Zvigena's Blog

Georgian Sport

Cyp-Geo 2:1

leave a comment »

   
Cyp-Geo 2-1    ბულგარელებთან და ირლანდიასთან ნაჩვენები თამაში იმედს იძლეოდა რომ გუნდი სულ უფრო მოუმატებდა თამაშს და მორიგ შეხვედრაში ბოლო-ბოლო გამარჯვებას მოვახერხებდით, მითუმეტეს მეტოქედ არც თუ ძლიერი კვიპროსის ნაკრები გვყავდა.
    კუპერმა ნაცადი შემადგენლობა დააყენა, ის ხალხი ვისაც აქამდე ენდობოდა. ტრამვის გამო კალაძე, ყენია, მენთეშაშვილი, კანკავა გვაკლდა, რაც ჩვენი, ისედაც სუსტი ნაკრებისთვის საკმაოდ დიდი დანაკლისია.
    შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო, მომენტების გარეშე. ერთი-ორჯერ იაშვილმა თუ დაარტყა კარისკენ საკმაოდ არაზუსტად. ტაიმის შუაში მჭედლიძე, რომელიც ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, შესაცვლელი შეიქმნა. მის ნაცვლად კი უკლუბოდ დარჩენილი და საკმაოდ უფერულად მოთამაშე სირაძე შემოვიდა, ვის მოედნის ცენტრში დაკარგულ ბურთს მოყვა კიდეც კვიპროსელთა გარღვევა. ლომაიამ კარი უყურადღებოდ დატოვა და ერთიერთზე გასულ კონსტატინუს გოლის გატანის საშუალება მისცა.
    გაშვებული გოლმაც ვერ გამოაფხიზლა ჩვენები, რომ რამე ღირებული შეექმნათ. ასე სუსტად მოთამაშე ნაკრების ყურება კაცს ნერვრებს დააწყვეტდა.
    არც მეორე ტაიმში შეცვლილა სურათი, ჩვენები უფხოდ უტევდნენ და მომენტს ვერ ქმნიდნენ, კვიპროსელებმა კი მეორედ იხეირეს ჩვენი დაცვის უნიათო თამაშის შედეგად და ანგარიში ორამდე გაზარდეს.
    თამაში წაგებული იყო, ჩვენ გუნდს ამ დღეს არ ქონდა იმის თავი რაიმე ღირებული შეექმნა და გოცირიძის წაქცევითვის დადებული პენალიც უფრო მსაჯის საჩუქარი იყო, ვიდრე ჩვენი თავდამსხმელის კარგი თამაშის დამსახურება. კობიაშვილმა ანგარიში კი შეამცირა, მაგრამ არც ამის შემდეგ შევქმენით მეტოქის კართან რამე დასამახსოვრებელი. მსაჯის სასტვენი ერთგვარი შვებაც იყო, ასეთი საზიზღარი მატჩის ყურება ნერვების წყვეტის მეტი არაფერი იყო. 
    გაუგებარია კუპერმა შეცვლები რატომ არ გამოიყენა, გუნდი როცა ასე ცუდად თამაშობს, იქნებ შეცვლით მაინც გამოაფხიზლო. კუპერმა კი ჯიუტად ბოლომდე საწყისი თერტმეტეული ათამაშა, გარდა ერთი იძულებითი ცვლილებისა.
    მოკლედ რბილად რომ ვთქვათ სუსტი ნაკრები გვყავს და ჩნდება კითხვა, რაოცა ასე ჭირს ნორმალური კლასის ფეხბურთელების შეკრება, რატომ იძახის კუპერი უარს ამისულაშვილზე, გვაზავაზე, ვინც რუსეთის არცთუ სუსტ ლიგაში მუდმივად ძირითადის მოთამაშენი არიან; მუჯირზე, ვინც ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია; ასათიან-გოგუაზე, კი იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ მწვრთნელი ამ ფეხბურთელებს შემოირიგებდა. კი ჩამოვთვალე ნახევარი გუნდი.
    ოთხ დღეში ჩერნოგორიელებს ვეთამაშებით და ვეჭვობ ასეთი გუნდით ვერც მათ მოვუგებთ.

Written by zvigena

March 29, 2009 at 12:58

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: