Zvigena's Blog

Georgian Sport

Olimpi-b36 2-0

leave a comment »

    oli-b36
    დღეს სტარტი აიღო ახლადჩამოყალიბებულმა ევროპულმა ლიგამ, საკვალიფიკაციო მატჩებით. რუსთავის ოლიმპი ფარერულ მოყვარულ მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს ეთამაშებოდა.

მატჩამდე:
 

     შეხვედრა რუსთავში გაიმართა, ფოლადის სტადიონზე. ბილეთი სულ ორი ლარი ღირდა და დანომრილიც კი არ იყო – სადაც მოისურვებდი იქ დაჯდებოდი. შარშან გარემონტებული სტადიონი მშვენივრად გამოიყურებოდა. არც მოედნის საფარს ეთქმოდა ურიგო – მოკლედ ქართულ დანგრეულ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის ფონზე სათამაშო არენა მშვენიერ მდგომარეობაში იყო. ხალხმაც თითქმის შეავსო ხუთიათასკაციანი ტრიბუნა, ვერ ვიტყვი რომ მხურვალედ საგულშემატკივროდ – დიდი წილი უბრალოდ დიდი ანგარიშით მოგების სანახავად იყო მოსული.

მატჩი:

    შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო, ფარერელებს მალევე დაეტყოთ რისი მაქნისი გუნდიც არის, ბევრი რომ არ გადავაჭარბო, მაგათ თბილისის უბნებში კარგად მობურთალი მოყვარულებითაც მოუგებს კაცი.
    რუსთაველები ზანტად ირჯებოდნენ, მაგრამ მათ თუნდაც უხეიროდ ჩაკიდებულ ბურთებს მოწინააღმდეგე რის ვაივაგლახით იგერიებდა, ხან მეკარეს უვარდებოდა ძაან მარტივი ბურთი ხელიდან. ასე რომ თუნდაც უფანტაზიოდ, დაბალ ტემპში მოთამაშე ოლიმპი მაინც ქმნიდა მომენტებს. 
    რამოდენიმეჯერ სტუმრებმა ბურთი ხაზიდან გამოიტანეს, ორჯერ მეგრელაძის და სირბილაძის თავური ძელმა აისხლიტა, ბურთი არა და არ შევიდა კარში. ეს ამბები ტაიმის პირველსავე წუთებში დატრიალდა – კუთხურიც მრავალი მოაწოდეს რუსთაველებმა და ბოლო-ბოლო მეგრელაძის თავურმა მიზანს უწია: 1-0  მომენტი იმითაა აღსანიშნავი, რომ ეს გოლი ევროპის ლიგაში პირველი გატანილი გოლია.
    თითქოს თამაში უნდა გახსნილიყო და რუსთაველებს გაელაღათ, მაგრამ ფარერელები სულ უფრო იკეტებოდნენ თავიანთ საჯარიმოში და ოლიმპიც ვერ ახერხებდა ბურთის უფრო ლაღად გაგორებას. ფონს გასვლას ისევ ფლანგებიდან, ხშირად სეთურიძის არაზუსტი ჩაწოდებებით ცდილობდა.
    ამასობაში კი ოლიპის დაცვა უხეშად შეცდა და სტუმართა თავდამსხმელი ერთიერთზე დარჩა, კიდევ კარგი ალავიძემ ივარგა და აშკარა გოლს გადაგვარჩინა.
   ტაიმის მიწურულს ოლიმპის ფეხბურთელმა ბურთი კიდევ ერთხელ გაარტყა ძელს და მალე მსაჯმაც ჩასტვინა.
    მეორე ტაიმი მოლოდინის საპირისპიროდ რუსთველებმა კიდევ უფრო უხეიროდ დაიწყეს, სეთურიძე კი აქტიურობდა, მაგრამ ხშირად უზუსტოდ აწვდიდა საჯარიმოში და ბურთიც იკარგებოდა. შეხვედრა ისე წარიმართა, დიდი იყო შანსი მეტი გოლი აღარც გასულიყო.
   ბოლოსკენ ცოტა გამოცოცხლდა თამაში. საჯარიმოში მორიგი ჩაწოდების შემდეგ ბურთი, უკვე მეოთხედ, ისევ ძელს დაუმიზნეს ოლიმპელებმა. ამასობაში მეორე ტაიმში ლამის პირველად ფარერელები ოლიმპის მოედანზე გადმოვიდნენ და კუთხურიც მოიპოვეს, ბურთი უხეიროდ გაითამაშეს და სანამ უკან ისევ დაცვაში ჩადგნენ თერტმეტი კაცით, ალავიძემ იხელთა და ხელით ძლიერად შეცვლაზე შემოსულ ჭელიძესკენ ისროლა ბურთი, გიორგიმაც თავით რბილად უპასა მეგრელაძეს, მეკარეს ერთიერთზე შეატოვა და 2-0, მეგრელამ დუბლი მიითვალა.
    ეს 88-ე წუთზე მოხდა. ბოლო ეპიზოდი კი ბაბუნაშვილზე უხეშობა იყო, მანაც თავი ვერ შეიკავა და ხურდა დაუბრუნა ფარერელს, მსაჯმა კი ეს არ აპატია და მოედნიდან მიაბრძანა. რამოდენიმე წუთში საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა..

    2-0 ზოგადად კაი შედეგია ორრაუნდიან ბრძლაში, მაგრამ როცა ასეთ უსუსურ გუნდს ეთამაშები, გაცილებით მეტი გოლის გატანა გმართებს. ასეთი თამაშით ოლიმპი მორიგ მეტოქესთან ლეგიასთან უბრალოდ განადგურდება.
    და ერთიც, შეხვედრის დასრულების შემდეგ გასასვლელისკენ დაძრულ ხალხს მხოლოდ ერთი ვიწრო კარი დახვდა ღია და კაცს გარეთ რომ გამოგეღწია, გვარიან რიგში უნდა მდგარიყავი ამ სიცხეში. ძნელია ამის დედავატირე ორგანიზატორებმა ცოტა მაინც იფიქრონ გულშემატკივრის კომფორტზე და გახსნა ეს დედანატირები კარიბჭე, კაცი რომ ადამიანურად გამოვიდეს ტრიბუნიდან და ამათ ნაწვალები თამაშით ისედაც ნერვებაშლილი საერთოდ არ მოიშხამოს.

Written by zvigena

July 2, 2009 at 22:53

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: