Zvigena's Blog

Georgian Sport

Geo-Mne 0:0

leave a comment »

geo-mne 0:0    კვიპროსული თამაშის შემდეგ კუპერმა რამოდენიმე კაცი კი შეცვალა შემადგენლობიდან, მაგრამ გუნდს არაფერი დატყობია და სუსტ მეტოქესთან ისევ ისე უფერულად იბურთავა. ფაქტიურად მომენტი არ შეგვიქმნია, ერთხელ იაშვილის ჩაწოდება აიჭრა და ძელს მოხვდა ბურთი, ეგ იყო და ეგ. სურვილიც კი არ მაქვს რამე ვრცლად დავწერო ამ თამაშზე, გუნდმა უსუსური თამაში აჩვენა.
    ნაკრების პრობლემის ბევრ მიზეზს აღარ ჩავეძიები, ერთი რისი აღნიშვნაც მინდა, ის არის, რომ ეს კონტიგენტი არაა საუკეთესოთა ნაკრები, ამ ნაკრებით მეტ შედეგს ვერც მიიღებ, არ ყოფნით სათამაშო კლასი. უნდა მოხდეს მოძულებული ფეხბურთელების შემორიგება, ასათიანის, გოგუას, მუჯირის, იგივე ცქიტიშვილის თამაში უფრო უპრიანია ამ ეტაპზე ვიდრე ხმალაძის თუ რაზმაძის. უნდა მიეცეს შანსი ამისულაშვილს, გვაზავას, იგივე დვალიშვილს ვინც ლატვიაში გოლს გოლზე იტანს. პლუს უამრავი ფეხბურთელი გვყავს დამტვრეული, კალაძე, მჭედლიძე, ყენია, კანკავა, მენთეშაშვილი. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ოთხშაბათ ლამის მესამე შემადგენლობით ითამაშა ნაკრებმა. რას გვერჩით ამ ხალხს?! რატომ გვაყურებინებთ ასეთ მდარე ხარისხის ფეხბურთს, რასაც ე.წ. “ნაკრები” თამაშობს?!

Written by zvigena

April 2, 2009 at 23:18

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: