Zvigena's Blog

Georgian Sport

Archive for მარტი 2009

Cyp-Geo 2:1

leave a comment »

   
Cyp-Geo 2-1    ბულგარელებთან და ირლანდიასთან ნაჩვენები თამაში იმედს იძლეოდა რომ გუნდი სულ უფრო მოუმატებდა თამაშს და მორიგ შეხვედრაში ბოლო-ბოლო გამარჯვებას მოვახერხებდით, მითუმეტეს მეტოქედ არც თუ ძლიერი კვიპროსის ნაკრები გვყავდა.
    კუპერმა ნაცადი შემადგენლობა დააყენა, ის ხალხი ვისაც აქამდე ენდობოდა. ტრამვის გამო კალაძე, ყენია, მენთეშაშვილი, კანკავა გვაკლდა, რაც ჩვენი, ისედაც სუსტი ნაკრებისთვის საკმაოდ დიდი დანაკლისია.
    შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო, მომენტების გარეშე. ერთი-ორჯერ იაშვილმა თუ დაარტყა კარისკენ საკმაოდ არაზუსტად. ტაიმის შუაში მჭედლიძე, რომელიც ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, შესაცვლელი შეიქმნა. მის ნაცვლად კი უკლუბოდ დარჩენილი და საკმაოდ უფერულად მოთამაშე სირაძე შემოვიდა, ვის მოედნის ცენტრში დაკარგულ ბურთს მოყვა კიდეც კვიპროსელთა გარღვევა. ლომაიამ კარი უყურადღებოდ დატოვა და ერთიერთზე გასულ კონსტატინუს გოლის გატანის საშუალება მისცა. Read the rest of this entry »

Advertisements

Written by zvigena

მარტი 29, 2009 at 12:58

Rus-Geo 21-29

leave a comment »

       Rus-Geo 21-29
    ესეც ასე, როგორი საქმეა პრინციპულ მეტოქეს ცამეტი შეხვედრიდან თერტმეტში ძლიო. თანაც ამ ჯახს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა – გამარჯვებული გუნდი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფის ლიდერობას იბევებდა.
    შეხვედრის პირველი წუთებში ორივე გუნდი ტოლ-სწორად გამოიყურებოდა, თუმც ქართველები რაქში რამოდენიმეჯერ დავჯარიმდით და რუსებმა ჯარიმის გატანით ანგარიშში დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ჩვენები გააქტიურდნენ და რამოდენიმე ფაზიანი შეტევა განახორციელეს. ერთ მომენტში რაქიდან გამოტანილი ბურთი ფართოდ ფლანგზე ჩავათამაშეთ, მერე გორგოძემ ჩვეულად რამოდენიმე რუსი ათრია და მალაღურას უპასა – ლელო და ანგარიშში დავწინაურდით. Read the rest of this entry »

Written by zvigena

მარტი 28, 2009 at 18:43

Geo-Rom 28-23

with 2 comments

geo-rom-2009    თბილისში რუსეთისგან წაქცეული რუმინეთი გვეწვია  და მათთან გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ერთი კვირის თავზე ხომ უპრინციპულესი შეხვედრა გვაქვს რუსებთან.
    შეხვედრა, რბილად რომ ვთქვა ცუდად დავიწყეთ, მეკო რამოდენიმეჯერ შეცდა ბურთის ფეხით ამოტანისას და რუმინელებმა ჯერ ჯარიმა გაგვიტანეს, მერე კი ლელოც მოაყოლეს, თავის გარდასახვიანად და ოთხ წუთში უკვე 0-10 ვაგებდით.
    Read the rest of this entry »

Written by zvigena

მარტი 14, 2009 at 22:21