Zvigena's Blog

Georgian Sport

Geo-Rom 28-23

with 2 comments

geo-rom-2009    თბილისში რუსეთისგან წაქცეული რუმინეთი გვეწვია  და მათთან გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ერთი კვირის თავზე ხომ უპრინციპულესი შეხვედრა გვაქვს რუსებთან.
    შეხვედრა, რბილად რომ ვთქვა ცუდად დავიწყეთ, მეკო რამოდენიმეჯერ შეცდა ბურთის ფეხით ამოტანისას და რუმინელებმა ჯერ ჯარიმა გაგვიტანეს, მერე კი ლელოც მოაყოლეს, თავის გარდასახვიანად და ოთხ წუთში უკვე 0-10 ვაგებდით.
    მერე ცოტა ქაოტური თამაში წავიდა, ტემპიც მაღალი იყო. ჩვენდა ბედად საპასუხო ლელო მალე გავიტანეთ და თამაშის სადავეც ხელთ ვიგდეთ, თუმც რიგი შეცდომები უპირატესობის ანგარიშში ასახვის საშუალებას არ გვაძლევდა. თუმც მაინც იგრძნობოდა რომ ამ დღეს  მოედანზე რუმინელებზე უკეთესი გუნდი თამაშობდა, და შეხვედრაც ისე მიდიოდა, წესით ქართველებს უნდა მოგვეგო.
    მერე იყო  ორივე გუნდის მიერ თითო-თითო გამოყენებული ჯარიმა, ბოლოსკენ კი ჩვენი მიძალება, მაგრამ ისევ ელემენტარული შეცდომები და ტაიმიც თითქოს რუმინელთა სამქულანი უპირატესობით უნდა დასრულებულიყო. თუმცა მალაღურაძემ ივარგა და რუმინელს ბურთი ააწაპნა, მერე მაჩხანელს უპასა, ვისი გაჩერებაც უკვე ბეკებმა ვეღარ მოახერხეს და ტაიმიც 15-13 მოვიგეთ.
    მეორე ტაიმის საწყისი პერიოდი პირველის ანალოგიურად წარიმართა, ჩვენები უფრო უტევდნენ,  ჯანითაც ჩაგრავდნენ  მეტოქეს. ოთხჯერ-ხუთჯერ მეტოქის აუტიც მოვიგეთ. მერე იყო  მოედნის შუა ნაწილში მოლით ბურთის კარგად თრევა, ბოლოს ასევე კარგად ჩათამაშებული ბურთი და ურჯუკაშვილის გაჭრა… ეს უკვე მოგებას ნიშნავდა.
    თამაშმა ამის შემდეგ ცოტა ხიბლი დაკარგა – ქართველები უკვე კარში ურტყამდნენ  ნებისმიერ პოზიციიდან უპირატესობის გასაზრდელად. ისევ გაცვალეს მეტოქეებმა თითო-თითო გამოყენებული ჯარიმა. ხოლო როცა დრო უკვე ამოწურული იყო და გამარჯვებულის ბედი გარკვეული, ვინაიდან თორმეტ ქულას ვიგებდით, აშკარად დაღლილმა ქართველებმა სათანადოდ აღარ შეაკლეს თავი მეტოქეს, ხაზის გაჭრის საშუალება მისცეს და სტუმრებმა მეორედ დაგვალელოვეს.
    ამით მორჩა კიდეც საკმაოდ თვალსასეირო და კარგი საყურებელი შეხვედრა. ერთი რამე უდავო იყო, ქართველებმა რუმინელები როგორც ანგარიშით, ისე თამაშით დაჩაგრეს, ვნახოთ რუსებთან რა იქნება.

Written by zvigena

March 14, 2009 at 22:21

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. უკვე მესამედ ჩვენი თამაში არ მომწონს… შეიძლება იმიტო რო ბოლო დროს აქტიურად ვუყურებ ევროპულ თამაშებს, საკლუბოს და ქეყნების დონეზე…

    მაინც მგონია რო… ბურთთან ლოლიაობას უნდა მოვრჩეთ… 99% ჩვენი ნაკრებისა უცხოეთში თამაშობს და დღემდე მე პირადად მარტო გოშაზე მაქ შემჩნეული მარტივი სარაგბო ტექნიკური დეტალი: აიღე ბურთი? – 3-4 ნაბიჯში პოლნი რაზგონის აკრეფვა და მერე მოქმედება… არა, 99% შემთხვევაში ყველა ბორძიკაობს, ელოდება ”ღია” გასასვლელს ისე თითქოს რაზგონის აკრეფა ტეხავდეს… გორგოძე, სხვატკისტი რომელსაც დამსახურებულად აქებენ – ადამიანი რომელსაც მართლა 1 კაცი ვერ აჩერებს, რას შვება? – დააკვირდით, 10 ბურთიდან 5-ჯერ ან პასს იძლევა ან ”ამოაგდებს” და იმავე 10-დან 1-ხელ ფეხს ურტყამს…

    რატოო?? – 3 თამაშია ვაკვირდები, შემიძლია სტატისტიკური მონაცემების მოგცე, რამდენჯერ ქნა ”უგზოუკვლო პასი დაჯახების წინ”, ”უგზოუკვლოდ მოსროლილი ბურთი ჯაჯგურისას”, ”ფეხის დარტყმის ნიუდაჩნი მცდელობა გაუგებარი მიმართულებით”

    რატო?? – სხვატკისტი რომელსაც გარანტირებულად შეუძლია 5-10 მეტრის მოტანა ყოველ პასის მიღებაზე…

    Cyborg Mcloud

    March 15, 2009 at 19:32

  2. უჩ, ძაან კრიტიკული ხარ – შენ ის თქვი რომ მასეთ შეცდომებს ჩვენი გუნდი რომ არ უშვებდეს, ჩვენი ადგილი ზედა ექვსი ერის პირველობაზე იქნებოდა და არა რანგით დაბალ ერთა თასზე.
    რაც გუნდია, იმ თამაშს თამაშობს და იმ რანგზე ვართ.

    მართალი ხარ, შეცდომები უამრავი იყო, რაც ნაწილობრივ წვიმასაც შეიძლება დაბრალდეს. აბუ პასისას რამდენჯერმე შეცდა, სანამ მოთამაშეს ბურთი მიუვიდოდა, მიწაზე ვარდებოდა და ძნელი ასაღები ხდებოდა. ერთხელ საერთოდ შეეტენა უაზროდ და მერე უკან უბრალოდ მოისროლა ბურთი, და ერთ ჩარჩენილ რუმინელეს ჩააბარა, რითაც კაი ხიფათი შეიქმნა. მაგრამ იმავ აბუმ პირველ ტაიმში ჯარიმა რომ უცებ გაათამაშა და კიდეზე გადატანის ნაცვლად შეუტია, მეტოქე დააბნია და ლელოც დავდეთ მაგ მომენტში (თუ რამე არ მერევა, რაღაც იყო მასეთი მომენტი). იყო მეკოს შეცდომები ფეხით თამაშისას, გორგოძეს უაზროდ მოსროლილი რამოდენიმე პასი.

    მაგრამ გუნდის თამაში არის ბალანსი შეცდომის და გაკეთებულის. იმავე გუნდმა უამრავი პლუსი დაგვანახა, რითაც კრიტიკას ანელებს, კერძოდ:

    შედეგი აჩვენა რაც მთავარია, ანუ მოიგო. ეს გააკეთა -10 ქულიდან, როცა მეკოს ძაან უაზრო თამაშით ისეთი დასაწყისი გამოვიდა, გუნდის პლუსია რომ ხასიათით არ გატყდნენ და ყურები არ ჩამოყარეს. იყო საკმაოდ ხშირად ბურთის კარგად ჩათამაშება და შეტევა, მესამე ძაან კარგად გათამაშებული სალელოვე კომბინაცია. თითქმის ყველა აუტი მოვიგეთ მეტოქის ჩაწოდების, ჩვენი არ წაგვიგია, მოლსაც ვიყენებდით სანამ მეტოქე ჩაქცევას მოახერხებდა, ფეხით ცოტა უზაროდ ვკიდებდით, უკეთესად გვმართებდა მაგ კომპონენტში თამაში. იყო ბრძოლა რაც მთავარია და მიღწეული გამარჯვება.

    გორგოძემ კი მიქარა ერთი-ორჯერ, მაგრამ იგივე მამუკა იყო, რომელზე მუდმივად მიდიოდა ჩვენი თამაში, ძირითადად მოწინააღმდეგის ხაზზე პირველ დარტყმას გორგოძე აკეთებდა და ხშირად ათრია 2-3 მოწინააღმდეგე 5-10 მეტრი.

    ისევ ვიძახი მეტი რომ შეგვეძლოს მინიმუმ იტალიის ადგილას ვიქნებოდით ექვს ერზე, კრიტიკა საჭიროა, შეცდომების მითითება, მაგრამ არც დადებით მომენტს უნდა გადაუსვა ხაზი

    zvigena

    March 15, 2009 at 19:47


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: