Zvigena's Blog

Georgian Sport

Din. Tbilisi – Red Star 2:0

leave a comment »

    სტადიონიდან დაბრუნებულს ბევრი დეტალი აღარც მახსოვს, რათქმაუნდა გახარებული ვარ. უნდა ვაღიარო ასეთ შედეგს არც ველოდი. სადღაც ჰაჰა ფრეს თუ გამოვკრავთ ხელსთქო.
    დინამომ გამართული ფეხბურთი ითამაშა მთელი შეხვედრის მანძილზე. ტერიტორიული უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მართალია მომენტებს ვერ ქმნიდა, მაგრამ თამაშის სადავეები ხელთ ეპყრა. ნელნელა აძლიერებდა ზეწოლას ბელგრადელთა კართან და ერთ მომენტში, როცა კოშკაძის დარტყმული მეკარემ ცუდად მოიგერია, მერებაშვილმა იხელთა და დამატებაზე ძელის გავლით ბურთს მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი.
    სერბები გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდნენ და ერთ მომენტში საჯარიმოს გარედან კარგადაც დაგვირტყეს, ლორიამ იყოჩაღა და საკმაოდ რთული ბურთი კუთხურზე მოიგერია. ეს იყო მეტოქის მიერ შექმნილი ყველაზე სახიფათო მომენტი მთელი ოთხმოცდაათი წუთის მანძილზე.
    მეორე ტაიმი დინამო შედარებით ფრთხილობდა, დაღლაც დაეტყოთ ჩვენ ბიჭებს და უფრო კონტრშეტავაზე ცდილობდნენ წარმატების მიღწევას. შექმნეს კიდეც 2-3 საგოლე სიტუაცია, შეცვლაზე შემოსულმა ლომიამ ერთ მომენტში ლამის ერთი-ერთზე გასულმა მეკარეს ვერ აჯობა, შემდეგ კი მერებაშვილის ჩაწოდებული ვერ მიიღო კარგად რომ კარიდან ხუთიოდე მეტრში მდგომს გოლი გაეტანა. რამოდენიმეჯერ ვაწაძეც ცდილობდა შორი დარტყმით მეტოქის კარის აღებას, მაგრამ ხან დაუფარეს, ხან დარტყმა არ გამოუვიდა სათანადო.
    მატჩის ბოლო წუთები იყო რომ ჩვენებმა მორიგი კუთხური მოიპოვეს, ლომიას ჩაწოდებულს ხმალაძემ კარგად შეაგება თავი და 2-0, ეს უკვე სერიოზული უპირატესობაა.
    აღსანიშნავია გურამ კაშიას კარგი თამაში, დაცვაში ძაან საიმედოდ იდგა და დასწრებაზე იდეალურად თამაშობდა. მერებაშვილმა უდიდესი სამუშაო შეასრულა და გუნდის სული იყო, მაგრამ მომენტში ამლაშებდა და ზედმეტს ათრევდა ბურთს, რითაც მალე დაიღალა და ბოლოს შესაცვლელიც შეიქმნა.
     დინამომ მეორე შეხვედრაც თუ ასე ითამაშა სერბებს შანსი არ უნდა ქონდეთ წესით.

Written by zvigena

July 30, 2009 at 21:01

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: