Zvigena's Blog

Georgian Sport

Archive for ივნისი 2009

Alb-Geo 1-1

leave a comment »

    თამაშის ყურების საშუალება არც მოგვცა ქართულმა ტელევიზიამ, ინტერნეტში საზიზღარი ხარისხით იხილა ხალხის ნაწილმა იგი და მათი კომენტარებიდან თუ დავასკვნით, არც თუ კარგი თამაში გვიჩვენებია. ნუ პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო. ჩემი აზრით მოლდოვასთან საშინაო მარცხის მერე ფრე ურიგო შედეგი უკვე აღარც კი ჩანს. ასეა, სავალალოდ გვაქვს საქმე, ალბანური ფრეც უკვე “წარმატებად” უნდა მიიღოს კაცმა.
    გამოსავალი არაფერი ჩანს, ჩემი აზრით პირველ რიგში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და მიეცეს მოძულებულ ფეხბურთელებს ნაკრებში თამაშის საშუალება, ვის დაძახების შემთხვევაში ბევრად ბრძოლისუნარიანი გუნდის შეკვრა შეიძლება. არ აქვთ მეტი გასაქანი ამ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს და..
    ძვირფას მეკარე ბედიაშვილს, ვისი დებიუტიც შედგა, თუ არ ვცდები, ცენტრიდან გაუშვია გოლი. ლომაისაც კი შეშურდება ამ “მიღწევის”, ლორიაზე აღარაფერს ვამბობ. კიდევ კარგი პირდაპირი ეთერი არ იყოს, თორემ გული მიგრძნობს ბევრ რამეს ასეთ “სასიამოვნოს” დავწერდი კიდევ დღეს. ასეა საქმე, ვერაფერს ვიტყვი სამწუხაროდ გასახარებელს.
    ველით მორიგჯერ ურმის გადაბრუნებას, იქნებ ბოლო-ბოლო გამოჩნდეს გზა, თორემ ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს.

Written by zvigena

ივნისი 11, 2009 at 00:11

Geo-Mda 1-2

leave a comment »

    ბევრი არაფერია დასაწერი, აგერ უკვე მერამდენე შეხვედრაა ჩვენი გუნდი  უფერულ თამაშს აჩვენებს. წავაგეთ გუნდთან, რომელიც თავის მხრივ დიდ ვერაფერ ფეხბურთს თამაშობს. სადაც მოლდოვასთან აგებ სახლში, იქ არაფერზე უნდა გქონდეს პრეტენზია. ცვლილებებია საჭირო და ეს პირველ რიგში ფედერაციას უნდა შეეხოს. მიყვები, მიყვები პრობლემას და ისევ ზოგადად ქვეყნამდე მიდიხარ, სადაც რბილად რომ ვთქვათ ყველაფერი თავდაყირა დგას. არ მგონია საქმის ასე კეთებით როდესმე სულ მცირე შედეგს მაინც მივაღწიოთ.

Written by zvigena

ივნისი 8, 2009 at 21:20