Zvigena's Blog

Georgian Sport

Geo (U17) – Est (U17) 3:1

with one comment

    geofan
    დღეს ვაკეში რიგით მეორე ამხანაგური შეხვედრა შედგა ქართველ და ესტონელ თანატოლებს შორის. სტადიონზე ორ ათასამდე კაცი შეიკრიბა, ძირითად ქართველი ფეხბურთელების ნათესაობა-ახლობლობა, ნერვიულად და ემოციურად რომ რეაგირებდნენ მათ ნებისმიერ ბურთთან შეხებაზე.
    მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა და მოედანი წყლით იყო გაჟღენთილი, რაც დაღს ასვამდა თამაშის ხარისხს, მეორე ტაიმმა კი საერთოდ კოკისპირული წვიმის ფონზე ჩაიარა.
    საწყის წუთებში ჩვენები უფრო ცოცხლად გამოიყურებოდნენ, მაგრამ რეალურ ხიფათს ვერ ვქმნიდით – მხოლოდ ორჯერ უხეიროდ დავარტყით კარში. მერე იყო ჩვენებურის ფლანგიდან რბილად ჩაკიდებული ბურთი საჯარიმოს შუაგულში, სადაც კოშაძემ მკერდით ჩამოხსნა ბურთი და    დასარტყმელად გაისწორა – 1:0. თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა, ესტონელებს ტექნიკა და ნიჭი არ ყოფნიდათ რამე ღირებული შეექმნათ ჩვენ კართან. თუმცა ერთ მომენტში ფლანგიდან მათი ჩაწოდებული ბურთი დოლიძემ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშიც გათანაბრდა.
    ჩვენები მალე მოეგნენ გონს. ერთ მომენტში ისევ კოშაძემ ივარგა – ფლანგზე მეტოქეს აართვა ბურთი, საჯარიმოში შეიჭრა, რამოდენიმე მცველში კარგად დაბზრილდა და ბუცის წვეტით ეფექტური გოლი გაიტანა.
მალე უკვე ჭანტურიას უპასეს კარგად, მანაც ლამის ერთიერთზე დარჩენილმა ბევრი ფიქრის გარეშე ბურთი რბილად გაგზავნა კარის კუთხეში და მეკარე უშანსოდ დატოვა 3:1. ტაიმიც მალე მიიწურა.
    მეორე ტაიმში წამოსულმა წვიმამ კიდევ უფრო ძნელი გახადა ნორმალური ფეხბურთის თამაში და შეხვედრაც ისე მორჩა, ფაქტიურად მომენტები აღარ შექმნილა.
    მოთამაშეებიდან რათქმაუნდა კოშაძე იყო გამორჩეული თავის ორი გატანილი გოლით. ჭანტურია ტექნიკურად კი თამაშობდა, მაგრამ ხშირად პასს ან აგვიანებდა, ან საერთოდ არ აკეთებდა და ამით შეტევას აზარალებდა. კარგი მომავალი უნდა ელოდეს წესით ხუბუას, მებრძოლი ბიჭი ჩანს. იყო კიდევ რამოდენიმე სხვებისგან გამორჩეული მოთამაშე, მაგრამ ახლა გვარებს ვერც ვიხსენებ.
    კარგი თაობა ჩანს და წესით კარგი გუნდიც უნდა დადგეს ამ ბიჭებისგან, ვნახოთ შესარჩევ ციკლზე რა შედეგს აჩვენებს დევდარიანის გუნდი.

Written by zvigena

July 28, 2009 at 19:49

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. ეს მიმოხილვა თვალის ერთი გადავლებით იკითხება, საღოლ!

    sarala

    July 29, 2009 at 12:45


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: