Zvigena's Blog

Georgian Sport

Archive for ივლისი 2009

Din. Tbilisi – Red Star 2:0

leave a comment »

    სტადიონიდან დაბრუნებულს ბევრი დეტალი აღარც მახსოვს, რათქმაუნდა გახარებული ვარ. უნდა ვაღიარო ასეთ შედეგს არც ველოდი. სადღაც ჰაჰა ფრეს თუ გამოვკრავთ ხელსთქო.
    დინამომ გამართული ფეხბურთი ითამაშა მთელი შეხვედრის მანძილზე. ტერიტორიული უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მართალია მომენტებს ვერ ქმნიდა, მაგრამ თამაშის სადავეები ხელთ ეპყრა. ნელნელა აძლიერებდა ზეწოლას ბელგრადელთა კართან და ერთ მომენტში, როცა კოშკაძის დარტყმული მეკარემ ცუდად მოიგერია, მერებაშვილმა იხელთა და დამატებაზე ძელის გავლით ბურთს მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი.
    სერბები გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდნენ და ერთ მომენტში საჯარიმოს გარედან კარგადაც დაგვირტყეს, ლორიამ იყოჩაღა და საკმაოდ რთული ბურთი კუთხურზე მოიგერია. ეს იყო მეტოქის მიერ შექმნილი ყველაზე სახიფათო მომენტი მთელი ოთხმოცდაათი წუთის მანძილზე.
    მეორე ტაიმი დინამო შედარებით ფრთხილობდა, დაღლაც დაეტყოთ ჩვენ ბიჭებს და უფრო კონტრშეტავაზე ცდილობდნენ წარმატების მიღწევას. შექმნეს კიდეც 2-3 საგოლე სიტუაცია, შეცვლაზე შემოსულმა ლომიამ ერთ მომენტში ლამის ერთი-ერთზე გასულმა მეკარეს ვერ აჯობა, შემდეგ კი მერებაშვილის ჩაწოდებული ვერ მიიღო კარგად რომ კარიდან ხუთიოდე მეტრში მდგომს გოლი გაეტანა. რამოდენიმეჯერ ვაწაძეც ცდილობდა შორი დარტყმით მეტოქის კარის აღებას, მაგრამ ხან დაუფარეს, ხან დარტყმა არ გამოუვიდა სათანადო.
    მატჩის ბოლო წუთები იყო რომ ჩვენებმა მორიგი კუთხური მოიპოვეს, ლომიას ჩაწოდებულს ხმალაძემ კარგად შეაგება თავი და 2-0, ეს უკვე სერიოზული უპირატესობაა.
    აღსანიშნავია გურამ კაშიას კარგი თამაში, დაცვაში ძაან საიმედოდ იდგა და დასწრებაზე იდეალურად თამაშობდა. მერებაშვილმა უდიდესი სამუშაო შეასრულა და გუნდის სული იყო, მაგრამ მომენტში ამლაშებდა და ზედმეტს ათრევდა ბურთს, რითაც მალე დაიღალა და ბოლოს შესაცვლელიც შეიქმნა.
     დინამომ მეორე შეხვედრაც თუ ასე ითამაშა სერბებს შანსი არ უნდა ქონდეთ წესით.

Advertisements

Written by zvigena

ივლისი 30, 2009 at 21:01

Geo (U17) – Est (U17) 3:1

with one comment

    geofan
    დღეს ვაკეში რიგით მეორე ამხანაგური შეხვედრა შედგა ქართველ და ესტონელ თანატოლებს შორის. სტადიონზე ორ ათასამდე კაცი შეიკრიბა, ძირითად ქართველი ფეხბურთელების ნათესაობა-ახლობლობა, ნერვიულად და ემოციურად რომ რეაგირებდნენ მათ ნებისმიერ ბურთთან შეხებაზე.
    მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა და მოედანი წყლით იყო გაჟღენთილი, რაც დაღს ასვამდა თამაშის ხარისხს, მეორე ტაიმმა კი საერთოდ კოკისპირული წვიმის ფონზე ჩაიარა.
    საწყის წუთებში ჩვენები უფრო ცოცხლად გამოიყურებოდნენ, მაგრამ რეალურ ხიფათს ვერ ვქმნიდით – მხოლოდ ორჯერ უხეიროდ დავარტყით კარში. მერე იყო ჩვენებურის ფლანგიდან რბილად ჩაკიდებული ბურთი საჯარიმოს შუაგულში, სადაც კოშაძემ მკერდით ჩამოხსნა ბურთი და    დასარტყმელად გაისწორა – 1:0. თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა, ესტონელებს ტექნიკა და ნიჭი არ ყოფნიდათ რამე ღირებული შეექმნათ ჩვენ კართან. თუმცა ერთ მომენტში ფლანგიდან მათი ჩაწოდებული ბურთი დოლიძემ საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშიც გათანაბრდა. Read the rest of this entry »

Written by zvigena

ივლისი 28, 2009 at 19:49

Lisburn-Zestafoni 1-5

leave a comment »

lis-zes   სადებიუტო მატჩი ჰქონდა გია გეგუჩაძეს ევროპაში, როგორც ზესტაფონის მწვრთნელს. ყველას კარგად გვახსოვს მის მიერ გაწრთვნილმა დინამომ თავის დროზე როგორ წარმატებას მიაღწია უეფას თასზე. ხოდა ამ მწვრთნელის ძაან მეიმედება, თანაც ზესტაფონი ქართული კლუბების კვალობაზე ფინანსურად საკმაოდ წელში გამართული გუნდია.
    ასე რომ, კიდევ იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ჩრდილო ირლანდიური კლუბებს ერთი ეტაპის გავლაც უჭირთ ევროსარბიელზე, კარგი შედეგის მოლოდინში ვიყავი. Read the rest of this entry »

Written by zvigena

ივლისი 3, 2009 at 15:26

Olimpi-b36 2-0

leave a comment »

    oli-b36
    დღეს სტარტი აიღო ახლადჩამოყალიბებულმა ევროპულმა ლიგამ, საკვალიფიკაციო მატჩებით. რუსთავის ოლიმპი ფარერულ მოყვარულ მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს ეთამაშებოდა.

მატჩამდე:
 

     შეხვედრა რუსთავში გაიმართა, ფოლადის სტადიონზე. ბილეთი სულ ორი ლარი ღირდა და დანომრილიც კი არ იყო – სადაც მოისურვებდი იქ დაჯდებოდი. შარშან გარემონტებული სტადიონი მშვენივრად გამოიყურებოდა. არც მოედნის საფარს ეთქმოდა ურიგო – მოკლედ ქართულ დანგრეულ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის ფონზე სათამაშო არენა მშვენიერ მდგომარეობაში იყო. ხალხმაც თითქმის შეავსო ხუთიათასკაციანი ტრიბუნა, ვერ ვიტყვი რომ მხურვალედ საგულშემატკივროდ – დიდი წილი უბრალოდ დიდი ანგარიშით მოგების სანახავად იყო მოსული. Read the rest of this entry »

Written by zvigena

ივლისი 2, 2009 at 22:53