გუნდით ნაღდად იქნება შესაძლებელი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა დავისახოთ მიზნად, რასაც თუ მივაღწევთ, აღარ უნდა ბევრი ახსნა, თუ ჩვენი ფეხბურთისთვის რამხელა წარმატება იქნება.

Written by zvigena

September 9, 2009 at 21:31

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: