Zvigena's Blog

Georgian Sport

Archive for აგვისტო 2009

ევროსეზონი

leave a comment »

    აგვისტოს თვე იწურება, ევროპული კლუბები ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგის გათამაშებისთვის ემზადება, ჩვენმა კლუბებმა კი ტრადიციულად ნაადრევ, შესარჩევ ეტაპზევე მოამთავრეს ევროპული სეზონი. 
    არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვწონს არ მოგვწონს, ფაქტია, რომ ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი არცაა მეტი, გარდა როგორმე ერთი-ორი ეტაპის დაძლევის.
    ერთადერთი შემთხვევა, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლები გავხდით, გია გეგუჩაძის გაწვრთნილი თბილისის დინამოს გამოსვლა იყო, როცა ჩვენმა გუნდმა სამი ეტაპი დაძლია და უეფას ჯგუფურ ეტაპი დააგემოვნა. თუნდაც მსგავსი დონის წარმატებას, ჩემი აზრით კიდევ მრავალი წელი ვერ გავიმეორებთ.
    ხოდა, როცა ზოგადი ფონი ასეთია, ჩემი აზრით ჩვენი კლუბების წლევანდელი გამოსვლა შედარებით დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს.
  Read the rest of this entry »

Written by zvigena

აგვისტო 29, 2009 at 12:48

მორიგი თავსატეხი

with 2 comments

Jano ananidze    თითქოს პრობლემები გვაკლდა, ახლად შემოღებულმა წესმა მორიგი თავსატეხი გაუჩინა ქართულ ფეხბურთის მესვეურებს. აქამდე ფეხბურთელს საკმარისი იყო 17 წლამდელთა შემადგენლობაში ჩაეტარები თუნდაც ერთი შეხვედრა, რომ ის ავტომატურად ”დაბევებული” ხდებოდა ქართული ფეხბურთისთვის. წესების თანახმად ეს ფეხბურთელი ვეღარ ითამაშებდა სხვა ქვეყნის ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებში.
    ახალი წესის თანახმად კი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ თუ კარგავს არჩევნის საშუალებას და ერთდერთი იმ ნაკრებში ითამაშებს, სადაც პირველი შეხვედრა გამართა.
    როცა მოთამაშე 16-17 წლისაა, ჯერ კლუბში ადგილი არ აქვს დაბევებული, კარიერული ზრდისთვის საუკეთესო საშუალებაა ითამაშოს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებებში, წარმოაჩინოს თავის შესაძლებლობები და მოხვდეს სელექციონერთა თვალთახედვის არეალში.
    ჯანო ანანიძე – დღეს ამ მოთამაშეზე ბევრი იწერება და ფრიად აქტუალური თემაა ქართულ ფეხბურთის მოყვარულთა წრეში. მეც ამ სტატიის დაწერა სწორედ ამ მოთამაშის გარშემო შექმნილმა აჟიოტაჟმა გადამაწყვეტინა. ბიჭი ჯერ 16 წლისაა და უკვე საკმაოდ კარგ ფეხბურთს უჩვენებს. მოსკოვის სპარტაკის დუბლების შემადგენლობაში გოლი გოლზე გააქვს და ძირითად გუნდშიც მოასწრო დებიუტის მოწყობა, თანაც თასის შეხვედრაში საკმაოდ ეფექტური გოლით დაგვამახსოვრა თავი.
Read the rest of this entry »

Written by zvigena

აგვისტო 17, 2009 at 12:03

Mlt-Geo 2:0

leave a comment »

   Coper
    არაფერია დასაწერი, უკვე გუნდი უსუსტეს ნაკრებებთან აგებს – მოლდოვა, მალტა.. რა მატჩის ანალიზი, რის შეცდომებზე დაკვირვება, ასე უბრალოდ აღარ შეიძება გაგრძელება.
    ყველამ ვიცით პრობლემის თავი სადაა, ზევით ფედერაციაში, კიდევ უფრო ზევით სახელმწიფოში, მაგრამ ეგ ისეთი საკითხებია, იმასაც მშვენივრად ვხვდებით, რომ ძნელად თუ გამოსწორდება (ან საერთოდ არ გამოსწორდება). წილი პასუხისმგებლობა მწვრთნელზე მოდის და გზის გამოსაჩენად ღირს მისი შეცვლის საკითხი დადგეს, რადგან ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებზე უფრო ადვილი გადასაჭრელია.
    კუპერი უნდა წავიდეს, დღეს ასე ჩანს. ის ვერ აკონტროლებს სიტუაციას. ყოველთვის, რაც არ უნდა ჩაჯმული სიტუაცია იყოს, მწვრთნელს აქვს საშუალება აირჩიოს შემადგენლობა, ტაქტიკა, გუნდი საბრძოლოდ დარაზმოს (თუ ამასაც ვერ აკეთებს, საერთოდ რათ გვინდა მასეთი მწვრთნელი?!) და აჩვენოს შედეგი, თუნდაც ერთ კონკრეტულ შეხვედრაში, ხანდახან, კანტიკუნტად… რომ არ იყოს ასეთი კატასტროფა, მუდმივი გამარჯვებებით არც ისე ვიყავით განებივრებულები.
    და რას შვება ამ დროს კუპერის გუნდი?! აგებს, ყველასთან, უჯიგროდ და უბრძოლველად.
    მე როცა ვფიქრობ, საერთოდ იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ გუნდში არ არის ჯანსაღი გარემო და რიგი ფეხბურთელები შეიძლება შეგნებულადაც კი აგდებენ თამაშებს, მარტივად კუპერს რომ კარისკენ მიუთითონ. იმის იგნორირებაც არ შეიძლება რამდენი მოთამაშე იქნა მოძულებული ამ პერიოდში.
    მე არ ვარ ის კომპეტენტური პირი, ვინც ფედერაციის და ნაკრების შიდა სამზარეულოშია ჩახედული და კარგად ერკვევა ნიუანსებში, უბრალოდ ვწერ იმას, რაც ასე თუ ისე ლოგიკურ ახსნას უძებნის ნაკრების წარუმატებლობას.
    ნეტავ რა უდევთ ამ ხალხს თავში, ვინც ჯამში ყველა ერთად ქმნის ამ კატასტროფას, რასაც ქართული ფეხბურთი ქვია.

Written by zvigena

აგვისტო 14, 2009 at 17:52

Red Star – Din. Tbilisi 5:2

with 3 comments

    პირველი თამაში ისე ჯიგრიანად ითამაშეს ბიჭებმა, რომ მთელი საქართველო იმედიანად ელოდა განმეორებით თამაშს. დედა აფეთქებული ქართული ტელევიაზია ისევ გულგრილია სპორტის მიმართ და სულ ფეხებზე კიდია რამოდენიმე ათეულ ათას კაცს სული რომ მისდის, ისე აინტერესებს შეხვედრის ხილვა. თუმც თამაშის შემდეგ ცოტა სხვა განწყობა იყო…
    სანამ რამე სტრიმი მოვძებნე, ლაივსკორზე დინამოს გოლი დაიწერა. თვალებს არ დავუჯერე: მე-3 წუთზე ჯარიმის ჩაწოდებისას სერბმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. უკეთეს დასაწყის ვერც ინატრებდა კაცი. სერბებს ახლა ოთხი გოლის გატანა მართებდა.
    განახლდა თამაში და დინამო საჯარიმოს მიეჯაჭვა, ასეთი თამაშით დიდი იყო რისკი გოლი გოლზე გაეშვათ, რაც მოხდა კიდეც საბოლოო ჯამში. უკვე მე-18 წუთზე სერბებმა ანგარიში გაგვითანაბრეს.
    თუმც ჯერ ბედი ჩვენს მხარეს იყო –  მალე კიდევ ერთი მცირე სასწაული მოხდა, 24-ე წუთზე მეტოქის მოედანზე ლამის მხოლოდ მეორეჯერ გადასულმა დინამოელებმა დაცვის შეცდომით ისარგებლეს და ვაწაძემ მეორე გოლი შეიტანა სერბთა კარში – 2:1 და ერთ საათზე ოდნავ მეტი უნდა გაგვეძლო რომ ოთხი გოლი არ მიგვეღო საკუთარ კარში.
    Read the rest of this entry »

Written by zvigena

აგვისტო 7, 2009 at 13:59