Zvigena's Blog

Georgian Sport

ჯანო ანანიძე

with 2 comments

ჯანო ანანიძე     გუშინ 16 წლის ბიჭუნას ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, თან რა გუნდის წინააღმდეგ – ჩვენი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები იყო.
    ჯანოს ირგვლივ ბევრი მითქმა-მოთქმა და საუბარი იყო ატეხილი. მოსკოვის სპარტაკის მოთამაშეს რუსებიც ეკურკურებოდნენ და უბრალო გულშემატკივარი მოლოდინში იყო, თუ საბოლოოდ რა მოხდებოდა.
    კუპერმა ჯერ კიდევ მალტასთან თამაშისას უხმო  ნაკრებში ჯანოს  და შეკრებაზე ბიჭი არ გამოცხადდა. ინტერნეტსივრცეში ხალხისგან ეგრევე მწარე კრიტიკა წამოვიდა, კრიტიკა კიდევ რბილი ნათქვამია.
    ვკითხულობდი ათობით ჯანოს მისამართით დაწერილ უსიამო წერილებს და ერთი რა ფიქრიც მიჩნდებოდა, ის იყო, რომ არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდე და თქვა ის, რაც ენაზე იმ წამს მოგადგება (მანამდე ქვეყნდებოდა ჯანოს ინტერვიუები სადაც იძახდა რომ ქართველია და არ აპირებს სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშს და ამ ფაქტით ყველა აღფრთოვანებული და სიყვარულით წერდა ბიჭზე).


    ვერავინ იტყვის რა ხდებოდა იმ პერიოდში ჯანოს ირგვლივ, ერთია, თუ რისი სურვილი ჰქონდა და მეორე – საშუალება.
    ხისთავიანივით რომ შეჯდე ჯორზე და იძახო მე საქართველოს ნაკრებში მინდა თამაშიო, მეორე მხარეც პრინციპში ჩაგიდგება და გახეხინებს სათადარიგოთა სკამს, არ გაგახარებს და თუ ფეხბურთელად არ განვითარდი, თავსაც დაიღუპავ და ვეღარც ჩვენს ნაკრებს გამოადგები კაცი. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის არის ვითარება, ვერ გამოხვალ და ხმამაღლა ვერ დაიწყებ ყვირილს – თუ თითოეული ნაბიჯი რა სიტუაციაში და რის გამო გადადგი, შესაფერისი დროის შერჩევა და ცოტა დიპლომატიაა საჭირო.
    მე გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ ჯანოს მხოლოდ ამ ეტაპზე არ შეეძლო ნაკრებში თამაში: ” მე, რაც მის ინტერვიუებს გავეცანი და რა კულვარული ინფორმაციაც ვრცელდება, კეთილად ვარ განწყობილი ქობულეთელი ყმაწვილის მიმართ და მჯერა, რომ როცა ამის დრო მოვა ქართულ ჰიმნზე ამაყად დამდგარს ვნახავთ.” – ამას წინა პოსტებში, ჯერ კიდევ 17 აგვისტოს ვწერდი.Me&Jano
    ვნახე კიდეც, ახლახანს 5 სექტემბერს იტალიასთან მატჩის წინ. ბიჭმა სიმტკიცე გამოიჩინა და გააკეთა ის არჩევანი, რაც წესით ყველა ნორმალურმა კაცმა უნდა გააკეთოს. ისეა საქმე, შენ ეძახე ამას ნორმალური საქციელი, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, ბევრი ჩამოყალიბებული კაცი იქცევა ასე ღირსეულად?! რამდენიც გინდა იმდენი ფეხბურთელია, ვინც ნაკრებს ამა თუ იმ მიზეზით ხშირად აარიდა თავი. ამიტომ ვამბობ რომ დასაფასებელია და პატივისცემის ღირსია ჯანო.
     თამაშში ცოტა ჩაიკარგა პატარა ბიჭუნა ამხელა გოლიათებთან ჭიდილში, დასამახსოვრებელიც ბევრი ვერაფერი შექმნა, მაგრამ ეგ არაა ახლა მთავარი, მოემატება წლები, ასაკი, ძალა და მერე ნახეთ მისი კარგი თამაში რამდენჯერ გაგვახარებს. ნეტავ ყველა მისნაირი პატრიოტი აღმოჩნდეს.
    მატჩის წინა დღეებში ნაკრების ვარჯიშზე მისი ნახვის ხათრით წავედი და გამოვრჩი კიდეც სამახსოვრო ფოტოს. არანაირი რიდი არ ეტყობოდა პატარა კაცს უფროს თანაგუნდელებთან  თამაშისას. ვარჯიშის ოცწუთიან შეხვედრაში გასული ორი გოლიდან ერთი სწორედ მან შეაგდო.
    მოკლედ მადლობა ჯანო და წარმატებები.

P.S.     ეს კი ვიდეოზე ლინკი, თუ რამე ცოტა ხარისხიანი მედიამასალა ვიპოვნე ინეტში, გადმოვწერე და ჯანოს თამაშის მომენტები ამოვკრიფე

Written by zvigena

September 7, 2009 at 21:48

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. xo ver metyvi simgeris saxels romelic videos adevs?

    Gomshi

    September 19, 2009 at 00:53

    • 2 men 4 Soul – Spread Your Sax
      გამოგიგზავნი თუ გინდა, სკაიპში ან მეილზე.
      ისე მაგ ვიდეოზე სხვა მუსიკა იყო, საიტმა დაბლოკა და მერე თვითონ იუტუბიმ რაც შემომთავაზა ის მელოდია მივადე რომ სულ მდუმარე ვიდეო არ ყოფილიყო. არადა კარგად იყო დასმული მელოდია კადრებზე😦

      zvigena

      September 19, 2009 at 12:37


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: