Zvigena's Blog

Georgian Sport

Lisburn-Zestafoni 1-5

leave a comment »

lis-zes   სადებიუტო მატჩი ჰქონდა გია გეგუჩაძეს ევროპაში, როგორც ზესტაფონის მწვრთნელს. ყველას კარგად გვახსოვს მის მიერ გაწრთვნილმა დინამომ თავის დროზე როგორ წარმატებას მიაღწია უეფას თასზე. ხოდა ამ მწვრთნელის ძაან მეიმედება, თანაც ზესტაფონი ქართული კლუბების კვალობაზე ფინანსურად საკმაოდ წელში გამართული გუნდია.
    ასე რომ, კიდევ იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ჩრდილო ირლანდიური კლუბებს ერთი ეტაპის გავლაც უჭირთ ევროსარბიელზე, კარგი შედეგის მოლოდინში ვიყავი.
    თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: 5-1, რაც არ უნდა სუსტი მეტოქე გყავდეს, გასვლაზე ასეთი ანგარიშით მოგება ოფიციალურ შეხვედრაში ძაან სასიამოვნო და გასახარია.
    შეხვედრის ხილვის საშუალება რათქმაუნდა არ მოგვცემია. მხოლოდ ზესტაფონელთა ოფიციაულურ საიტზე ( fczestafoni.ge ) დადებული მცირე მედიამასალით ვიხილეთ გატანილი გოლები: ჯერ იყო და გრიგალაშვილის შორიდან დარტყმული ჯარიმა მეკარემ უხეიროდ მოიგერია და დამატებაზე გელაშვილმა გახსნა ანგარიში, მერე იმავე გრიგალაშვილის იდენტური ადგილიდან დარტყმული ჯარიმა რიკოშეტით შევარდა კარებში. მესამე გოლი საჯარიმოში შეჭრილმა გელაშვილმა გაიტანა და დუბლი მიითვალა. მერე ისევ გრიგალაშვილის ჯერი დადგა, ვინც შორიდან უკვე უშუალოდ თამაშიდან მოხდენილად დაურტყა  მეტოქის მეკარეს და უშანსოდაც დატოვა – მარჯვენა დაბალ კუთხეში ლამაზი გოლი შეაგდო. ტაიმიც ამით მორჩა.
    მეორე ტაიმში კარის გასწვრივ გაგორებულ ბურთს აფციაურმა მიუსწრო და რიგით მეხუთე გოლი გაიტანა. ერთი რაც ირლანდიელებმა შეძლეს მატჩის მიწურულს გატანილი პრესტიჟის გოლი იყო.
   
    ამგვარად ზესტაფონი შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ უკვე მეორე ეტაპზეა გასული, სადაც მათი სავარაუდო მეტოქე შვედური ჰელსინბორგი იქნება, ვინც თავის მხრივ სომხური მიკა ლარსონის ჰეთთრიკით 3-1 დაამარცხა.
    იმედია გუნდი კიდევ შეიმატებს 2-3 ფეხბურთელს, რაზეც მიდის საუბარი, და უდავოდ ნიჭიერი მწვრთნელის, ბატონი გია გეგუჩაძის ხელში შვედებს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს. არც მათი დამარცხებაზე ფიქრი უნდა იყოს ოცნების სფეროდან.

Written by zvigena

July 3, 2009 at 15:26

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: