Zvigena's Blog

Georgian Sport

მორიგი თავსატეხი

with 2 comments

Jano ananidze    თითქოს პრობლემები გვაკლდა, ახლად შემოღებულმა წესმა მორიგი თავსატეხი გაუჩინა ქართულ ფეხბურთის მესვეურებს. აქამდე ფეხბურთელს საკმარისი იყო 17 წლამდელთა შემადგენლობაში ჩაეტარები თუნდაც ერთი შეხვედრა, რომ ის ავტომატურად ”დაბევებული” ხდებოდა ქართული ფეხბურთისთვის. წესების თანახმად ეს ფეხბურთელი ვეღარ ითამაშებდა სხვა ქვეყნის ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებში.
    ახალი წესის თანახმად კი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ თუ კარგავს არჩევნის საშუალებას და ერთდერთი იმ ნაკრებში ითამაშებს, სადაც პირველი შეხვედრა გამართა.
    როცა მოთამაშე 16-17 წლისაა, ჯერ კლუბში ადგილი არ აქვს დაბევებული, კარიერული ზრდისთვის საუკეთესო საშუალებაა ითამაშოს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებებში, წარმოაჩინოს თავის შესაძლებლობები და მოხვდეს სელექციონერთა თვალთახედვის არეალში.
    ჯანო ანანიძე – დღეს ამ მოთამაშეზე ბევრი იწერება და ფრიად აქტუალური თემაა ქართულ ფეხბურთის მოყვარულთა წრეში. მეც ამ სტატიის დაწერა სწორედ ამ მოთამაშის გარშემო შექმნილმა აჟიოტაჟმა გადამაწყვეტინა. ბიჭი ჯერ 16 წლისაა და უკვე საკმაოდ კარგ ფეხბურთს უჩვენებს. მოსკოვის სპარტაკის დუბლების შემადგენლობაში გოლი გოლზე გააქვს და ძირითად გუნდშიც მოასწრო დებიუტის მოწყობა, თანაც თასის შეხვედრაში საკმაოდ ეფექტური გოლით დაგვამახსოვრა თავი.
    
    მტკივნეული თემაა, რუსეთში მოტამაშე ნიჭიერი ქართველი ტალანტი. მას უკვე ნათამაშები აქვს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებში, სწორედ იქ თამაშის შემდეგ იქნა შემჩნეული და მიწვეული რუსეთის სახალხო გუნდში (რამდენადაც მე ვფლობ მწირე ინფორმაციას). ძველი წესის თანახმად ერთადერთი ნაკრები სწორედ საქართველო იქნებოდა, სადაც მას ამის შემდეგ შეეძლებოდა თამაში. პრობლემაც მოგვარდებოდა და აღარც იმის შიში გვექნებოდა – რუსებმა არ წაგვართვან ჩვენებური.
    ახალი წესის გამოსიობით კი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნიშ ქვეშ დგას ჯანო რომელ ნაკრებს აირჩევს, რუსეთს თუ საქართველოს. ნერვიულობის მიზეზი გვაქვს კიდეც, რუსები ხომ აქტიურად ცდილობენ ჯანო მათი მოქალაქე გახადონ, რის შედეგაც მისი ჩვენ ნაკრებში თამაში საკმაოდ საეჭვო გახდება (ორმაგი მოქალაქეობის აღება ხდება საჭირო).
    და უკვე ასეთი სიტუაციაა, როგორც კი ნიჭიერი ტალანტი გამოჩნდება, იმის შიშით სხვა ნაკრებმა არ წაგგვარონ, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში მოგვიწევს ეროვნულ ნაკრებში მივიწვიოთ და საჩვენოდ დავიბევოთ, რაც ცოტა არ ჯდება ნორმის ფარგლებში. გვახსოვს დარსაძის ჩატარებულმა  ექსპერიმენტებმა რა შედეგიც მოგვიტანა, როცა ნაკრებში ხელის ერთი მოსმით 18-19 წლის ბიჭები შეყარა.
    ჯანოც სწორედ ამ მიზეზით გამოძახებული იყო მალტელებთან ნაკრების შეხვედრაზე. არ მგონი 16 წლის ბიჭი ჯერ სანაკრებოდ მზად იყოს, უბრალოდ შეუშვებდნენ ბოლო 4-5 წუთი მოედანზე და ამით მის მომავალს გადავწყვეტდით. მეტი მიზეზი არ არსებობს, თუ რატომ გამოიძახეს ასე პატარა ბიჭი ეროვნულ ნაკრებში.
    მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ ჯანო არ გამოცხადდა ნაკრების შეკრებაზე – პრესაში რამდენიმე ვერსია გავრცელდა – ავად იყო, და მეორე – თავად ჯანოს უთხოვია ფედერაციისთვის, ჯერ ნაკრებისთვის მზად არ ვარ, კლუბში უნდა მოვმაგრდეო და მერე ნაკრებზეც ვიფიქრებო.
    არის რაღაც ლოგიკა იმაში, რომ 16 წლის ბიჭისთვის ძნელია ამხელა ტვირთის ზიდვა, რასაც ეროვნულ ნაკრებში თამაში ქვია. ფედერაცია თავის საქციელით მძიმე დღეში აგდებს პატარა ბიჭს. მოსალოდნელიც იყო, რომ იგი შეკრებაზე არ გამოცხადდებოდა. ათასი უსიამო ფრაზები დაიწერა ამის შემდეგ მის მისამართით.
    კაცი იძახის, მე რუსეთის ნაკრებში არ ვითამაშებო. მოდი შევიკავოთ თავი წინდაწინ ლაპარაკისგან, ვნახოთ მართლაც რა არჩევანს გააკეთებს თვითონ ჯანო და მერეღა დავიწყოთ მისი საქციელის შეფასება. გია გრიგალვასგან განსხვავებით, მას რუსეთის კვართი ჯერ არ მოურგია და წინდაწინ ნუ გავკიცხავთ.
    მე, რაც მის ინტერვიუებს გავეცანი და რა კულვარული ინფორმაციაც ვრცელდება, კეთილად ვარ განწყობილი ქობულეთელი ყმაწვილის მიმართ და მჯერა, რომ როცა ამის დრო მოვა ქართულ ჰიმნზე ამაყად მდგარს ვნახავთ.
    ფედერაციას კი მეტი ყურადრება მართებს ახალგაზრდა ბიჭების მიმართ. ჯანსაღი გარემო თუ არ შევქმენით, პატრიოტიზმის მოტივით ვერ მოვთხოვთ ყველას, გინდა თუ არა ყველაფერი უნდა მოითმინო და საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოო. ისეთები ხდება ამ ჩვენ ბედოვლათ ქვეყანაში, კაცს ვეღარ გამტყუვნებ გულაცრუებული თუ იტყვის ”ერთი თქვენიცო და თქვენი ნაკრებისაცო”.

P.S. ჯანო კუპერმა კვლავ გამოიძახა ნაკრებში 5 სექტემბერს გასამართ შეხვედრისთვის, ვნახოთ ამჯერად რა მოხდება

Written by zvigena

August 17, 2009 at 12:03

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ზვიგენ, ერთს გეტყვი და კარგად დაფიქრდი:

    შენი აზრით რამდენი პროცენტით არი ჩვენი ნაკრების პრობლემების მიზეზი ის რო ჩვენი ნაკრების მოთამაშეებს მარტივად რო ვთქვათ კიდიათ ნაკრები?

    რამდენი პროცენტია ჩვენი წაგებების მიზეზი ის რო პატრიოტიზმი მათთვის ხშირად უცხო გრძნობაა (იგივე შენც იცი და შენც გიფიქრია რო “აი დღეს, უვარჯიშებელი და მოუმზადებელი რო შეგაგდონ რაგბის მოედანზე ჩვენი ნაკრების სახელით ზელანდიის წინააღმდეგ – მოკვდები, მარტლა აი მოიტეხავ ყველაფერს მარა ბოლომდე დაიხარჯები და სიკვდილამდე იომებ მოედანზე” – რამდენი დღევანდელი საქართველოს ფეხბურთის ნაკრებელი ფიქრობს მასე? – ან გრძნობს რამე მიახლოებულს მაინც… და შენი აზრით რამდენი ბრიტანელი ფეხბურთის ნაკრებელი ფიქრობს მასე? – ვოტ წიბე ი ერთ-ერთი მიზეზი რატო ომობს ინგლისის ფეხბურთის ნაკრები ყოველ წამზე და რატო აგებს საქართველოს ნაკრები ყველაზე მარტივ თამაშებსაც…

    ხოდა გინდა ეხლა შენ შენ გუნდში კიდევ და კიდევ უამრავი ფეხბურთელები რომლებსაც “დააძალეს” ქართულ ნაკრებში თამაში?

    როდემდე? – მეტიც – მე რო ვიყო შემოვიღებდი კანონს რო ვაფშე ყველა ფუტბალისტს ყოველთვის აქვს არჩევანის უფლება, ისევე როგორც ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს მისი სამშობლო ქვეყანა… უნდა ქონდეს…

    არ გვჭირდება ნაკრებში ფეხბურთელი რომელიც უარს იტყვის საქართველოს ნაკრებში თამაშზე, გინდა ფულის გულიზა, გინდა პერსპექტივების გულიზა

    ვინც დარჩება – ის იომებს მაინც სისხლის ბოლო წვეთამდე, და თუ ყველა წავა სხვის ნაკრებებში (ანუ წარმოიდგინე სიტუაცია: ყველა ვინც თავი გამოიჩინა, ყველას იწვევენ სხვა ქვეყნებში და მერე ყველას თავაზობენ იქ დარჩენას ნაკრებში!) – მაშინ ეგ ყოფილა რაც ჩვენ გვდომებია, გვეყოლება უამრავი ნაკრების მოთამაშე – და არ გვეყოლება ქართული ნაკრები (ანუ ნაკრებში დაგვრჩება ისეთი ხალხი რომლებიც ვაფშე საზღვარგარეთ არ მიიწვიეს ისეთი ბანძები არიან…) – ხოდა ნუ ზნაჩიტ არ ვარტ ვაფშე ქვეყანა, ჩვენში დარჩეს და… მოკლედ მანამდე ბევრი სხვა რამე გაირკვევა ქვეყნისადმი დამოკიდებულების ამბავში …

    ენივეი არაფერი სანერვიულო მანდ არ არის:
    ვისაც არ უნდა და არ გრძნობს – არ უნდა იყოს ჩვენ ნაკრებში.

    “პროფესიონალური ფეხბურთი” მთავრდება რა როცა ნაკრებზეა საუბარი, მოდი შევთანხმდეთ რო არავინ არ უნდა იქნას განსჯილი იმისთვის რო ფულის ან კარიერის გამო მიდის სხვა ქვეყანაში და თამაშობს სხვა ქვყენის შიდა ჩემპიონატში კლუბურ დონეზე.

    მარა სხვის ნაკრებში თამაში – საკუთარი ქვეყნის პირდაპირი გაყიდვაა ფულისთვის, სახელისთვის ან ხუი ზნაეტ კიდე რა პირობებს შესთავაზებენ.

    და არანაირი პრინციპული სხვაობა არ არის ეს იქნება რუსეთი, ამერიკა თუ ავსტრალია, შენ ნაკრებს რო მოაკლდები იმიტო რო ვერ გრძნობ იმას რასაც უნდა გრძნობდე, ზნაჩიტ ვერ გრძნობ ქვეყნისადმი, ხოდა ტაკიხ ნამ ნი ნადა.

    Cyborg Mcloud

    August 17, 2009 at 23:23

    • უჩ! რასაც საუბრობ მაშინ არის გამართლებული როცა საფუძველში მართალი ხალხია, მერე გიპასუხებ ფხიზელზე ახლა ნასვამი ვარ :)))

      zvigena

      August 18, 2009 at 00:15


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: