Zvigena's Blog

Georgian Sport

Rus-Geo 21-29

leave a comment »

       Rus-Geo 21-29
    ესეც ასე, როგორი საქმეა პრინციპულ მეტოქეს ცამეტი შეხვედრიდან თერტმეტში ძლიო. თანაც ამ ჯახს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა – გამარჯვებული გუნდი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფის ლიდერობას იბევებდა.
    შეხვედრის პირველი წუთებში ორივე გუნდი ტოლ-სწორად გამოიყურებოდა, თუმც ქართველები რაქში რამოდენიმეჯერ დავჯარიმდით და რუსებმა ჯარიმის გატანით ანგარიშში დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ჩვენები გააქტიურდნენ და რამოდენიმე ფაზიანი შეტევა განახორციელეს. ერთ მომენტში რაქიდან გამოტანილი ბურთი ფართოდ ფლანგზე ჩავათამაშეთ, მერე გორგოძემ ჩვეულად რამოდენიმე რუსი ათრია და მალაღურას უპასა – ლელო და ანგარიშში დავწინაურდით.
    ქართველების უპირატესობა სულ უფრო და უფრო იკვეთებოდა და რუსების კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმის საპირისპიროდ, ჩვენ ორი ლელო დავდეთ: ჯერ მეტოქემ აუტიდან გამოტანილი ბურთი უხეიროდ ჩაათამაშა, ჩხაიძემ იხეირა ამით და მეტოქეს ბურთი ააწაპნა, ბოლო ბეკზე დარტყმა მიიტანა, ბურთი კი მარტოდ დარჩენილ ლაბაძეს შეატოვა, რასაც რიგით მეორე ლელო მოყვა. ხოლო შემდეგ მეკომ ითამაშა ცოტა რისკიანად – ლამაზი ცრუმოძრაობით რუსების ხაზი გაჭრა და ურჯუკაშვილს სალელოვედ უპასა. ტაიმიც მალე მორჩა და 17-6 ჩვენს სასარგებლოდ.
    მეორე ტაიმის საწყისი პერიოდი ანალოგიურად ჩვენი უპირატესობით წარიმართაძალით მივაწექით მეტოქეს და ხანგრძლივი ჯაჯგურის შემდეგ ხინჩაგიშვილი ბოლო-ბოლო გაძვრა ჩვენი უპირატესობაც ანგარიშში საკმაოდ სოლიდური გახადა.
    თითქოს მოგება გარანტირებული იყო, მაგრამ მესამოცე წუთისთვის ათი ნომრით მოთამაშე მალაღურა გაგვისინბინეს. ისედაც დაღლადატყობილ ქართველებს (მწვრთნელი ჯიუტად შეცვლებს არ აკეთებდა), კაცის დაკლება ძაან შეეტყოთ, რუსების მოწოლას ვეღარ გაუძლეს და პირველი საპასუხო ლელოც მივიღეთ. ცოტახანში რუსებმა უკვე ჯარიმიდან იხეირეს და ანგარიშში სხვაობა რვა ქულამდე შემცირდა.
    ჩვენებმა ბოლო ძალა მოიკრიფეს და ბურთი რუსების ოცდაორში გავჭედეთ, რაქში დიდხანს ვიწვალეთ და ბოლოს მსაჯმა დაგვაჯარიმა. მეტოქემ კარგად იხეირა ამით და ფეხით გადაკიდებული ბურთი ჩვენ ოცდაორამდე ამოიტანა. აუტიდან ბურთიც იხელთეს და ხაზზე გაშალეს კარგად და საგანგაშო მეორე ლელო დაგვიდეს.
    მართალია დრო ცოტა რჩებოდა, მაგრამ ერთი სავალალო შეცდომა და შეიძლება ფაქტიურად მოგებული შეხვედრა უკუღმა შეგვტრიალებოდა. ქართველები ძაან დაღლილები ჩანდნენ, თუმც ჩვენი გათამაშებული თავისუფლის მერე ბურთი ხელთ მოვიგდეთ, ორიოდე პასი და მაჩხანელმა უკვე ნამდვილი გამარჯვების – რიგით მეხუთე ლელო შეიტანა რუსების ჩათვლის მოედანში.
    აგერ უკვე მერამდენედ წაქცეული რუსი დათვები. რაქნან, რუსები თხუთმეტი-თხუტმეტზე ვერაფერს გვიხერხებენ, ნეტავ ომშიც თანაბარ ძალით გვიწევდეს მაგათთან შეხლა…

     22 მარტი, მარიუპოლი (უკრაინა), ერთა თასის გათამაშება
    რუსეთი-საქართველო 21-29

რუსეთი: 15 – კლუჩნიკოვი, 14 – კუზინი, 13 – ბაბაევი, 12 – ტრიშინი, 11 – გვოზდოვსკი (ატიომოვი – 71), 10 – კუშნაროვი, 9 – შაკიროვი, 1 – ხროკინი, 2 – კორშუნოვი, 3 – პრიშჩეპენკო, 4 – ვოიტოვი, 5 – კულემანი, 6 – გრესევი, 7 – ოსტრიკოვი, 8 – გარბუზოვი.
    2 ლელო: გვოზდოვსკი (2)
    1 გარდასახვა: კუშნაროვი
    3 ჯარიმა: კუშნაროვი
საქართველო: 15 – კვირიკაშვილი, 14 – მაჩხანელი, 13 – კაჭარავა, 12 – ი. გიორგაძე, 11 –  ურჯუკაშვილი, 10 – მალაღურაძე 9 –  აბუსერიძე, 1 – ხინჩაგიშვილი, 2 – ნატრიაშვილი, 3 – შველიძე ( ქუბრიაშვილი – 71), 4 – ზედგენიძე, 5 – დათუნაშვილი ( ურუშაძე – 71), 6 – ლაბაძე, 7 – ჩხაიძე, 8 – გორგოძე  
    5 ლელო: მალაღურაძე, ლაბაძე, ურჯუკაშვილი, ხინჩაგიშვილი, მაჩხანელი
    2 გარდასახვა: კვირიკაშვილი
    სინბინი: მალაღურაძე

გუნდი               თ  მ  ფ  წ     ბ      ქ

საქართველო   5  4  1  0  +90   9
პორტუგალია  5  3  1  1   +40   7
რუსეთი            4  3  0  1   +32   6
რუმინეთი       5  2  0  3   +16   4
ესპანეთი         5   1  0  4   -74    2
გერმანია          4   0  0  4  -104 0

Written by zvigena

March 28, 2009 at 18:43

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: