Zvigena's Blog

Georgian Sport

ევროსეზონი

leave a comment »

    აგვისტოს თვე იწურება, ევროპული კლუბები ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგის გათამაშებისთვის ემზადება, ჩვენმა კლუბებმა კი ტრადიციულად ნაადრევ, შესარჩევ ეტაპზევე მოამთავრეს ევროპული სეზონი. 
    არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვწონს არ მოგვწონს, ფაქტია, რომ ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი არცაა მეტი, გარდა როგორმე ერთი-ორი ეტაპის დაძლევის.
    ერთადერთი შემთხვევა, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლები გავხდით, გია გეგუჩაძის გაწვრთნილი თბილისის დინამოს გამოსვლა იყო, როცა ჩვენმა გუნდმა სამი ეტაპი დაძლია და უეფას ჯგუფურ ეტაპი დააგემოვნა. თუნდაც მსგავსი დონის წარმატებას, ჩემი აზრით კიდევ მრავალი წელი ვერ გავიმეორებთ.
    ხოდა, როცა ზოგადი ფონი ასეთია, ჩემი აზრით ჩვენი კლუბების წლევანდელი გამოსვლა შედარებით დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს.
    
    ხშირად ყოფილა, ჩვენ კლუბს ევროსარბიელზე მეტოქესთან ისე წაუგია, რომ სჯობდა მოედანზე სულ არ გასულიყო სათამაშოდ. წელს მსგავს მომენტებს ნაკლებად ქონდა ადგილი, ჩვენმა ჩემპიონმა ვით ჯორჯიამ თანაბარი ორთაბრძოლა გაუმართა სლოვენიის ჩემპიონს მარიბორს და ორი მატჩის ჯამში 3-1 დამარცხდა. იყო საუბარი თბილისურ მატჩისას მსაჯის შეცდომებზე, არდადებულ პენალზე. რაც მთავარია გუნდმა ნორამლური ფეხბურთი უჩვენა და ცოტა იღბალი რომ გვოქნოდა, შეიძებოდა ამ ეტაპის დაძლევა.
    ევროპის ლიგაზე პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ოლიპი და ზესტაფონი ჩაერთვნენ. მეტოქედ სუსტი ფარერული და ჩრდილო ირლანდიული გუნდები შეხვდნენ. ჩვენმა კლუბებმა შინ და გარეთ, ორივე შეხვედრა მოიგეს, რაც უდავოდ სასიამოვნო ფაქტია. ზესტაფონმა საერთო ჯამში 11-1 გაანადგურა მეტოქე.
    ოლიპმი შემდეგ ეტაპზე პოლონურ ლეგიას შეხვდა. არ მგონია ვინმეს ქონოდა ილუზია რომ ქვემოქართლელები ამ ბარიერს დაძლევდნენ. მართლაც, სამწუხაროდ ორი გამრთული შეხვედრიდან ორივე დათმეს ოლიპის ფეხბურთელებმა. თუმც ისიც უნდა გავიხსენოთ ამავე კლუბთან 6-0 როგორ განადგურდა კლუბი თბილისი რამოდენიმე წლის უკან, ქვემო ქართლელებმა კი შედარებით “ღირსეულად” დათმეს შეხვედრები და “მხოლოდ” 4-0 წააგეს ჯამში.
    ზესტაფონს შემდეგ ეტაპზე შვედური ჰელსიბორგი ხვდა წილად. კარგი ფეხბურთი ითამაშა იმერულმა კლუბმა ორივე შეხვედრაში და მართლაც რომ უიღბლობა, თორემ შემდეგ ეტაპზე ჩვენი კლუბი გავიდოდა. ჯერ აქაურ შეხედრაში წყეულ ბოლო წუთზე გაგვიტანეს შვედებმა და 2-1 მოგვიგეს, მერე კი 2-0 ვიგებდით გასვლაზე, რომ ისევ ბოლო წამებზე 2-1 გაგვიხადეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს. იქ კი ერთიც გავუშვით და საბოლოოდ გამოვარდით.  გულდასაწყვეტია ასეთი წაგება, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ ზესტაფონისგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა და ყველა სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით.
    ბოლოს დინამოზეც, რომელიც მეორე ეტაპიდან ჩაერთო ევროპულ ლიგის გათამაშებაში და ამ დროისთვის ლატვიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი მეტალურგსი გამოთიშა ასპარეზობას. შემდეგ ეტაპზე სერბული სახელიანი კლუბი ცრვენა ზვეზდა გველოდა. თბილისურ მატჩში ჩვენი ზომებით მცირე სასწაული მოახდინა დინამომ და სერბები პირწმინდად დაჯაბნა, რაც ანგარიშშიც აისახა და 2-0 მოვიგეთ. მეორე შეხვედრის გახსენება კი მგონი არავის სურს. 2-1 ვიგებდით და მოვახერხეთ 5-2 წაგება. რაც ყველაზე ნეგატიური მომენტი იყო ჩვენი კლუბების წლევანდელ ევროპულ გამოსვლაში.
     ჯამში რისი თქმა შეიძება, ჯერ კიდევ უსიტყვოდ ვუგებთ ყველაზე სუსტ ჩემპიონატის კლუბებს, გამარჯვებული გამოვედით ნორმალურ ლატვიურ ჩემპიონატის კლუბთან და თურმა შეგვძლბია საშუალო ევროპულ კლუბებთან ჭიდილი, რაც ზესტაფონმა დაამტკიცა კიდეც შვედებთან შეხვედრაში.
    ასე რომ, თუნდაც ამ ტემპს თუ შევინარჩუნებთ და მეტი რეგრესი არ წავა, მომავალ წელს ჩვენი კლუბებისგან შეიძლება მეტ წარმატებასაც ველოდოთ და პროგრამა მინიმუმად ერთი ეტაპის დაძლევა, ხოლო მაქსიმუმად, მგონი ევროპულ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაღწევა უნდა დავისახოთ, რაც სულაც არაა ოცნების სფერო.
    წლეულს ევროსარბიელზე 1.750 სარეიტინგო ქულა დავაგროვეთ, რაც ჩვენთვის ბოლო ხუთ წლის საუკეთესო მაჩვენებელია. ჯამში 5.748 სარეიტინგო ქულა გვაქვს და ევროპაში 37-ე პოზიცია გვიჭირავს  (სულ 53 ქვეყანაა). სწორედ ეს ქულები განსაზღვრავს ქვეყნიდან კლუბთა რაოდენობას ევროსარბიელზე, გუნდების ეტაპებზე განთესვას და ა.შ. ასე რომ მნიშვნელოვანია თითოეულ შეხვედრაში შედეგის ჩვენება, რათა შედარებით სუსტი მეტოქეები შეგვხდნენ მომავალ წლებში.  
    ესაა ჩვენი რეალობა, აგვისტოს ბოლოს, როცა სეზონი ჯერ არც კი დაწყებულა ხეირიანად, ჩვენ უკვე ჩვენს შედეგებს ვაჯამებთ. იმედია მომავალში შედარებით უეთესი ფონი იქნება.

Written by zvigena

August 29, 2009 at 12:48

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: