Zvigena's Blog

Georgian Sport

მატჩის წინ

with 6 comments

  Geofan
    მოკლედ დღეს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებთან გვაქვს თამაში. იტალიელებისგან განსხვავებით ჩვენ სატურნირო ინტერესი  არ გაგვაჩნია, ბოლო მატჩებსაც ვაგებთ ყველგან და ყველასთან. ასე რომ მარტივი ლოგიკით უშანსოდ ვართ ამ შეხვედრაში რაიმე წარმატებას მივაღწიოთ.
    მაგრამ, ხალხს უბრალოდ ყელში აქვს ამოსული ამდენი წაგების ხილვა და ის გულშემატკივარი, ვინც სტადიონზე მაინც მიდის, გულის სიღრმეში ალბათ მაინც იმედიანადაა განწყობილი, ბოლო ბოლო ეს ხომ ფეხბურთია და ხშირად ხდება მცირე სასწაულებიც.
    იმედია ჩვენი ნაკრების წევრები მატჩამდე არ ჩამოყრიან ყურებს და საბრძოლველად გამოვლენ მოედანზე, რაიცი საბოლოოდ რა ხდება.


    ახლა კი უშუალოდ ჩვენ გუნდზე ვთქვათ. მეკარის ადგილს ალბათ ლომაია ჩაიბარებს, მოკლედ მისი გაშვებული გოლები ყველას კარგად გვახსოვს, მაგრამ არ გვყავს უკეთესი მეკარე და რავუყოთ.
   დავის ცენტრში, მართალია გამოცდილი კალაძე და ხიზანიშვილი დადგებიან, მაგრამ არცერთს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ფაქტიურად ახალ სეზონის ოფიციალურ შეხვედრაში პირველ 90 წუთს ითამაშებენ. ფლანგებზე კი დიდი არჩევანი არაა და საკმაოდ სუსტ მცველების დაყენება მოგვიწევს: ლობჟანიძე, კაშია ჩვენთან აგორებენ ბურთს, სანაიას საფრანგეთში ძირითად გუნდში მგონი არც კი უთამაშია, ფოფხაძე კი მხოლოდ დანიის რანგით მეორე ლიგაში აგორებს ბურთს. ღონღაძე საეთოდ აზერბაიჯანში თამაშობს.
     ნახევარდაცვაში მცირედით უკეთესადაა საქმე – გამოცდილი და ამ ფორმაციის ნაკრების უდავო ლიდერი კობის მხარდამხარ ალბათ უგუნდო ცქიტიშვილი იდგება, საყრდენზე კი მცირე არჩევანია, რაზმაძე, ხმალაძე, მენთეშაშვილი, არცერთი ვარსკვლავებს არ წყვეთს. შემტევ ნახევარმცველს ყენია-ანანიძის დუეტი ჩაიბარებს სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა უდავოდ უნიჭიერესი ბიჭი.
    ანანიძე საერთოდ ცალკე თემაა, ამ პატარა ყმაწვილმა საკმაოდ მძიმე სიტუაციაში მიიღო გადაწყვეტილება და ჩამოვიდა ჩვენს ნაკრებში სათამაშოდ. დასაფასებელია! ვარჯიშებზე რომ ვუყურე, ლამის ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. მოკლედ დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის.
     თავდასხმაზეც ვთქვათ და აქ ლადო დვალიშვილი უალტერნატივოა. ლადო მშვენიერ ფორმაშია, გოლი გოლზე გააქვს. ლიგის შესარჩევ ციკლშიც საკმაოდ მძიმე შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა და არ მგონია თუნდაც იტალიელ მცველებს უფრთხოდეს.
     მოკლედ არც თუ ულხინს ნაკრებს შემადგენლობის მიხედვით, მაგრამ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, თამაში რომ დაიწყება და ვეცადოთ წარმატების მიღწევას იმ გუნდით, რა გუნდიც სათამაშოდ გავა.
     ჩვენ, კი რაც არ უნდა გული გვქონდეს აცრუებული ნაკრებზე, მაინც გვმართებს მათთვის მხარის დაჭერა.
     პირადად ძველებურად თამაშამდე აღარ მიაქტიურია, მხოლოდ თხუტმეტიოდე კაცი შევკრიბე და არც ბანერ-ბარაბანი გამიმზადებია. მაგრამ ნაკრების არ იყოს, რა ხალხიც მივალთ ის ხალხი ვეცდებით ზესუმზირის ჭამის და გინების ნაცვლად, ნაკრები შეძახილებით გავამხნევოთ და თუ წარმატება იქნება, სუფთა სინდისით მეც გავიხარო და არა ისე, ვიღაცა გაბრაზებული რომ არც წავა სტადიონზე და მერეღა გამოყოფს თავს..

პ.ს. პროგნოზი – 0:0 :)))) ოპტიმისტ

Written by zvigena

September 5, 2009 at 13:39

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. აბა როგორ ფიქრობ, კიდევ გმართებს ამ ნაკრების მხარდაჭერა? :დ

    Dodka

    September 5, 2009 at 22:36

    • მისმინე, რაც ნაკრებია ის ქვეყანაა, ასე რომ ქართველ “გულშემატკივარს” არაფერი აქვს გასაბუტი.

      ბევრი ცინიზმით ლაპარაკობდა ტრიბუნიდან – ” აბა ამათ რა ჩემი @@@ შეუძლიაოთო”

      ერთი კითხვით მინდა მივმართო ხოლმე ყოველ მათგანს, კარგი ესენი სირები არიან ეფხბურთში ანუ თავის საქმეში, შენ?! შენ როგორი ხარ შენს საქმეში?! ხო ვიცი 99% ისეთივე ან უარესი სირია თავის საქმეში, ანუ მაგ ხალხს სიტყვა არ ეთქმით და ყველამ თავის ტრაკს მიხედოს და თავის გაფუჭებულ, ჩაჯმულ საქმეს.

      რაგბს ნუ ადარებთ ამ ჯანდაბა ფეხბურთს, სულ სხვა თემაა, მეზარება აქ ახლა მსჯელობა. თუნდაც იმას ვიტყვი რომ რაგბი ბევრად განუვითარებელი სპორტია სამყაროში და სულ ათიოდე ნაკრები თამაშობს ზე რაგბს (ვისაც კიდევ ბევრი ათეული წელი ვერ მოვუგებთ, და პლუს კიდევ ათიოდე საშუალო რაგბს.

      zvigena

      September 6, 2009 at 03:59

  2. ისე 0:0 სწორი პროგნოზი აღმოჩნდა.
    ნუ იტალიელებმა გოლი ვერ გაგვიტანეს და…

    Lord Vader

    September 6, 2009 at 21:07

    • მეც “მხოლოდ” კალაძის ფაქტორი გამომრჩა მხედველობიდან..🙂

      თამაში მართლა 0-0-ის იყო, იმდენად მცირე საგოლე მომენტი შეიქმნა

      zvigena

      September 6, 2009 at 22:11

  3. პირველი ავტოგოლის ნახვისას 10 წლის სიცოცხლე მივაკარგე იმ წამსვე.😐

    ჰიუსტონ

    September 6, 2009 at 23:57

  4. თუმცა, არც ისე ცუდადაა საქმე, რაგბში კარგი გუნდი გვყავს და კალათბურთსაც არაუშვას.
    ფეხბურთსაც ეშველება.

    ჰიუსტონ

    September 6, 2009 at 23:58


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: