Zvigena's Blog

Georgian Sport

Geo-Ita 0:2

with 5 comments

შეტევაშია კალაძე..

Geo-Ita    სულ სხვა შინაარსის იქნებოდა სტატია, მუდმივი წაგებები რომ არ უძღოდეს იტალიელებთან განვლილ მატჩს. ამდენი წარუმატებულობით გულშეღონებულები იტალასთან, მსოფლიო მოქმედ ჩემპიონებთანაც, მარცხს უკვე ძაან მტკივნეულად აღვიქვამთ და ცინიზმის დონემდე დადის გულშემატკივრისგან წამოსული ფრაზები. თან იმის ფონზე, რომ ჩემი აზრი, ნაკრების ცუდად არ უთამაშია და მართლა ბედის ირონიით კალაძის უიღბლობამ უდიდესი გავლენა იქონია შედეგზე.
    მათჩის დაწყებიდან ერთი საათი იწურებოდა, იტალიელები ხიფათს ვერ ქმნიდნენ ჩვენ კართან, უხეიროდ ირჯებოდნენ, ერთი კარგი მომენტი ვერ შექმნეს, რომ იტყვიან გასატანიი იყოო. ჩვენც, ბუნებრვია, დიდ ზეწოლას ვერ ვახდენდით ბუფონზე. პირველ ტაიმში ბურთი სულ ერთხელ მოვახვედრეთ ჩარჩოში, როცა სანაიამ შორიდან საკმაოდ სუსტად დაარტყა.
    მეორე ტაიმში ცოტა გამოცოცხლდა თამაში, ჯერ ანანიძის ფლანგიდან ჩაწოდებულ ჯარიმას აცდა ყველა და ბუფონის ბედად ბურთი პირდაპირ ცენტრში წავიდა და მეკარის ნადავლი გახდა, მერე იყო დვალიშვილის გარღვევა, ბოლო მცველის მოტყუებაზე წავიდა და გამოუვიდოდა კიდეც, კანავაროს ჯარიმით რომ არ ეთამაშა. კაცი ერთი-ერთზე რჩებოდა, მსაჯმა კი დარღვევა “ვერ” შენიშნა და იტალია დიდ ხიფათს გადარჩა.
    

     მოკლედ თანაბარი თამაში მიდიოდა, ისეთი, დიდი რომ იყო შანსი 0-0 დასრულებულიყო.
     ათიოდე წუთი მიიწურა მეორე ტაიმში, კარგი შეტევა რომ წამოვიწყეთ, ფლანგზე კაცი გავიყვანეთ, იტალიის დაცვა ჩავარდა და ერთი ზუსტი პასის გაკეთებაღა იყო საჭირო. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ცენტრფორვარდი ცოტა აჩქარდა და აფსაიდში გავიდა. ის ბოლო პასიც გაკეთდა და ლადომაც კარგი თავური დაკრა, მაგრამ რათ გინდა, აქეთ მსაჯს ჰქონდა უკვე ალამი აღმართული და ეგეც რომ არა, ბუფონმა რაღაც სასწაული ჩაიდინა – ორი მეტრიდან დარტყმულ ბურთზე უბრალოდ ზღაპრული რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია. ვისკენაც არ უნდა ყოფილყავი კაცი, ასეთ რამის ხილვით გულგრილი ვერ დარჩებოდი კაცი, ბუფონმა მართლაც დიდი პორცია ტაშის დაიმსახურა – ნამდვილი ღმერთკაცია ეგ მეკარე.
    ასეთი კარგი შანსის ვერგამოყენებით კი მალე დავისაჯეთ. ცენტრი ცოტა ჩავარდა (დე როსიმაც მსგავსი გოლი გაგვიტანა წინა თბილისურ მატჩში), პალომბოს ბურთის მიღების, კარისკენ მშვიდად გახედვის და დარტყმის საშუალება მისცეს, მანაც ოცდაათი მეტრიდან აუღელვებლად დაარტყა და რაღაც უცნაური ტრაექტორიით წასული ბურთი კალაძეს ცუდად აეჭრა თავიდან და 0-1, დარჩა ლომაია გაღიმებული. ნამდვილი შოკი იყო, იტალიამ უკვე მერამდენედ არაფრისგან გოლი გაგვიტანა, ხან მსაჯები ჩუქნიან პენლებს, ხან ლომაია და ლორია იგონებს რაღაცეებს.. მოკლედ გასკდები კაცი გულზე.
     ბევრი ფილოსოფოსობა აღარ უნდოდა, უკვე ყველამ იცოდა იტალია მატჩს მოგებამდე მიიყვანდა. მართლაც ამის მერე ჯერ ჯუზეპე როსის მართებდა გოლის გატანა, მერე ორჯერ ძელი შეგვიზანზარეს. შუალედში კი კალაძემს, სასწაულია მართლაც, მეორეჯერ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში. ასეთ რამეს იშვიათად შეესწრები კაცი.
    თამაში მოკვდა, ტრიბუნამ დაცლა დაიწყო, წამოვიდა ცინიკური ფრაზები. ერთი რაც მოვახერხეთ, ტაიმის მიწურულს უკვე ლამის კიელინის გავატანინეთ საკუთარ კარში. კალაძის წაბაძულობით მანაც ერთ-ერთ ორთაბრძლაში ბურთი საკუთარ კარისკენ ჩაჭრა, მაგრამ იტალიელებს ლომაია კი არა ბუფონი უდგათ კარში, ვინც მორიგი მცირე სასწაული ჩაიდინა და შესანიშნავი რეაქციით ბურთი კუთხურზე მოიგერია.
    მოკლედ არ იყო წასაგები თამაში, და არც გვაქვს რაიმე სასაყვედურო კონკრეტულად ამ მატჩის მიხედვით ნაკრების მიმართ, მაგრამ ისევ ვიმეორებ ამდენმა წაგებამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა და მსოფლიო ჩემპიონებთანაც ტოლ-სწორად თამაშმა ვერაფერი შვება მოგვცა.
    ერთს ბოლოს იმას დავძენდი, რომ ჯანო ანანიძე, პატარა თექვსმეტი წლის ბიჭი კუპერმა შეხვედრაში პირველივე წუთებიდან ათამაშა, რითაც მის გარშენი შექმნილ პრობლემას წერტილი დაუსვა. ბიჭი ცოტა ჩაკარგული იყო მოედანზე, ეტყობა რომ ჯერ ძაან ადრეა მისთვის ნაკრების დონეზე თამაში. მაგრამ სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში, ჩემი აზრით, მისი სახით ნაკრებს ძალიან ძლიერი ფეხბურთელი ეყოლება. 
    ვაგრძლებთ მოლოდინს…

Written by zvigena

September 6, 2009 at 14:58

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. molodinis meti ra dagvchenia!!!!!!

    nacarqeqia

    September 6, 2009 at 17:50

  2. ობში შეფასებაში რო ნაკრები კარგად თამაშობდა, განსაკუთრებით საკუთარივე თავის ფონზე – გეთანხმები.

    მეტიც ისტორია ასეთია:
    შენ რაღაი დამავალე ჩაიწერეო, მეთქი შევალ თვალი-ჯე-ს ლაივში და ჩამოვიწერ თქო(5-5 წუთიან ვიდეოებად იდება იქ მთელი გადაცემის მიმდინარეობა და…)

    ხოდა დავიწყე ყურება, იასნია ირონიულად რო ჯერ ისე რას ვშვებით და ეხლა იტალია…

    მარა მალევე მოვედი მუღამზე, ჩვენებისკენ ბევრი ისეთი გვარი იყო ადრე რო არ გამიგონია, რაც იმას ნიშნავდა რო გაზუნუქებულ “ვახ ჩემი კაი მე ვარ რაც ვარ ტო” ფეხბურთელების მაგიერ იყვნენ ახალგაზრდა და მოწადინებული მოთამაშეები რომლებსაც პატკატი არ უტყდებოდათ და ბურთის გაკიდება როცა აუტზე გადადიოდა.

    შედეგად გუნდი იბრძოდა და საკმაოდ ხეირიანადაც.

    დამთავრდა პირველი ტაიმი, მე თამ დროის ჩამორჩენით გამომივიდა ყურება, 10-15 წუთი ჩამოვრჩებოდი მოვლენებს.

    ხოდა ვა მეთქი ნეტაი მეორე ტაიმში რა იქნება, და პატარა მომავალში შეხედვასავით გამომივიდა, ანუ წარმოიდგინე – ლაივში უყურებ თამაშს, მარა ისეთ პონტში თუ მოინდომებ გაიგებ კიდეც რა მოხდება უახლოესი 15-20 წუთი…

    ხოდა შევედი ფორუმზე და სუუუუ პირველ პოსტებს გადავაწყდი “ეს რა ქნა კალაძემ ტო!” – “არ მჯერა!” და ა.შ.

    ხოდა დოდკას ვეუნები მეთქი გუნდი ომობს იკაიფე და კალაძემ საკუთარ კარში შეაგდო ბურთი!!!

    დოდკას გაეცინა, მე ისეთ პონტში მთელი მუღამი დამეკარგა…

    დავიწყე მეორე ტაიმის ყურება, ვუყურებ, იბრძვიან ბიჭები, აი მთლად დაიძაბა სიტუაცია, აჟიტირდა ტრიბუნები და რამე… და დოდკას ვეუნები – წარმოიდგინე ეხლა ამათმა რო იცოდნენ რო კიდევ რამდენიმე წუთიც და კალაძე საკუთარ კარში შეაგდებს ბურთს და მთელი ეს ომი წყალში ჩაეყრებათ თქო…

    ტუტ დოდკა უყურებს ფეისბუქს და მეუნება მეორეც შეაგდო თავის კარშიო…

    იასნია არ მეჯერა, მეთქი ვერ გაიგეს მაგათმა ეტყობა სწორად თქო…

    სანამ არ ვნახე…

    კომედიაა სატირალი რო არ იყოს.

    გარდა იმისა რო იტალიასთან თამაშისას – გოლებს ქართველები ვიტანტდით! – იტალიელებმა ვერ შეგვიგდეს გოლი! – და ჩვენით შევიყარეთ1

    კიდე ის რო გუნდი მართლა ომობდა და იქნებ ფრეს შანსიც კი იყო.. ისე ზრდილობის გულისთვის ფრეს შანსი…

    მოკლედ რავი რა… კარგი ცირკი ვნახეთ ისევ ჩვენების შესრულებით.

    მე იასნია ამ თამაშზე შორს ვარ იმ აზრისგან რო ნაკრები არ ვარგოდა თქო – კარგად ითამაშა გუნდმა.

    მარა ზუსტად… ის რო ყოველ თამაშზე ხან 1 ვინმეა ანტი გმირი, ხან მთელი გუნდი, ხან ტრენერი, ხან ამინდი… მიუთითებს იმაზე რო უნდა დაინგრეს ყველაფერი და ახლიდან გაკეთდეს რა…

    მართალია დოდკა და ტყვილა ეკამათები, უნდა დაიშალოს, უნდა ფეხბურთი გახდეს ყველაზე ბოლო სპორტი, ყველამ უნდა დაიკიდოს, ფულის კეთება და ფეხბურთი აღარ უნდა იყოს სინონიმები, უნდა ბოლო დონეზე დაეცეს, და აი ყველა ნაძირალა რო დაკარგავს ინტერესს მაგ სპორტში – მერე უნდა დაიწყოს აშენება ახლიდან, ცოტ-ცოტა, ნელ-ნელა, ახალი ტრადიციები უნდა ჩამოყალიბდეს, ახალი პრინციპები, ახალი მიდგომა და აი მერე როდესმე გვექნება კარგი ფეხბურთი.

    Cyborg

    September 6, 2009 at 20:42

    • მაგ იდეის განხორციელება იმდენად უტოპიურია, რომ ჯობია რეალური გამოსავალი ეძიო, ვიდრე თუნდაც წამალს მიაგნო, თქვა მაგრამ ყველამ 100% რომ იცის რომ მასე არ მოხდება. იცი რატომ?! ეს ხალხი ქმნის ამ ფეხბურთს და ეს ხალხი არსად არ გაქრება, იმიტომ რომ ქვეყანაა ასეთი, ქვეყანააა!! თავის ხალხიანად

      zvigena

      September 6, 2009 at 22:06

  3. ზვიგენ: ვოტ გავარიუ, დავიშალოთ!

    ყველა ქართველს მისცენ ვიზა დედამიწის ყველა ქვეყანაში, და დაავალდებულონ რო 5 წელი წავიდეს აქედან.

    მერე ვინც დაბრუნდება – იმათმა “კიდევ ვცადოთ”

    პ.ს. სორი არა უტოპიური იდეების გარდა გამოსავალს ვერ ვხედავ :დ

    Cyborg

    September 7, 2009 at 03:38

    • ერთი დაშლა და შენ მერე სომხებს გაასახლებ აქედან?! :))))

      მეორე ვერიანტია მაგის, რაც ხდება ხოლე – წლებიიი, ძალიან ბევრიი წლები, თაობების ცვლა და ნაბიჯ ნაბიჯ ფსიქიკის ცვლა.

      ანუ ჩვენ მაინც ვერ მოვესწრებით :)))

      zvigena

      September 7, 2009 at 11:20


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: