Zvigena's Blog

Georgian Sport

Red Star – Din. Tbilisi 5:2

with 3 comments

    პირველი თამაში ისე ჯიგრიანად ითამაშეს ბიჭებმა, რომ მთელი საქართველო იმედიანად ელოდა განმეორებით თამაშს. დედა აფეთქებული ქართული ტელევიაზია ისევ გულგრილია სპორტის მიმართ და სულ ფეხებზე კიდია რამოდენიმე ათეულ ათას კაცს სული რომ მისდის, ისე აინტერესებს შეხვედრის ხილვა. თუმც თამაშის შემდეგ ცოტა სხვა განწყობა იყო…
    სანამ რამე სტრიმი მოვძებნე, ლაივსკორზე დინამოს გოლი დაიწერა. თვალებს არ დავუჯერე: მე-3 წუთზე ჯარიმის ჩაწოდებისას სერბმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. უკეთეს დასაწყის ვერც ინატრებდა კაცი. სერბებს ახლა ოთხი გოლის გატანა მართებდა.
    განახლდა თამაში და დინამო საჯარიმოს მიეჯაჭვა, ასეთი თამაშით დიდი იყო რისკი გოლი გოლზე გაეშვათ, რაც მოხდა კიდეც საბოლოო ჯამში. უკვე მე-18 წუთზე სერბებმა ანგარიში გაგვითანაბრეს.
    თუმც ჯერ ბედი ჩვენს მხარეს იყო –  მალე კიდევ ერთი მცირე სასწაული მოხდა, 24-ე წუთზე მეტოქის მოედანზე ლამის მხოლოდ მეორეჯერ გადასულმა დინამოელებმა დაცვის შეცდომით ისარგებლეს და ვაწაძემ მეორე გოლი შეიტანა სერბთა კარში – 2:1 და ერთ საათზე ოდნავ მეტი უნდა გაგვეძლო რომ ოთხი გოლი არ მიგვეღო საკუთარ კარში.
    ამის შემდეგ ორი წუთიც ვერ გაძლეს ჩვენებმა – მორიგი შეტევა და სერბებმა ისევ გაგვითანაბრეს, ლორიამ ფეხებშორის ყლაპა ბურთი. მეკარე საერთოდ უსუსტესი წერტილი იყო, ჩემი აზრით, გუნდში – გამოსვლებზე არადამაჯერებლად ირჯებოდა, მიუხედავად მისი სიმაღლისა, სახიფათო ჩაწოდებული ბურთები თავზე ცხრაასჯერ გადააფრინდა ისე რომ ლამის კარში შევარდა და ამას დაუმატეთ გაშვებული გოლები, რომელსაც ნორმალური მეკარე სულ მცირე ორს უბრალოდ არ გაუშვებდა.
    თუმც ჯერ სანერვიულო იმდენად ბევრი არაფერი იყო. ტაიმი უკვე იწურებოდა 2:2 იყო ანგარიში და ასეც რომ დამთავრებულიყო პირველი ნახევარი, არ მგონია გასვლა ვერ მოგვეხერხებინა. მაგრამ ეს დედანატირები მორიგი ქართული სენი – ბოლო მომენტში გოლის გაშვება. დამატებული მეორე წუთი იწურებოდა, ანუ არაა საუბარი ერთ წუთზე გაძლებაზე, წამები იყო დარჩენილი რომ მორიგჯერ გაატარეს ჩვენმა მცველებმა ფლანგზე სერბი ფეხბურთელი, ვინც თავისუფლად ჩაკიდა, დაცვამ ვერ იყოჩაღა და ცრვენა ზვეზდამ მესამე გოლი მოგვართვა. ეს უკვე ხუმრობა აღარ იყო, სადაც ჩვენმა დაცვამ სამი ბურთი ყლაპა, მარტივი ლოგიკით ორსაც გაუშვებდა მორიგ ტაიმში და აღარც ჩვენ ვჩანდით მეტის გამტანი, საერთოდ ვერ გადავდიოდით მეტოქის მოედანზე.
    მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად დაიწყო მეორე ტაიმი და ცოტა იმედი მომეცა. სერბები ვეღარ ათამაშებდნენ ისე სახიფათოდ ბურთს, დინამოც უფრო წყნარ და შედარებით აზრიან ფეხბურთს მიუბრუნდა და ახერხებდა მცირედით წინ აწევას და ხიფათის გარიდებას საკუთარ კართან. ერთ-ორ მომენტში უბრალოდ სერბთა დაცვა ისე შეცდა, რომ ერთიერთზე ვტოვებდით კაცს, მეპასეს რომ ელემენტარული შეცდომა არ დაეშვა. უკლასობის, გამოუცდელობის და ჟიმჟიმის ერთი დიდი ნაკრები იყო ჩვენი გუნდი.
    70-ე წუთზე მორიგჯერ გადმოგვხედა ბედმა – სერბი ფეხბურთელი ჯერ გააფრთხილა მსაჯმა, მერე ვერ გავიგე რატომ ეგრევე მეორე ყვითელიც უჩვენა და მოედნიდან გააძევა. 20 წუთი, 10 კაცდარჩენილი მოწინააღმდეგე და ორი გოლი არ უნდა გაუშვა. მეტი რა გინდა, რამეზე თუ გაქვს საერთოდ პრეტენზია?! გაუშვეს..
    ამ დროს სტრიმი გაწყდა და არ ვიცი ლაივსკორზე 4-2 რომ დაიწერა ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა. რა მოახერხეს, როგორ, მოკლედ დინამოს პენალი აუკიდია და რათქმაუნდა გოლი. თუმც ეს კიდევ არ იყო დასასრული.
    ისარგებლე რა რიცხობრივი უპირატესობით, ბურთი გააგორე, თამაში დააწყნარე, ნაკლებ კაცს ეთამაშები, როგორ ვერ უნდა გააკეთო რომ დრო მოკლა. მაგრამ ვერ შევირგეთ. დამხმარე მსაჯმა აკირემის ნომერი აანთო ტაბლოზე, მის ნაცვლად ნემსაძე შემოყავდა მწვრთნელს და მოხერხება ხო უნდა?! უბრალოდ მოედანი უნდა დაეტოვებინა იმ გამოსირებულს და ხელი არ კრა მოწინააღმდეგეს და გადააყირავა პირდაპირ მსაჯის ცხვირწინ?! რა გამოცნობა უნდა მსაჯმა წითელი აუნთო ეგრევე და გათანაბრდა მოთამაშეთა რიცხვი მოედანზე. მაგ საქციელისთვის და გუნდის დაღალატებისთვის კარგა ხანი თამაში უნდა აუკრძალოს კაცმა მასეთ ფეხბურთელს.
    ოპაც, უკვე დარწმუნებული ვიყავი მეხუთე გოლიც შევარდებოდა ჩვენ კარში და აგერ 88-ე წუთი, მორიგჯერ ჩააკიდინეს ბურთი, მორიგჯერ წააგო დაცვამ თაური ბრძოლა, მორიგჯერ ლორიამ ტლანქი მოძრაობა გააკეთა და რათქმაუნდა გაუშვა, რისი ამღებია ეგ საერთოდ. ესეც უბრალოდ მოლოდინის ფაქტით დადასტურება იყო 5-2 და ევროსარბიელი ტრადიციულად ადრეულ ეტაპზე დაიხურა ჩვენთვის.
    ხუთიდან ოთხი გოლი გავუშვით ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ, აქედან სამი თაური ბრძოლა წააგო მცველმა და ისე შეგვიგდეს, მეკარე კი უბრალოდ საფრთხობელასავით იდგა კარში და ისევ ვიმეორებ მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა აეღო ბურთი, ერთი ფეხებშორის ყლაპა, მეორეჯერ კი სადრაც ხელებთან ჩაუფრინა ბურთმა, უბრალოდ რეაქცია გამოავლინა ჩლუნგი. რა აზრი აქვს ახლა მასეთ საუბარს, მაგრამ თუნდაც ჩვენი ძველი მეკარე ოვონო რომ გვყოლოდა ისევ, არ გავიდოდა რა მარტივად ეგ ბურთები. და კაცი კიდევ ნაკრებში იძახებდა ამ საფრთხობელას. 
    წავიდა მერე გაწევ-გამოწევები, მსაჯის დამატებული შვიდი წუთი, ჩვენები აიჯაგრნენ, სირბილს და ვარდნებს მოუმატეს, მაგრამ რას გააკეთებდნენ ერთი. ეს დედააფეთქებული მანამდე ითამაშე ასეთი მუხტით გუნდი ბურთს თავზე რომ გახევს, ამხელა ფორა გაქვს, ნახე რომ პირველ თამაშში იქით გადაუარე, რას უყურებ?! იბრძოლე რა, დაიჭირე ცოტა ბურთი.. თუმც რა პრეტენზია უნდა მქონდეს, მთელი ქვეყანა ასე არაა.. დანძრეული აქვს აქაურობას. და ვინ ქმნის ამ გარემოს?!

Written by zvigena

August 7, 2009 at 13:59

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ნერვები დამაწყდა ამათ შემყურე. იმინა არ არიან გულშემატკივრობის ღირსები!!! ამოცანა არის რომ 5 გოლი არ გაუშვა! 5! და ვერ ასრულებ!!! კარგი რა!!!

    პ.ს. შენიშვნა სტატიის ავტორს – მორიგჯერ – რა უბედურებაა?🙂

    Bas

    August 7, 2009 at 22:24

    • შენიშვნა მიღებულა🙂 სხვა დროს წერისას დავუკვირდები, რამე მასეთი აღარ “მოვიგონო” ახლა მეზარება ედიტირება. ამათ შემყურე ესეც რომ დავწერე საკვირველიასავით :))

      zvigena

      August 7, 2009 at 22:30

  2. emocia igvreba statiidan:D:D mec nervebi momeshala amis camkitxavs:D
    ise mgoni es lorias rom caakitxo sul daanebebs fexburts tavs:D:D da caakitxet ra, yvelastvis xeiria:D

    sarala

    August 9, 2009 at 20:00


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: